ვიდეოპაემნის შემდეგ ოქროსფერი რეტრივერი და დელფინი ერთმანეთს შეხვდნენ
მხოლოდ ადამიანები როდი იცნობენ ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით და შემდეგ პირისპირ ხვდებიან. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ცხოველიც ასე იქცევა. ამ ორი მეგობრის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა.
ინსტაგრამზე ცნობილ ფლორიდელ ოქროსფერ რეტრივერს, კევინს, ყველანაირ სახალისო თავგადასავალში უყვარს მონაწილეობის მიღება. ამჯერად კევინი ქლიერუოთერის საზღვაო აკვარიუმში მიიწვიეს, სადაც, როგორც იქნა, შესაძლებლობა მიეცა, თავის ვირტუალურ მეგობარს შეხვედროდა. მისი მეგობარი კი, არც მეტი, არც ნაკლები, დელფინია — სახელად უინთერი.
ეს მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა კევინის ყურადღება ქლიერუოთერის საზღვაო აკვარიუმმა მიიპყრო. კევინს უყვარს თავისი იხვისთავიანი ქუდის ტარება და, როგორც აღმოჩნდა, უინთერიც გიჟდება იხვებზე.
მალევე კევინმა და მისმა ადამიანმა მეგობარმა უინთერისა და მისი მომვლელისგან, ქეითი ვოიდილასგან, ვიდეო მიიღეს, სადაც ისინი მათ ესალმებოდნენ და ვიდეოპაემანზე იწვევდნენ.
აკვარიუმმა თავის გვერდზე კევინის ვიდეო განათავსა და დასძინა: "ეს ახალი შესანიშნავი მეგობრობის დასაწყისია? იმედია, მეგობრობის საერთაშორისო დღეს ახალ მეგობრებს გავიჩენთ და ვფიქრობთ, ეს რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისია. კევინთან FaceTime-ით საუბარს ხომ არ ისურვებდით?"
ვიდეოპაემანზე კი კევინი პირადად მიიწვიეს ქლიერუოთერის საზღვაო აკვარიუმში, თავის მეგობართან პირისპირ შესახვედრად.
"კევინი აკვარიუმს ეწვია და უინთერის ახალი სახლი დაათვალიერა, სადაც სხვა გადარჩენილი დელფინებიც ცხოვრობენ", — ამბობს კევინის პატრონი, ელის გორნი, — "მთელი აკვარიუმი მოიარა და ახალი მეგობრებიც გაიჩინა, მათ შორის ვარხვები, კუები და ზღვის კატები. ამის შემდეგ იგი დელფინების ახალთახალი კომპლექსისკენ გაემართა, რომელიც ხუთ აუზს აერთიანებს. აქ იგი უინთერსაც შეხვდა და სხვა დელფინებსაც: ჰოუფს, ფიჯეის, ნიკოლასს და ჰემინგუეის".
კევინს უინთერის ძველ აუზში მის მომვლელთან ერთად ცურვის საშუალებაც კი მიეცა.
"კევინთან ერთად უინთერის ძველ სახლში ცურვა ალბათ ის დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება", — ამბობს ქეითი ვოიდილა, — "გარდა იმისა, რომ მასთან ერთად ცურვისას ყვინთვა არ მჭირდებოდა, რადგან ორივეს თავები წყლის ზემოთ გვქონდა, ამასთან ეს სხვა მიზეზითაც იყო გამორჩეული მომენტი, რადგან ჩემი სიყვარული ცხოველების, გარემოსა და ოკეანესადმი ერთმანეთს შეერწყა. თავშესაფარში მყოფი ყველა ცხოველი მიყვარს, თუმცა ძაღლებში რაღაც ისეთია, რაც ყოველთვის ღიმილს მგვრის".
"ჩემი აზრით, ეს კევინის ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო! ძალიან მადლიერი ვართ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც კევინს მიეცა", — აღნიშნავს ელისი, — "ამ თავგადავალში მისი საყვარელი ნაწილი, რასაკვირველია, უინთერთან შეხვედრა და მის ძველ სახლში მომვლელებთან ერთად ცურვა იყო".
კევინის ვოიაჟის ფოტოები შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ:
ფოტო: agoldennamedkevin / Instagram
ფოტო: agoldennamedkevin / Instagram
ფოტო: Clearwater Marine Aquarium
ფოტო: Clearwater Marine Aquarium
ფოტო: agoldennamedkevin / Instagram
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები