Game of Thrones-ის ბოლო სეზონის შემდეგ შემქმნელებს ჰგონიათ, რომ ახალი სერიალი გამოუვათ
ფოტო: Tor Books
Game of Thrones-ის შემქმნელებმა დევიდ ბენიოფმა და დენ ვაისმა თავიანთი ახალი სერიალი დააანონსეს. მათ Netflix-მა პოპულარული ჩინური წიგნების სერიაზე, The Three-Body Problem-ზე, დაფუძნებული სერიალი დაუკვეთა. სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი ალექსანდერ ვუ იქნება.
შეკვეთილი სერიალი დაფარავს ლიუ ცისინის ტრილოგიის სამივე წიგნს — The Three-Body Problem-ს, The Dark Forest-სა და Death’s End-ს. წიგნების სერია უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან კაცობრიობის პირველი კონტაქტის ამბავს მოგვითხრობს. ნეტფლიქსმა The Three-Body Universe-სა და Yoozoo Group-თან შეთანხმებით წიგნების ინგლისურენოვანი ადაპტაციის შექმნის უფლება მოიპოვა.
"ლიუ ცისინის ტრილოგია სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სერიაა, რომელიც წაგვიკითხავს. ის მკითხველს 1960-იანებიდან სამყაროს მიწურულამდე ამოგზაურებს, ჩვენს მკრთალ ლურჯ წერტილზე ცხოვრებიდან დაწყებული და სამყაროს შორეულ ნაპირებზე დამთავრებული. ვაპირებთ, ჩვენი ცხოვრების შემდეგი წლები ამ პროექტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუდიტორიასთან მიტანას მივუძღვნათ", — თქვეს ბენიოფმა და ვაისმა.
ამ პროექტზე კამერის მიღმა ძალიან ბევრი ცნობილი ვარსკვლავი იმუშავებს. ბენიოფის, ვაისისა და ვუს გარდა აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან რაიან ჯონსონი, ბრედ პიტი და როზამუნდ პაიკი. წიგნების ავტორი ლიუ და სამეცნიერო ფანტასტიკის ცნობილი მწერალი კენ ლიუ, რომელმაც პირველი და მესამე წიგნები ინგლისურად თარგმნა, დამხმარე პროდიუსერები იქნებიან.
"პრივილეგიაა, რომ ჩინური სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ყველაზე დიადი ნამუშევრის ადაპტაციაზე მუშაობა შეგვიძლია. The Three-Body Problem-ის ტრილოგია ჩემთვის საყვარელ ძალიან ბევრ რამეს აერთიანებს: მდიდარ, მრავალშრიან პერსონაჟებსა და ჭეშმარიტ ეგზისტენციალურ საკითხებს — ყველაფერი ელეგანტური და ღრმა ადამიანური ალეგორიითაა მოთხრობილი", — თქვა ვუმ.
The Three-Body Problem ბენიოფისა და ვაისისთვის ნეტფლიქსის პირველი პროექტია მას შემდეგ, რაც დუეტმა HBO-ს Game of Thrones შექმნა. უდავოა, რომ ახალი შოუ ჟანრის ამბიციური წარმომადგენელია და ნეტფლიქსი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. მანამ კი დუეტის შექმნილი სამეფო კარის თამაშები მსოფლიო დონის ჰიტი იყო, რომელიც რვა სეზონისა და უამრავი ჯილდოს შემდეგ წინა წელს დასრულდა. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკულტო სერიალის ბოლო სეზონი კრიტიკის ძლიერ ქარცეცხლში მოექცა და ის შოუს ბევრმა მაყურებელმა უარყოფითად შეაფასა.
"იმ კრეატიულ გუნდს, რომელიც The Three-Body Problem-ის სატელევიზიო აუდიტორიისთვის ადაპტაციას გააკეთებს, დიდ პატივს ვცემ და მისი მჯერა. მე მსურდა, მომეყოლა ამბავი, რომელიც გასცდებოდა დროის ფარგლებსა და ერების, კულტურებისა და რასების საზღვრებს; ისეთი ამბავი, რომელიც მთლიანი კაცობრიობის ბედზე დაგვაფიქრებს. მე, როგორც ავტორი, ძალიან ვამაყობ, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ამ უნიკალური კონცეფციის მოგზაურობას ვიხილავ", — თქვა წიგნების სერიის ავტორმა ლიუ ცისინმა.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები