ქეით ბლანშეტის თქმით, იგი მსახიობია და არა "მსახიობი ქალი"
ფოტო: Pascal Le Segretain / Getty Images / CNN
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 2021 წლიდან ბერლინის კინოფესტივალზე ნომინაციები გენდერულად ნეიტრალური იქნება. ამ ცვლილებამ კინომოყვარულებსა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ავსტრალიელმა მსახიობმა, ქეით ბლანშეტმა, განაცხადა, რომ იგი ყოველთვის "უბრალოდ, მსახიობი" იყო გენდერის დაკონკრეტების გარეშე.
რამდენადაც ინგლისურ ენაში სიტყვა "მსახიობი" განსხვავდება სქესის მიხედვით, ქეით ბლანშეტს, რომელიც წლეულს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელია, ბიენალეს გახსნის დღეს, პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ბერლინალეს დირექტორების მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
"ეს პოლიტიკური განცხადება არაა, თუმცა საკუთარ თავზე საუბრისას ყოველთვის ვამბობ, რომ, უბრალოდ, 'მსახიობი' ვარ", — განაცხადა ბლანშეტმა, — "არ მგონია, რომ ჩვენს ენაში გენდერი ხშირად კონკრეტდება, თუმცა ჩემს თაობას იმ დროს ცხოვრება მოუხდა, როცა 'მსახიობი ქალი' დამამცირებელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ამდენად, ჩემი აზრით, მე განსხვავებულ განაცხადს ვაკეთებ".
ბლანშეტის თქმით, "კარგი შესრულება კარგი შესრულებაა" და ბევრად რთულია, სხვა ხელოვანის ნამუშევრის შეფასება გიწევდეს.
"ვფიქრობ, ეს ზოგჯერ ყველაზე რთული საქმეა", — ამბობს იგი, — "ორი ნამუშევრის შეფასება და გამიჯვნა".
ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე ტილდა სუინტონმა ოქროს ლომი სამსახიობო კარიერაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის მიიღო.
ფოტო: Domenico Stinellis
ბლანშეტის თანამედროვე მსახიობი, ტილდა სუინტონი, მას ეთანხმება.
"უაზრო დროის ფლანგვაა. ცხოვრება კი მეტისმეტად მოკლეა ამისთვის", — ამბობს სუინტონი The Guardian-ის ცნობით, — "ამიტომ მიხარია ბერლინალეს ამბის შეტყობა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალი იყო და სხვებიც მათ მიბაძავენ. ჩემთვის ეს ნათელია".
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
კომენტარები