ძაღლი თავის სათამაშო ცუგას ისე მიეჩვია, მის გარეშე სახლიდანაც კი ვეღარ გადის
ფოტო: barleyboy / Instagram
არაფერია იმაზე საყვარელი, ვიდრე ძაღლი, რომელიც თავის საუკეთესო მეგობარს ეხუტება. მაგრამ იცოდით, რომ ძაღლებს ხანგრძლივი მეგობრობა მხოლოდ ადამიანებთან არ შეუძლიათ? თუ არ იცოდით, ესე იგი, ჯერ ბარლის არ იცნობთ.
ბარლი 2.5 წლის ოქროსფერი რეტრივერია ამსტერდამიდან, რომელიც თავის Instagram-ის ანგარიშზე @barleyboy უკვე 145 ათას გამომწერს ითვლის.
ბარლის ყველაზე ერთგული მეგობარი ჰყავს — ფუმფულა სათამაშო ცუგა, რომელსაც გვერდიდან არასდროს იშორებს.
ფოტო: barleyboy / Instagram
ბარლისთან ერთად სახლში მისი პატრონები, ზიტა და მარკი, და, რა თქმა უნდა, მისი ციცქნა მეგობარი — ოქროსფერი რეტრივერი თოჯინა, სახელად ფლაფი — ცხოვრობენ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათი მეგობრობა სხვებისას არ ჰგავს.
ლეკვი და სათამაშო ცხოველი პირველივე დღიდან განუყოფელნი იყვნენ. "ბარლის ჩვენთან სახლში მოყვანის პირველივე დღიდან ჰყავდა ფლაფი. პირველად რომ შეხვდნენ, ფლაფი ბარლიზე უფრო დიდი იყო. ერთად გაიზარდნენ", — თქვა ძაღლის პატრონმა.
ფოტო: barleyboy / Instagram
როცა ვამბობთ, გვერდიდან არ იშორებსო, ამას მართლა ვგულისხმობთ:
"ბარლის ფლაფი ყვეეეელგან თან დაყავს! ყოველ დილით ბარლი იღვიძებს და ჩვენს საწოლზე ხტება ფლაფისთან ერთად. შემდეგ ბარლის ის დილის გასეირნებაზე გაყავს. მთელ დღეს ერთად ატარებენ, ძალიან საყვარლები არიან.
ყოველ ჯერზე, როცა სახლში ვინმე მოდის, ბარლის ფლაფი აყავს და შესაგებებელ საჩუქრად მიაქვს თან. რამე ხმაური თუ ისმის ან მტვერსასრუტი ირთვება, მაშინვე ფლაფის დაიტაცებს, უფრო უსაფრთხოდ რომ იგრძნოს თავი. ფლაფის საწოლშიც იწვენს, ბანაობისასაც თან მიყავს და, მეტსაც გეტყვით, მოშარდვა თუ მოუნდა, მაინც ფლაფისთან ერთად გადის!
ფოტო: barleyboy / Instagram
ფოტო: barleyboy / Instagram
ძაღლი და სათამაშო ცუგა ერთსა და იმავე პროცედურებსაც კი გადიან! "რამდენიმე კვირის წინ ბარლი დავკოდეთ და მთელი კვირა ვეტერინარიული კონუსის ტარება მოუწია. ისე შეგვეცოდა, რომ კონუსი ფლაფისაც ვუყიდეთ. ამან ბარლი აშკარად უფრო გააბედნიერა", — ამბობს ძაღლის პატრონი.
ფოტო: barleyboy / Instagram
აშკარაა, რომ ბარლის რაღაც გამორჩეული ურთიერთობა აქვს ფლაფისთან — არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან სათამაშო ცუგა თავის განუყრელ მეგობრად აქცია, რომელიც მის გვერდს არასდროს ტოვებს, არამედ იმიტომაც, რომ ბარლი, ზოგადად, ცნობილია იმით, რომ ყოველთვის ყველაფერს ამტვრევს და ანადგურებს ხოლმე, მაგრამ თავისი პაწია მეგობრისადმი ის ძალიან მზრუნველია.
"ზოგჯერ სათამაშო პანდასთანაც ატარებს დროს. ფლაფის ცოტა უფრო დიდი ძამიკოც ჰყავს, მაგრამ ბარლის ის დიდად არ აინტერესებს. მეტიც, ბარლიმ თავისი ყველა სათამაშო დაბრდღვნა, მაგრამ ფლაფის თითსაც არასდროს აკარებს. ის მასზე ძალიან ზრუნავს და უცნაურიც კია, იმდენად უყვარს", — დაამატა ბარლის პატრონმა.
ფოტო: barleyboy / Instagram
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები