გერმანიაში ძაღლის გასეირნება პატრონებისთვის, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
ფოტო: iStock
ძაღლის გასეირნება კვირაში ორჯერ, ჯამში ერთი საათით მაინც, შესაძლოა, მალე კანონად იქცეს გერმანიაში.
ამასთანავე, შესაძლოა, აიკრძალოს ძაღლის დიდი ხნით დაბმაც.
რეგულაციებით შეიზღუდება ეგრეთ წოდებული "ლეკვების ფერმების" საქმიანობაც, სადაც მომშენებლებს აეკრძალებათ ერთდროულად სამზე მეტი ლეკვის პატრონობა.
"ცხოველები სათამაშოები არ არიან, მათი საჭიროებები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ", — მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იულია კლიოკნერმა.
"არანაირი კაკუნი კარზე"
დაგეგმილი სამომავლო რეგულაციებით ძაღლის პატრონებს მოეთხოვებათ:
- წაიყვანონ ძაღლი სასეირნოდ კვირაში ორჯერ, ჯამში ერთი საათით მაინც.
- არ ჰყავდეთ ძაღლი დაბმული დიდი ხნის განმავლობაში.
- არ დატოვონ ძაღლი მარტო მთელი დღის განმავლობაში.
მომშენებლებს აეკრძალებათ სამზე მეტი ლეკვის პატრონობა, ლეკვებმა კი დღეში ოთხი საათი მაინც უნდა გაატარონ ადამიანის გარემოცვაში, რათა მათი სოციალიზაციის უზრუნველყოფა მოხერხდეს.
კლიოკნერის თქმით, ეს რეგულაციები ცხოველების დასაცავად და კეთილდღეობისთვის შემუშავდა ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით.
ფოტო: alamy.com
რეგულაციების პირველი ვერსია უკვე მომზადებულია და ძალაში, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში შევიდეს. ამ შემთხვევაში გერმანიის ცალკეული მიწების მთავრობებს დაევალებათ ახალი კანონების აღსრულების უზრუნველყოფა.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ნაკლებსავარაუდოა, ძაღლის პატრონებს პოლიცია ეწვიოს იმის შესამოწმებლად, ჰყავდათ თუ არა მათი ოთხფეხა მეგობარი სასეირნოდ წაყვანილი. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, როგორ ექცევიან ძაღლებს საშენებში.
აიკრძალება ასევე ძაღლებისთვის კუდის და ყურების ცხოველთა დაცვის წესების დარღვევით მოკვეთა. აიკრძალება იმ ძაღლების შეჯიბრებაზე გამოყვანაც, რომელთა ქცევაც "სახეობისთვის შეუფერებელია".
კლიოკნერის გეგმა მოიაზრებს ძაღლის ტრანსპორტირების წესებსაც, რის მიხედვითაც ცხოველმა ოთხსაათნახევარზე მეტი არ უნდა გაატაროს გზაში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები