ელენ პომპეო გრეის ანატომიიდან სანდრა ოს და პატრიკ დემპსის წასვლის სირთულეს იხსენებს
ფოტო: Disney-ABC Domestic Television
გრეის ანატომია მალე მე-17 სეზონით დაგვიბრუნდება და უკვე თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ის სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი და მაყურებელთა საყვარელი შოუა.
სერიალი ამ წარმატებას ვერ მიაღწევდა ელენ პომპეოს გარეშე, რომელიც მის 363 ეპიზოდში მონაწილეობს და ასევე 2 ეპიზოდის რეჟისორი და შოუს პროდიუსერია.
მიუხედავად ამისა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ელენი დარწმუნებული არ იყო, სურდა თუ არა მერედით გრეის როლის შესრულების გაგრძელება.
დაქს შეპარდთან მის პოდკასტში, Armchair Expert-ში, საუბრისას ელენმა თქვა, თუ როგორ სხვადასხვაგვარად იმოქმედა მასზე სანდრა ოსა და პატრიკ დემპსის სერიალიდან წასვლამ.
ელენმა თქვა, რომ, როცა სანდრამ წასვლა გადაწყვიტა, ის არ იყო დარწმუნებული, თვითონაც შეეძლო თუ არა საერთოდ შოუს გაგრძელება. მას ახსოვს, როგორ ფიქრობდა: "სანდრას გარეშე როგორ გავაგრძელო? მის გარეშე საერთოდ არსებობს შოუ?".
მართალია, დერეკის როლის შემსრულებელი პატრიკი გრეის ანატომიის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იყო, მაგრამ ელენმა ეკრანზე "ყოველდღიურ სცენებში" სანდრასთან ბევრად მეტი დრო გაატარა, ამიტომაც კრისტინას გარეშე დარჩენილი მერედითი ელენისთვის უდიდესი დანაკარგი იყო.
მსახიობმა აღიარა, რომ მან "შესაძლებლობების აწონ-დაწონვა" სწორედ მე-10 სეზონში დაიწყო, რომელშიც კრისტინას ბოლო ეპიზოდები შედგა. ის ფიქრობდა, გრეის ანატომიაში დარჩენა მას სამუდამოდ მიაკრავდა თუ არა მერედითის იარლიყს და ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ის ვეღარასდროს იმუშავებდა სხვა როლზე.
ელენმა თქვა, რომ ის სანდრასგან განსხვავებულად გრძნობდა თავს, რადგან ამ დროს, მისი წარმოდგენით, სანდრას შეეძლო, კრისტინა იანგის როლისგან თავი დაეხსნა.
ფოტო: ABC
"სანდრა უფრო სხვანაირი მსახიობია... არასდროს შეგეპარება ეჭვი, რომ სანდრა ო ისევ იმუშავებს, არა? ის სამუდამოდ იმუშავებს, ხომ მართალია? მაგრამ ჩემს შემთხვევაში მომიწია, დავფიქრებულიყავი, მოვახერხებდი კიდევ მუშაობას თუ სამუდამოდ ამ როლში ჩარჩენა მომიწევდა?" — განმარტა ელენმა.
ამასობაში, როდესაც მე-11 სეზონის დროს პატრიკმა გადაწყვიტა წასვლა, ელენისთვის ეს აბსოლუტურად სხვანაირი გამოცდილება იყო. ამ დროს ის სხვა ხალხს — სტუდიასა და ქსელს — უმკლავდებოდა და ფიქრობდა, რომ შოუს "მთავარი კაცის" გარეშე მარტო ვერ გააგრძელებდა.
"შემეძლო, წავსულიყავი, რადგან პატრიკი წავიდა, თუმცა ეს ის ამბავი არაა, რომლის მოყოლაც მინდა. 'ის აქ აღარ არის, ამიტომ მეც უნდა წავიდე'. მერე ეს ამბავი ასეთ რამედ იქცევა: 'რა შემიძლია გავაკეთო მთავარი კაცის გარეშე?' — რადგან დიდი ხნის განმავლობაში მაგონებდნენ, რომ მის გარეშე არაფერი შემეძლო", — თქვა ელენმა.
მსახიობი ხშირად იხსენებდა: "ვინაა მართალი? ისინი? თუ მე? მის გარეშე მართლა მოვახერხებ რამეს?"
ფოტო: ABC
ცხადია, ელენმა გრეის ანატომიაში დარჩენა გადაწყვიტა. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მას სურდა, "დაემტკიცებინა [საკუთარი თავისთვის], რომ ისინი ცდებოდნენ იმ ყველაფერში, რაც წლების განმავლობაში მას ჩააგონეს".
კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც ელენს აქამდეც უსაუბრია საჯაროდ, ის იყო, რომ მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ სცენის მიღმა არსებული ტოქსიკური სამუშაო გარემოს შეცვლა შეეძლო.
ამგვარად, ელენმა თავისი ახლად აღმოჩენილი ძალა იმისთვის გამოიყენა, რომ "შოუში ყოფნის გამოცდილების საკითხი შეეცვალა". "მინდოდა, მენახა, შეგვეძლო თუ არა გარშემო არსებული კულტურის შეცვლა და გადასაღები მოედნის ბედნიერ ადგილად ქცევა, რადგან ის ნამდვილად არასდროს ყოფილა ასეთი", — თქვა მსახიობმა.
საბოლოოდ, ელენმა თქვა, რომ მას უხარია, რომ სანდრასა და პატრიკის წავლის შემდეგ შოუში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან გრეის ანატომიის უკეთესობისკენ შეცვლა ისეთი რამაა, რითიც მსახიობი ძალიან ამაყობს.
ფოტო: ABC
ამავე თემაზე:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები