ტაივანში 3 წლის ბავშვი ფრანის ზონარში გაეხვა და ქარმა ჰაერში აიტაცა
ფოტო: Taiwan News
ტაივანში სამი წლის გოგო ფრანის ზონარში გაეხვა და ქარმა ის შეშინებული თვითმხილველების თვალწინ ჰაერში აიტაცა. ბავშვი უვნებლად გადარჩა.
გოგონა კვირას, 30 აგვისტოს, სინჩუს მახლობლად ზღვისპირა ქალაქ ნანლიაოს ფრანების ფესტივალში მონაწილეობდა, როდესაც ის გიგანტურ, გრძელკუდიან ნარინჯისფერ ფრანში გაიხლართა და მიწიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა.
ტაივანური მედიის გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უჭირს ძლიერი ქარის პირობებში ფესტივალის რამდენიმე თანამშრომელს ფრანის გაშვებამდე მისი გრძელი კუდის დაჭერა.
გარშემო ათობით თვითმხილველი და ოჯახი იყო შეკრებილი და ფრანის გაშვებას შეძახილებით ეგებებოდა. მიუხედავად ამისა, ბედნიერი შეძახილები მალევე შეშინებულ ყვირილად გადაიქცა, როდესაც მათ გაიაზრეს, რომ ფრანის კუდში პატარა ბავშვი იყო გახლართული. ქარმა ის ჰაერში აიტაცა და 30 წამზე მეტი ხნის განმავლობაში იქით-აქეთ სწრაფად აქანავებდა, სანამ ოპერატორებმა ფრანის ჩამოშვება მოახერხეს და ბავშვი შეჯგუფებული ბრბოს ხელებში შედარებით ნელა არ ჩამოვიდა.
ოფიციალური ცნობით, გოგონა შეშინებული იყო, თუმცა მას ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია.
შენიშვნა: ბავშვი უვნებლად გადარჩა, მაგრამ, შესაძლოა, ვიდეო თქვენთვის უსიამოვნო სანახავი იყოს.
ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენელმა ზან ლი კემ თქვა, რომ ძლიერმა ქარებმა ფრანის კუდი ბავშვის ტანს შემოახვია.
აზიური ფრანების ფორუმის ტაივანელმა მდივანმა ჩენ კო-ფანგმა თქვა, რომ ფრანს ჰაერიდან კანფეტები უნდა გადამოეყარა ბავშვებისთვის. მისი თქმით, ბავშვებს, როგორც წესი, ფრანის გაშვებამდე შორ დისტანციას აკავებინებდნენ, მაგრამ ორგანიზატორები ქარის ასეთ ძლიერ და უეცარ დაქროლვას არ ელოდნენ — ეს ბოფორტის სკალაზე მე-7 დონის, ანუ დაახლოებით საათში 50-60 კმ-ის სიჩქარის, ქარები იყო.
ინციდენტის შემდეგ სინჩუს მერმა ლინ ჩი-ჩიენმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და საჯარო ბოდიში მოიხადა.
ლინის თქმით, ფესტივალზე ყველა აქტივობა მყისიერად შეწყდა, რათა ძლიერ ქარებში ხალხის უსაფრთხოება შენარჩნებულიყო, მუნიციპალიტეტის ოფიციალურმა პირებმა კი ბავშვი და მისი ოჯახი საავადმყოფომდე მიიყვანეს, სადაც პატარა გოგონას კისერზე რამდენიმე ნაკაწრის გარდა დაზიანებები არ აღმოაჩნდა.
"ქალაქის მმართველი გუნდი დაზარალებულსა და საზოგადოებას გულწრფელ ბოდიშს უხდის. ჩვენ განვიხილავთ ინციდენტს, რათა ასეთი უბედურება მეორედ აღარ განმეორდეს. აგრეთვე ყურადღებით გამოვიძიებთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი", — თქვა ლინმა.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები