ჯორჯ ელიოტსა და სხვა 24 ქალ მწერალს თავიანთი ნამდვილი სახელებით გამოსცემენ
ფოტო: Baileys/Women's prize for fiction
ვიქტორიანული ეპოქის მწერალი მერი ენ ევანსი ხშირად იცნობა იმ ლიტერატურულ ძალად, რომელიც ბრიტანეთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული რომანის, მიდლმარჩის, უკან დგას. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის უდიდესი ნაწილის განმავლობაში და დღესაც კი ის უფრო მეტად თავისი ფსევდონიმითაა ცნობილი — ჯორჯ ელიოტის სახელით, რომელიც მან საკუთარ სქესის დასამალად დაირქვა იმ ეპოქაში, რომელშიც ქალები ინტელექტუალური წრეებიდან გარიყულები იყვნენ. დღეს ახალ კამპანიას ამის შეცვლა სურს.
ევანსის ცნობილი ნაწარმოები იმ 25 წიგნს შორისაა, რომელიც თავდაპირველად კაცის ფსევდონიმით დაიბეჭდა, დღეს კი მათი ქალი ავტორების ნამდვილი სახელებით ხელახლა გამოიცემა. სხვა ავტორებს შორის აგრეთვე არიან ჟორჟ სანდი და ჯორჯ ეგერტონი. პროექტი, რომელსაც "დააბრუნე მისი სახელი" ჰქვია, ბრიტანეთის მხატვრული ლიტერატურის ქალთა პრემიის მიერ ამ ჯილდოს 25-ე იუბილეს აღსანიშნავად ოთხშაბათს, 12 აგვისტოს, დაანონსდა.
"კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბევრი ქალი მწერალი იყენებდა კაცის ფსევდონიმებს, რათა მათი ნამუშევრები გამოქვეყნებულიყო ან [საზოგადოებას] სერიოზულად განეხილა", — წერია ჯილდოს პროგრამის ოფიციალური ვებსაიტის განცხადებაში. აქვეა ნათქვამი, რომ ინიციატივის მიზანი "ქალი მწერლების მიღწევების დაფასება და მათთვის დამსახურებული პატივის მიგებაა".
ეს 25 ნაწარმოები ელექტრონულ წიგნებად გამოიცემა და პრიზის სპონსორის, Baileys-ის მხარდაჭერით, მათი ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი.
სტიგმის წინაშე
ევანსის ფარული იდენტობა ვიქტორიანულ ინგლისში მრავალი სპეკულაციის წყარო გახდა მას შემდეგ, რაც ჯორჯ ელიოტის სახელით გამოცემულმა მისმა რამდენიმე ნამუშევარმა პოპულარობა მოიპოვა. დევიდ კოპერფილდისა და ოლივერ ტვისტის ავტორმა ჩარლზ დიკენსმა მას წერილიც კი მისწერა, რომელშიც მისადმი აღფრთოვანებასა და ცნობისმოყვარეობას გამოხატავდა.
ევანსს ძალიან უნდოდა, პასუხი დაებრუნებინა და საკუთარ თავზე განეცხადებინა. მან თავის გამომცემელს მწუხარედ შესჩივლა, რომ დიკენსის ქების ფონზე "მისი ინკოგნიტოს რკინის ნიღაბი ძალიან მტკივნეული ჩანდა". მომავალ წელს ხალხმა მისი ნაწარმოებების სხვადასხვა ადამიანისთვის მიკუთვნება დაიწყო და საიდუმლომაც ნელ-ნელა გაჟონა მწერლის შიდა წრიდან, რამაც ავტორს აიძულა, საკუთარი იდენტობა გაემჟღავნებინა.
პროექტის "დააბრუნე მისი სახელი" სხვა ნაწარმოებებს შორისაა აგრეთვე ან პეტრის Marie of the Cabin Club, რომელიც თავდაპირველად არნოლდ პეტრის ფსევდონიმის ქვეშ დაიბეჭდა. პეტრი პირველი აფრიკელი ამერიკელი ქალია, რომელმაც წიგნის მილიონ ასლზე მეტი გაყიდა.
სიაში აგრეთვე არის ჟორჟ სანდის სახელით ცნობილი ამანდინა ავრორა დიუპენის ნაწარმოები. ამანდინა მე-19 საუკუნის ევროპის ყველაზე პოპულარულ მწერლებს შორის იყო და ნამდვილად გამოირჩეოდა გამბედაობით — ის კაცის სამოსს ატარებდა, საჯაროდ ეწეოდა თამბაქოს და, ჭორების თანახმად, მას ქალი საყვარლებიც ჰყავდა. პროექტი ხელახლა გამოსცემს მის ინდიანას, რომელშიც ქორწინებებისა და ურთიერთობების სირთულეებია აღწერილი.
"მისი რომანტიკული ნაწარმოებები მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი და დროა, მისი სახელიც ასეთი გახდეს", — დაწერა Baileys-მა დიუპენის შესახებ თავის ვებსაიტზე.
ავტორთა სიაშია აგრეთვე მერი ბრაითი, რომელიც ჯორჯ ეგერტონის სახელითაა ცნობილი; ფატიმა ფარაჰანი, ცნობილი სახელით შაჰინ ფარაჰანი; და ჯულია კონსტანს ფლეტჩერი, ცნობილი, როგორც ჯორჯ ფლემინგი. არჩეული ნაწარმოებები მრავალ ჟანრს ფარავს, სამეცნიერო ფანტასტიკით დაწყებული და საშინელებათა ჟანრით დამთავრებული, მათი ავტორები კი, ასეთივე მრავალფეროვანნი, ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, მათ შორის იაპონიიდან და ირანიდან.
კაცის ფსევდონიმით წერა მე-19 საუკუნის ქალ მწერლებში უფრო და უფრო ხშირი გახდა. ფსევდონიმები ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტორებს ჰქონიათ იმ იმედით, რომ სქესით განპირობებულ სტიგმას მოიშორებდნენ და უფრო ფართო აუდიტორიებს მიიზიდავდნენ — მაგალითად, პატარა ქალების ავტორი ლუიზა მეი ოლკოტი და დები ბრონტეები.
დღესაც კი ბევრი ქალი ფსევდონიმით წერს, განსაკუთრებით კაცების მიერ დომინირებად ისეთ ჟანრებში, როგორებიცაა სამეცნიერო ფანტასტიკა და კრიმინალური ჟანრი. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ჯ. კ. როულინგი — მწერალმა 2017 წელს CNN-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ გამომცემლებმა მას ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოცემისას ურჩიეს, სრული სახელის ნაცვლად ინიციალები გამოეყენებინა, რადგან ეს უფრო მეტად "მიიზიდავდა ბიჭებსა და გოგოებს".
"არსებითად, ჩემი სქესის დამალვა უნდოდათ", — თქვა მან.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა



კომენტარები