10 წლის ირლანდიელმა ბიჭმა უძველესი მახვილი მეტალდეტექტორით აღმოაჩინა
ფოტო: Brian Quinn / Clonoe Gallery
ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრებმა 10 წლის ფიანტან ჰიუზმა ივლისში დაბადების დღის საჩუქრად მეტალდეტექტორი მიიღო. მოზარდმა უჩვეულო საჩუქრის პირველად გამოყენებისას მოახერხა, მიწაში დაფლული საუკუნეებისწინანდელი მახვილი აღმოეჩინა.
ფიანტანი, მამამისი და მისი ბიძაშვილი მეტალდეტექტორით მდინარე ბლექუოთერის ნაპირებზე იყვნენ გასული, როცა მესამე სიგნალზე მახვილი აღმოაჩინეს. მიწის გათხრის შემდეგ მათ ტალახით დაფარული საგანი იპოვეს, სახლში მიიტანეს და ბაღის წყლის მილით გაასუფთავეს. როგორც აღმოჩნდა, ნახევრად დაჟანგული ნივთი საგანგებოდ გაფორმებული უძველესი ხმალი ყოფილა.
"ძალიან გამიხარდა", — ამბობს ფიანტანი, — "რადგან ეს მახვილი აღმოჩნდა იქ, სადაც ნამდვილად არ მოველოდი, რამე მნიშვნელოვანს თუ აღმოვაჩენდი".
მახვილის ყველაზე გამორჩეული ნაწილი მისი მოჩუქურთმებული ვადაა. როგორც უძველესი ნივთების მკვლევრები, მარკ და დევიდ ჰოკინსები, აცხადებენ, ფოტოებიდან მახვილის აღქმა რთულია, რადგან ჟანგი, შესაძლოა, მის ზომას უფრო დიდად წარმოაჩენდეს. თუმცა, სავარაუდოდ, ის კალათისსახელურიანი ხმალია, რომელიც 1610-დან 1640 წლამდე გამოიყენებოდა.
მიუხედავად მოყვანილობისა, რომელიც "ადრეული პერიოდისთვისაა დამახასიათებელი", ჰოკინსის თქმით, იმის გამო, რომ ამგვარი ტიპის იარაღებს ინგლისელი ოფიცრები საუკუნეზე მეტხანს იყენებდნენ, მათი ვარაუდით ეს მახვილი მე-17 საუკუნის მიწურულით ან მე-18 საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
მახვილის ვადის მოყვანილობა ეგრეთ წოდებული "ქლიავის პუდინგის" მსგავსია, თუმცა მოკიდებული ჟანგი, შესაძლოა, უფრო დიდად წარმოაჩენდეს მას.
ფოტო: Brian Quinn / Clonoe Gallery
მეტალდეტექტორების სხვა მფლობელებს ხშირად არ უმართლებთ ასე, თუმცა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში 1997 წლიდან 2016 წლამდე მოყვარული ისტორიკოსების სახელზე მილიონამდე არქეოლოგიური აღმოჩენაა.
1992 წელს კაცმა, რომელიც თავის ჩაქუჩს ეძებდა, რომაული ოქროს და ვერცხლის მონეტების 58-კილოგრამიანი ბუდე აღმოაჩინა.2016 წელს მეტალდეტექტორის კიდევ ერთმა მფლობელმა ვიკინგების საკუთრებებს მიაგნო. 2019 წელს გადასახადებით თაღლითობის მექანიზმი აღმოაჩინეს, რომელიც მე-11 საუკუნეში გამოიყენებოდა. წლეულს კი, ივნისში, უელსელმა კაცმა ტყვიის ზოდს მიაგნო, რომელზეც ლათინური წარწერა იყო ამოკვეთილი.
გაერთიანებულ სამეფოში 1996 წელს გამოცემული ეგრეთ წოდებული საგანძურის კანონი აღმომჩენს ავალდებულებს, თავისი აღმოჩენის შესახებ ადგილობრივ ოფისს შეატყობინოს. გასულ წელს ოთხი ადამიანი დააკავეს, რომელთაც 5-დან 10-წლამდე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა, რადგან 2015 წელს გაკეთებული აღმოჩენა ვიკინგების შესახებ ზემდგომ ორგანოებს არ შეატყობინეს.
მას შემდეგ, რაც ფიანტანმა და მისმა ოჯახმა შეიტყვეს, რომ მათი აღმოჩენა ნამდვილად ისტორიული არტეფაქტი იყო, ფიანტანის მამამ, პოლ ჰიუზმა, ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმების არქეოლოგიის კურატორს, გრირ რემსის, აცნობა. რემსი ამჟამად მახვილის დეტალურად შესწავლითაა დაკავებული.
"ძალიან არ მინდა, ჩემს ფარეხში ჟანგმა შეჭამოს იგი", — ამბობს ჰიუზი და დასძენს, რომ იგი ღელავს, "დღითი დღე არ გაფუჭდეს" მახვილი.
ოჯახი აღმოჩენილი არტეფაქტის დაცვისა და შემდგომში — ექსპონატად განთავსებისთვის — აპირებს, იგი მუზეუმს გადასცეს. თუმცა, პანდემიის შეზღუდვების დროს ამის გაკეთება მარტივი არაა.
მდინარის სანაპიროზე, სადაც ფიანტანმა მახვილი აღმოაჩინა, 1980-იან წლებში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მდინარის ფსკერზე არაერთი ნივთი აღმოაჩინეს. ამის გამო, ჰიუზების ოჯახი ფიქრობს, რომ მახლობლად, შესაძლოა, უამრავი საინტერესო არტეფაქტი იყოს დაფლული. ახალგაზრდა აღმომჩენი გეგმავს, მეტალდეტექტორით საქმიანობა განაგრძოს.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები