გაირკვა, რომ ედვარდ ჰოპერის ზოგი ადრეული ნახატი სხვათა ნამუშევრების ასლია
ფოტო: Foosaner Art Museum
ედვარდ ჰოპერი დღეს არსებითად "ამერიკელ" მხატვრადაა მიჩნეული — შემოქმედებით გენიოსად, რომელიც ისეთივე გამორჩეულია, როგორიც მის ნახატებზე მოსახლე მარტოსული ადამიანები.
ჰოპერი 1882 წელს დაიბადა საშუალო კლასის ოჯახში და ხელობას ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში დაეუფლა, სადაც მას იმპრესიონისტი ულიამ მერიტ ჩეიზი ასწავლიდა 1900-1906 წლებში.
დიდი ხნის განმავლობაში ჰოპერის ადრეულ ქმნილებებს — მათ შორის ძველ ყინულის ტბორს ნიაკში (Old Ice Pond at Nyack; დაახლოებით 1897 წელი) და გემებს (Ships; დაახლოებით 1898 წელი) — იშველიებდნენ იმის მტკიცებულებად, რომ მხატვარს ხატვის ზებუნებრივი ნიჭი ჰქონდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხელოვანმა ხატვა მისი ბევრი თანამოძმის მსგავსად ისწავლა: სხვათა ნამუშევრების გადახატვით.
ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის PhD სტუდენტის, ლუის შედვიკის, ახალი კვლევა იმაზე მიანიშნებს, რომ ჰოპერმა, როგორც მინიმუმ, თავისი ოთხი ადრეული ზეთის ნახატი, რომელიც ორიგინალ ქმნილებებად მიიჩნეოდა, სხვა წყაროებიდან გადმოიღო, მათ შორის ხელოვნების სასწავლო ჟურნალებიდან.
შედვიკმა თავისი გასაოცარი აღმოჩენა ჟურნალ Burlington-ის ოქტომბრის ნომერში განათავსა. როგორც მკვლევარმა New York Times-ის ხელოვნების კრიტიკოს ბლეიკ გოპნიკთან საუბარში განაცხადა, მან ახალგაზრდა ჰოპერის ნამუშევრების წყაროს ამ ზაფხულს კარანტინით განპირობებული ინტერნეტ-ხეტიალის შედეგად მიაგნო.
"ეს ნამდვილ დეტექტიურ სამუშაოს ჰგავდა", — ამბობს ის.
დაგუგვლისას შედვიკი Art Interchange-ის 1890 წლის ნომერს გადაეყარა — გვიანი მე-19 საუკუნის პოპულარულ ჟურნალს დამწყები მხატვრებისთვის. ის მოიცავდა ზამთრის დაისის (A Winter Sunset) ფერად პრინტს, რომელიც იმ დროისთვის პოპულარულ ტონალისტ მხატვარს, ბრიუს კრეინს (1857-1937), ეკუთვნოდა, ნახატის გვერდით კი ნამუშევრის ასლის შექმნის ინსტრუქციები იყო.
ზამთრის დაისის ტბორი, მარტოსული სახლი და მწუხრის მზის სინათლის შთამბეჭდავი ზოლი ზუსტად ემთხვევა ჰოპერის ნახატს ძველი ყინულის ტბორი ნიაკში, რისი შემჩნევის დროსაც შედვიკს, მისი თქმით, "ევრიკის წამი" ჰქონდა.
როგორ artnet News-ის სარა კასკონი იტყობინება, ძველი ყინულის ტბორი ნიაკში ამჟამად გასაყიდადაა გამოტანილი და მისი ფასი დაახლოებით $300 000-სა და $400 000-ს შორის მერყეობს. ნახატის გამყიდველმა Heather James Fine Art-მა უპასუხოდ დატოვა artnet News-ის თხოვნა, რამე კომენტარი გაეკეთებინათ იმის თაობაზე, იმოქმედებს თუ არა ეს ახალი ინფორმაცია ნამუშევრის ფასზე.
შედვიკის შემდგომმა კვლევამ Art Interchange-ის 1891 წლის ნომერში უცნობი ავტორის აკვარელის ნახატი ტბის ხედი (Lake View) გამოავლინა. მან დაასკვნა, რომ ჰოპერმა ტბის ხედი გადახატა, რათა შეექმნა ნამუშევარი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდებოდა, როგორც ნიჩბიანი ნავი კლდოვან უბეში (Rowboat in Rocky Cove; 1895); ხეებისა და ნავში ნიჩბების განლაგება თითქმის იდენტურია.
შედვიკის კვლევა ჰოპერის ადრეული ნამუშევრების შესახებ აქამდე მიღებულ ორ იდეას ეწინააღმდეგება: პირველი — იმას, რომ ჰოპერმა ყველაფერი მთლიანად თვითონ ისწავლა; მეორე — იმას, რომ მისი ადრეული ნამუშევრები ნიუ-იორკში, ნიაკში, გატარებული ბავშვობის ადგილობრივი პეიზაჟებით იყო შთაგონებული.
"სინამდვილეში, ორივე ეს დებულება მცდარია — ნიაკი არცერთ ნახატზე არაა გამოსახული, ჰოპერს კი ზეთით მხატვრობაში საშუალო დონის ნიჭი ჰქონდა, სანამ სამხატვრო სკოლაში არ შევიდა. მის მიერ საღებავის გამოყენებაც კი ძალიან შორსაა იმისგან, რასაც ის ხუთი წლის შემდეგ აღწევდა", — განაცხადა შედვიკმა.
ფოტო 1: Repr. The Art Interchange / ფოტო 2: Foosaner Art Museum
მარცხნივ: ედვარდ მორანი, მეზღვაური. მარჯვნივ: ედვარდ ჰოპერი, გემები.
შედვიკმა ასევე აღმოაჩინა, რომ ედვარდ მორანის 1880-იანების ნამუშევარი მეზღვაური (A Marine) ჰოპერის გემებს (Ships; დაახლოებით 1898 წელი) შეესაბამებოდა, ხოლო იმავე პერიოდის ჰოპერის ეკლესია და პეიზაჟი (Church and Landscape) ძალიან ჰგავს ვიქტორიანული ეპოქის ნახატს.
Burlington-ის სტატიაში შედვიკი ჰოპერის ნამუშევრების მფლობელობის ისტორიას ეჭვქვეშ აყენებს და ასკვნის, რომ მხატვარი ამ ნახატების ინდივიდუალურად გაყიდვასა თუ გამოფენაზე გატანას არ გეგმავდა. ნიაკის ადგილობრივმა მღვდელმა და მხატვრის პირადმა მეგობარმა ართაიერ რ. სანბორნმა ნამუშევრები ჰოპერის სხვენიდან აიღო 1967 წლის მაისში ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ. როგორც შედვიკი ამტკიცებს, სანბორნმა, როგორც ჩანს, მხატვრის ადრეული ნამუშევრების კონტენტი არასწორად დააკავშირა ნიაკის პეიზაჟებთან და აქამდე დაუსათაურებელ ნახატებს თვითონ დაარქვა სახელები.
ნიუ-იორკის ამერიკული ხელოვნების უიტნის მუზეუმის ნახატებისა და პრინტების კურატორი კიმ კოტანი, რომელიც იქ ამჟამად ჰოპერის დიდ გამოფენაზე მუშაობს, აცხადებს, რომ შედვიკის კვლევა "პირდაპირ ანადგურებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ჰოპერი ამერიკელი ნოვატორია".
ის ამატებს, რომ ეს ახალი სტატია, სავარაუდოდ, გახდება "ნაწილი უფრო ვრცელი დავისა, თუ როგორ უნდა აღვიქვათ ჰოპერი".
Edward Hopper House-ში სტუდიის მქონე კრისტინა ბარნსი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ნაწილობრივ მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ჰოპერი "სახელგანთქმული იყო ქედმაღლობით". როგორც ცნობილია, მხატვარმა ერთხელ თქვა: "ერთადერთი, რისგანაც შთაგონება მიმიღია, მე თვითონ ვარ".
შედვიკი ამჟამად მუშაობს თეზისზე, რომელიც ჰოპერის ნახატებში "ამერიკელობის" წარმოდგენას შეისწავლის.
ბარნსი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ეს აღმოჩენა მისთვის "არ ცვლის იმას, რომ ჰოპერი პირველი ადამიანი იყო, ვინც იმის სინთეზი მოახდინა, თუ როგორ გამოიყურება ამერიკა".
Edward Hopper House Museum and Study Center-ის ვებსაიტზე გაკეთებულ განცხადებაში ჯულიანა როთი ამბობს, რომ, მართალია, შედვიკის აღმოჩენა გასაოცარია, მაგრამ "როცა ჰოპერის შემოქმედებით მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, ეს არ ამცირებს ამ ნახატების მნიშვნელობას".
"ედვარდ ჰოპერის სხვა მრავალი ბავშვობის პროექტის მსგავსად, გირჩევთ, ეს ნახატები მისი ადრეული ცხოვრების განვითარების არტეფაქტებად განიხილოთ. ეს ახალგაზრდა მხატვრის სიცოცხლეა. შემოქმედებითი გენიის მითი უბრალოდ მითია. არცერთი ხელოვანი არ ვითარდება იზოლირებულად, გავლენის, რესურსებისა თუ წვდომის გარეშე... ახალგაზრდა ჰოპერი თავისუფლად და რეგულარულად იხატავდა, ანუ ის 'დანახვას' სწავლობდა", — დაამატა მან.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა


კომენტარები