დადასტურდა, რომ Stranger Things მე-4 სეზონით არ დასრულდება
ფოტო: Netflix
შეიძლება, რთული დასაჯერებელია, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც Stranger Things-ის მესამე სეზონი ვნახეთ და მას შემდეგ ჩვენი საყვარელი გმირების ისტორიის გაგრძელებას ველით.
სამწუხაროდ, პანდემიის გამო შემდეგი სეზონის გადაღებები შეჩერებულია, თუმცა ძალიან რომ არ მოგვეწყინა, სერიალის შემქმნელებმა — როს და მეთ დაფერებმა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში გაამხილეს, რომ ეს ცნობილი სატელევიზიო შოუ მეოთხე სეზონით არ დასრულდება და წინ კიდევ დიდი გეგმები აქვთ.
"ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორი იქნება დასასრული და ისიც ვიცით, თუ როდის იქნება ამისთვის შესაფერისი მომენტი. პანდემიამ მოგვცა საკმარისი დრო, რომ მომავალის გეგმებისთვის გადაგვეხედა და გადაგვეწყვიტა, რა იქნებოდა უკეთესი სერიალისთვის. ყველაფრის ფურცელზე გაწერამ შესაძლებლობა მოგვცა, ზუსტად დავრწმუნებულიყავით, თუ სადამდე უნდა გაგრძელებულიყო ისტორია", — აღნიშნეს მათ.
როს და მეთ დაფერებმა მეოთხე სეზონზეც ისაუბრეს: მათი თქმით, პანდემიამ ერთი მხრივ შოუს წარმოება შეაფერხა, მეორე მხრივ კი მათ მეტი დრო მისცა სცენარის დახვეწაზე სამუშაოდ:
"პირველად გვაქვს სცენარი ბოლომდე დაწერილი, რის გამოც საშუალება გვაქვს, სრულ სურათს შევხედოთ და ისე შევიტანოთ საჭირო ცვლილებები მასში".
სამწუხაროდ, შოუს შემქმნელები მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღზე ვერაფერს ამბობენ: მათ ისიც კი არ იციან, როდის განახლდება გადაღებები, რომელიც მარტში შეწყდება. მართალია, სექტემბრის მეორე ნახევარში ვარაუდობენ გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას, თუმცა დანამდვილებით ესეც არ იციან, რადგან ყველაფერი უახლოეს მომავალში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებულები.
რაც მთავარია, ვიცით, რომ ეკრანებზე კვლავ ვიხილავთ შერიფ ჯიმ ჰოპერს, რომელსაც მაყურებელი მესამე სეზონის ბოლოს ცრემლებით დაემშვიდობა, თუმცა სერიალის მესვეურებმა მოულოდნელი სიურპრიზით მაყურებლის გახარება გადაწყვიტეს.
ისღა დაგვრჩენია, მეოთხე სეზონის გამოსვლას დაველოდოთ, რათა გავიგოთ, როგორ გადაურჩა შერიფი ლაბორატორიაში აფეთქებას, თან კი იმაზე ფიქრით დავიმშვიდოთ თავი, რომ დიდი ალბათობით, სერიალი კიდევ დიდხანს არ დასრულდება: რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ დროს გავატარებთ საყვარელ პერსონაჟებთან ერთად და მათი თავგადასავლების შესახებ მეტს შევიტყობთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები