10 რამ, რასაც თიბისი კონცეპტი გთავაზობთ
ფოტო: თიბისი
ცვალებად სამყაროში, სადაც ადამიანებს მუდმივი სიახლეებისთვის ფეხის აყოლა გვიწევს და ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, დრო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ყველას გვენანება უქმად გაცდენილი მომენტები — საცობში ყოფნა; შეხვედრები, რომელზე განხილული საკითხებიც სრულებით შეიძლებოდა, ელექტრონული ფოსტით გარკვეულიყო; ან, თუნდაც, მაღაზიაში უსასრულო რიგში დგომა. ამიტომ, მუდმივად ვეძებთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებულ და სანდო მომსახურებას, რომელიც დაზოგავს ჩვენს ენერგიას, გაგვიმარტივებს ცხოვრებას და დაგვიტოვებს მეტ დროს განვითარებისთვის, გართობისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის თუ ჰობისთვის.
მსოფლიოში მიმდინარე ეს ტრანსფორმაცია თიბისიმ აირეკლა და პერსონალური საბანკო მომსახურება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. აქ და ახლა მოგიყვებით თიბისი კონცეპტის 10 პროდუქტისა და მომსახურების შესახებ.
1. Subscription მოდელი
მე-17 საუკუნეში წიგნებისა და ჟურნალების გამომცემლებმა გამოწერის მოდელი დანერგეს — გარკვეული თანხის სანაცვლოდ ისინი მომხმარებლებს თავიანთი პროდუქტის ინდივიდუალურ ნაკრებს სხვადასხვა დროის ინტერვალით სთავაზობდნენ. ეს მოდელი დღეს კიდევ უფრო აქტუალურია — საყვარელი ფილმების სანახავად Netflix სხვადასხვა ფასის და მომსახურების ნაკრებს გვთავაზობს, ხოლო ჩვენ, ჩვენივე საჭიროებებისა და ფინანსებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ, რომელი ნაკრები ავირჩიოთ. ამ მოდელის მაგალითია Amazon Prime-იც, რომლის დახმარებით გამოწერილი ნივთები მომხმარებლამდე თვალისდახამხამებაში აღწევს.
თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უფრო მოქნილი, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და პერსონიფიცირებული რომ ყოფილიყო, კომპანიაში მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შეიმუშავეს. გამოწერის, ანუ subscription მოდელით თიბისი არჩევანის საშუალებას გაძლევთ, თავად გადაწყვიტოთ, რა გჭირდებათ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღოთ პროდუქტებისა და სერვისების თქვენთვის სასურველი ნაკრები.
2. პერსონიფიცირებული მიდგომა
თიბისი კონცეპტის შთაგონების მთავარი წყარო ადამიანია — ინდივიდი, საკუთარი უნიკალური სურვილებით, მიზნებითა და ცხოვრებისეული კონცეფციით. სწორედ ამიტომ, ამიერიდან აუცილებელი აღარაა, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების მისაღებად მაღალი შემოსავალი გქონდეთ. თუკი მანამდე ამ ტიპის მომსახურებაში მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტი ერთმანეთისგან იმიჯნებოდა, ახლა თიბისი კონცეპტით შემოსავლის მაჩვენებელმა უკანა პლანზე გადაიწია. აქ ყველას შეუძლია საკუთარ საჭიროებებსა თუ მიზნებზე მორგებული კონცეპტის და ნაკრების აღმოჩენა და ამას შემოსავალი აღარ განსაზღვრავს.
3. ციფრული ნაკრები
თანამედროვეობამ და ტექნოლოგიების განვითარებამ მომხმარებელთა ისეთი სეგმენტი ჩამოაყალიბა, რომელთაც საკუთარი ფინანსების მართვა და საბანკო ოპერაციები დამოუკიდებლად, ინტერნეტ თუ მობაილბანკის დახმარებით შეუძლიათ. აქ, ახლა, როცა ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს მომსახურების ხარისხს, თიბისიმ, საქართველოში პირველად, პერსონალური ციფრული საბანკო მომსახურების ნაკრები შექმნა. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია და ვინც, ასევე, არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს აქტიურად მოიხმარს.
4. პროფესიონალი ბანკირი
ყველას გვიფიქრია, რამდენად კარგი იქნებოდა, გვყოლოდა ადამიანი, რომელიც ჩვენი ფინანსების ისე განკარგვაში დაგვეხმარებოდა, რომ მიზნებისთვის მალე მიგვეღწია და თვის ბოლოს ბავშვობისდროინდელი ყულაბის გატეხვა აღარასდროს დაგვჭირვებოდა.
სწორედ ამიტომ, თიბისი კონცეპტი მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატს — პრემიუმ ნაკრებს გთავაზობთ, სადაც თქვენი სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია. მისი მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, უმაღლესი ხარისხის მომსახურების შედეგად კი — კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.
5. მაღალი კლასის ბარათები სხვადასხვა უპირატესობით
თიბისი კონცეპტით თქვენ სხვადასხვა უპირატესობით ისარგებლებთ. თანხის განაღდების უფრო მაღალი ლიმიტი გექნებათ და ბარათზე დადებითი ნაშთის შემთხვევაში სარგებელი დაგერიცხებათ. ასევე, თქვენთვის საერთაშორისო შეთავაზებებიც ხელმისაწვდომია.
6. გაუმჯობესებული პირობები საბანკო ოპერაციებზე
თიბისი კონცეპტი მაღალი კლასის ბარათების გარდა, საბანკო და სადაზღვევო მომსახურებაზე გამორჩეულ პირობებსაც გთავაზობთ. მისი მეშვეობით, ანაბარზე თანხის გადარიცხვასა და განაღდებაზე უფრო მეტი სარგებელი გერიცხებათ; გარე გადარიცხვებისთვის დაბალი საკომისიოა დადგენილი; საბანკო კურიერის ულიმიტო მომსახურებითაც ისარგებლებთ; ამონაწერისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებაც კიდევ უფრო მარტივია; 24/7-ზეა ხელმისაწვდომი დისტანციური მომსახურების გუნდი; წვდომა გაქვთ მეილბანკინგზე; და რაც მთავარია, უფასო, 14-დღიანი სამოგზაურო დაზღვევითა და 10%-იანი ავტოდაზღვევით სარგებლობთ.
7. კონცეპტ ასისტენტის მომსახურება
თიბისი კონცეპტით სარგებლობისას კონცეპტ ასისტენტიც გეყოლებათ, რომელიც სასტუმროების დაჯავშნაში, სხვადასხვა ღონისძიების თუ სამოზაურო ბილეთების შეძენაშიც დაგეხმარებათ და ამით თქვენი ყოველდღიურობის ისეთ დეტალებზე იზრუნებს, რომელშიც აქამდე დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდით.
8. საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობა
მოგზაურობისას ყველას გვსურს, ფრენისთვის ლოდინი რაც შეიძლება მოსახერხებელი და უპრობლემო იყოს. ამიტომაც, თიბისი კონცეპტით წვდომა გექნებათ LoungeKey პროგრამაზე, რომლის დახმარებით 1000-ზე მეტ აეროპორტში დამატებითი საწევრო ბარათის წარმოდგენის გარეშე შეძლებთ ლაუნჯით სარგებლობას. გარდა ამისა, ჩასხდომის უსასრულო რიგში დგომის ნაცვლად, პრიორიტეტული გასასვლელითაც ისარგებლებთ.
9. სპეციალური შეთავაზებები
თიბისი კონცეპტით წვდომა გაქვთ მუდმივად განახლებად შეთავაზებებზე, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილზეა მორგებული და ყველაზე მოთხოვნად ობიექტებში სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისზე ფასდაკლებებს მოიცავს.
10. კონცეპტ შეხვედრები და მასტერკლასები
თიბისი კონცეპტი არ არის მხოლოდ საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის თქვენს თვითგანვითარებაზეც ზრუნავს და ახალი აღმოჩენების გაკეთებაში გეხმარებათ. დღევანდელი დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, თიბისი კონცეპტი სამუშაო გარემოს გარეთ ცოდნის გამდიდრების საშუალებას გაძლევთ. საგანმანათლებლო პლატფორმის — კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს გაგიზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს პირად ბანკირს, ან დარეკეთ ნომერზე: 032 2 27 27 00
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?


კომენტარები