მოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი სასუსნავები პატარებისთვის — გრანდ ელექტრონიქსი
ფოტო: გრანდ ელექტრონიქსი
მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პატარა მსუნაგებმა ჯანსაღად და გემრიელად იკვებონ, მიიღონ საჭირო მინერალები და ვიტამინები. ამის გამო ხშირად ვუზღუდავთ რაციონში ისეთ სასუსნავებს, როგორებიცაა ჩიფსები, ნამცხვრები და ტკბილეული, რადგან ცხადია, რომ ჩამოთვლილი პროდუქტები არც ისე სასარგებლოა პატარებისთვის.
როგორ უნდა შევაყვაროთ პატარებს ჯანსაღი ტკბილეული? მათი სახლში მომზადება უკვე ძალიან მარტივია, თუკი სამზარეულოში სათანადო მოწყობილობები გაქვთ.
ვაფლის აპარატი
ვის არ უყვარს გემრიელი ტკბილი ვაფლი შოკოლადით, კენკრითა და ბანანით? ამ გემრიელ სასუსნავს არამხოლოდ პატარები აღმერთებენ, ხშირად დიდებიც არ ვამბობთ მასზე უარს. თუკი მშობლების იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომლებიც დიდხანს დგანან სუპერმარკეტების დახლებთან და ზედმიწევნით სწავლობენ თითოეული პროდუქტის შემადგენლობას, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს: ვაფლის აპარატის მეშვეობით გემრიელი სასუსნავის მომზადებას სწრაფად და მარტივად შეძლებთ!
ჯამში ავთქვიფოთ 2 ცალი კვერცხის ცილა. 1.5 ჭიქა რძეში ჩავყაროთ 2 სუფრის კოვზი საფუარი, 4 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი და კვერცხის გულები. შემდეგ შევურიოთ ¾ ჭიქა ფქვილი და ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ მესამედი ჭიქა გამდნარი კარაქი, მიღებული მასა კარგად ავთქვიფოთ და ჩავასხათ ვაფლის საცხობში. გამომცხვარ სურნელოვან ვაფლს კი მოვაყაროთ შაქრის პუდრი, გავაფორმოთ კენკრით ან იმ ხილის ნაჭრებით, რაც ყველაზე მეტად გიყვართ, და მივირთვათ გემრიელად!
ტოსტერი
გემრიელ და მიმზიდველად გაფორმებულ სენდვიჩებს ვერცერთი პრეტენზიული მჭამელი ვერ აუვლის გულგრილად გვერდს! მით უმეტეს, რომ ნებისმიერი ფერადი ბოსტნეულით, მოხარშული კვერცხითა და ყველის ნაჭრებით გახუხულ პურებზე სასაცილო გმირების გამოსახვაა შესაძლებელი. ამისათვის მხოლოდ დანა და სხვადასხვა სასარგებლო პროდუქტია საჭირო!
ჩირის აპარატი
ფოტო: გრანდ ელექტრონიქსი
ჯანსაღი ჩიფსები? ეს ნამდვილად შესაძლებელია, მით უმეტეს მაშინ, თუკი თქვენი პატარა ხილსა და ბოსტნეულს ცოცხლად არ ჭამს — ხილ-ბოსტნეული ხომ გამოშრობის შემდეგაც კი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. ქლიავი, ვაშლი, ფორთოხალი, პომიდორი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, ჭარხალი... ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ჩირის აპარატში ნებისმიერი ხილისა თუ ბოსტნეულის გამოშრობაა შესაძლებელი. ჩირის გასაკეთებლად ხილი შედარებით სქლად დაჭერით და გამოშრობის პროცესში ანაცვლეთ თეფშები, რათა ცხელი ჰაერი თითოეულ ნაჭერს თანაბრად მისწვდეს. ჩიფსების მოსამზადებლად კი ხილ-ბოსტნეული თხლად დაჭერით, რათა ხრამუნა, გემრიელი და თან სასარგებლო ჩიფსები მოამზადოთ.
ბლინის ტაფა
ფოტო: გრანდ ელექტრონიქსი
თხელი, იდეალური ფერისა და სტრუქტურის ბლინები, ერთი შეხედვით, მარტივი, თუმცა, სინამდვილეში, ძალიან ძნელი გამოსაცხობია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგ მასას მოამზადებთ მანამდე, თუკი ტაფა ხელს არ გიწყობთ, ბლინის გადმოტრიალების პროცესი ნამდვილ კოშმარს უმარტივესად შეიძლება დაემსგავსოს. აღნიშნულ პრობლემას ბლინის საცხობი ელექტროტაფა ადვილად აგვარებს: მრგვალი ფორმის ზედაპირზე ცომი იდეალურად თანაბრად ნაწილდება და, რაც მთავარია, არც ამოტრიალება სჭირდება! შესაბამისად, მომზადებული ბლინებით შეგიძლიათ, თავი მოიწონოთ როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ასიამოვნოთ პატარებსაც და ყოველი დილა გემრიელი ბლინებით გაულამაზოთ.
თითოეული პროდუქტის შეძენას ტექნიკის მაღაზიათა ქსელ გრანდ ელექტრონიკსის ქსელში შეძლებთ. ასევე შესაძლებელია მათი ონლაინ გამოწერა ვებსაიტიდან! გრანდ ელექტრონიკსის კურიერი მას რამდენიმე საათში სახლში მოგართმევთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები