პანდემიის დროს ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს — ჩიხლაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინის გამოცხადებისა და სკოლების, ბაღების ან კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ მთავრობა იგივე შეცდომებს არ გაიმეორებს, თუმცა ასეთი ქმედებებით თავადვე დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებულ პროცესებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი დახმარების სახელით მთავრობის მხრიდან გაწეულ არამიზნობრივ ნაბიჯებსაც შეეხო.
"საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მთავრობის ინიციატივით, სამსახურის მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყო 200-200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. ზოგიერთმა აღნიშნული თანხა ექვსი თვის მანძილზე მიიღო, ხოლო ნაწილს ეს დახმაება ორი თვის შემდეგ შეუწყდა. არადა, ამ ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, მერე ვიღაცას სამადლოდ 20 ლარი ჩაერიცხა, ბოლოს კი, იძულებულები გახდნენ, უფრო დაბალ ანაზღაურებადი სამსახური სადმე თავად ენახათ", — ამბობს ჩიხლაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩარიცხვები მარტში, აპრილსა და მაისში არ განხორციელებულა.
"ეს დაიწყო ივლისში ანუ ადამიანები სამი თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე არსებობდნენ და შემოსავალი 1 ლარიც არ ჰქონდათ. მოკლედ, პროცესი გახდა უმართავი, საბოლოოდ აღნიშნული დახმარება მიზნობრივ სეგმენტს სრულადაც არ მიუღია. ასეთ გაურკვევლობაში 68 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც საერთოდ უარი უთხრეს დახმარებაზე", — აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობის, BELLINGCAT-ისა და IDF-ის დასკვნას ეხმაურება, სადაც, მისი თქმით, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირდაპირი, გადაუდებელი შესყიდვების გზით ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს და ტენდერები მოიგეს.
"სწორედ აქედან, 21 მლნ ლარი მიემართებოდა იმ სასტუმროების ბიუჯეტში, რომლებიც კარანტინის დროს დაკავდნენ. გამორციხული არ არის ამ ფონზე მთავრობამ პროცესები კვლავინდებურად თავის სასარგებლოდ წარმართოს", — აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
კომენტარები