აშშ-ში "გარდაცვლილი" გოგო დამკრძალავ ბიუროში ყოფნისას ცოცხალი აღმოჩნდა
ფოტო: The Guardian
იურისტის თქმით, აშშ-ში ახალგაზრდა გოგომ, რომელიც გარდაცვლილად იყო გამოცხადებული, დამკრძალავ ბიუროში თვალები მაშინ გაახილა, როცა მის ბალზამირებას აპირებდნენ.
"სიმართლე თუ გაინტერესებთ, ისინი მალე მისი სისხლის ამოტუმბვას დაიწყებდნენ", — თქვა ოჯახის დაქირავებულმა იურისტმა ჯეფრი ფიგერმა.
საუთფილდის სახანძრო სამსახურმა აღიარა, რომ კვირას, 23 აგვისტოს, ისიც მონაწილეობდა მოვლენათა იმ მეტად უჩვეულო წყებაში, რომელიც იმით დაიწყო, რომ ექიმების ბრიგადა გამოიძახეს სახლში, რომელშიც 20 წლის გოგო ტაიმეშა ბოშანი უგონოდ იყო და არაფერზე რეაგირებდა.
განყოფილების თქმით, პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები 30 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მის გონზე მოყვანას და სასწრაფო დახმარების ექიმთანაც გადიოდნენ კონსულტაციას. ექიმმა სცენიდან "მიღებულ სამედიცინო ინფორმაციაზე დაყრდნობით პაციენტი გარდაცვლილად გამოაცხადა".
სახანძრო განყოფილების ცნობით, ოკლენდის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა განაცხადა, რომ ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა გაკვეთის გარეშე შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, დეტროიტის დამკრძალავ ბიუროში განმაცვიფრებელი რამ მოხდა: ერთ საათზე მეტის შემდეგ გოგო ისევ ცოცხალი იყო.
"ჩვენმა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ის ისევ სუნთქავდა", — თქვა დამკრძალავმა ბიურომ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახა.
"ყველაზე შემზარავი ისაა, რომ გოგოს თვალები რომ არ ჰქონოდა გახელილი, ისინი მის ბალზამირებას აპირებდნენ... პირდაპირი მნიშვნელობით, ტაიმეშას ამბავი ასე იყო: დამკრძალავ ბიუროში მისი ცხედრის ტომარა გახსნეს და დაინახეს, რომ თვალგახელილი და ცოცხალი იყო", — თქვა ფიგერმა.
დეტროიტის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის, ბრაიან ტეილორის, თქმით, გოგო ორშაბათ საღამოს, 24 აგვისტოს, კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
"გული ძალიან დამძიმებული მაქვს. ვიღაცამ ჩემი შვილი მკვდრად შერაცხა მაშინ, როცა ის ცოცხალი იყო", — თქვა გოგოს დედამ.
საუთფილდში განაცხადეს, რომ შიდა გამოძიება იწარმოება, თუმცა, მათი თქმით, სახანძრო და პოლიციის განყოფილებები დადგენილ პროცედურას მიყვებოდნენ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები