რჩევები მათთვის, ვისაც ჯანსაღად კვების დაწყება სურს
ფოტო: გრანდ ელექტრონიქსი
როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც თავში მოგვდის, არის ის, რომ გემრიელ კერძებს უნდა დავემშვიდობოთ. შემწვარ-მოხრაკული, ტკბილეული, სასუსნავები — უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს ყველაფერი ყოველდღიური რაციონიდან?
როგორც დიეტოლოგები და ჯანსაღი კვების მიმდევრები ამბობენ, სამზარეულოს ტექნიკის თანამედროვე მოწყობილობებმა ეს მითი კარგა ხანია, დაანგრიეს. ჩვენ ისევე შეგვიძლია ვისიამოვნოთ გემრიელი კერძებით, როგორც — ადრე. უბრალოდ, ჩვენ მათი სწორად მომზადება უნდა ვიცოდეთ.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ტექნიკას, რომლის დახმარებითაც, თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებაზე გადასვლას.
აეროგრილი
ვინ თქვა, რომ შემწვარ-მოხრაკული უნდა ამოვიღოთ რაციონიდან? ხორცეული, ფრინველის ხორცი, ბოსტნეული — ნებისმიერი რამ შეიძლება გემრიელად შეიბრაწოს აეროგრილზე ისე, რომ არც სასარგებლო თვისებები დაკარგოს, არც ზედმეტი ცხიმი დაგჭირდეთ მათი მომზადებისას და გემრიელადაც დანაყრდეთ.
მომზადებაც ძალიან მარტივია: დაჭრით ხორცს და ბოსტნეულს, დაალაგებთ გრილზე, ჩართავთ მოწყობილობას შესაბამის რეჟიმზე და გემრიელი სადილიც სულ მალე მზადაა!
ტოსტერი
თუკი პურთან და ცომეულთან გამომშვიდობება განსაკუთრებით გიჭირთ, დილაობით კი სენდვიჩები თქვენი განუყოფელი საუზმეა, გამოსავალი აქაც მოინახება: გახუხული პური გაცილებით ნაკლებ კალორიას და ნაკლებ მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ორ პურს შორის ჩალაგებული ყველი, პომიდორი და ცოტაოდენი ორეგანო კი ნამდვილად გემრიელი საუზმეა. თუკი პურზე თეთრი სეზამის მარცვლებსაც მოაბნევთ, მაშინ ნამდვილად შეგიძლიათ, გემრიელი და თან ძალიან სასარგებლო საუზმითაც დანაყრდეთ.
წვენსაწური
ამ ჯადოქარ ტექნიკას ნამდვილად შეუძლია თქვენი გაოცება. ვერც კი წარმოიდგენდით აქამდე, თუ რამდენი წვენი შეიძლება ჰქონდეს სტაფილოს, ან სულაც, როგორი გემრიელია სტაფილოს, ვაშლისა და ფორთოხლის წვენი ერთად. არ დაგავიწყდეთ ცოტაოდენი წყლის დამატება იმისთვის, რომ ხილბოსტნეული მარტივად დაქუცმაცდეს. გარდა ამისა, წვენსაწურით იმ ბოსტნეულისგანაც შეგიძლიათ გემრიელი სმუზების მომზადება, რომელიც დიდად არ გიყვართ, მაგრამ — სასარგებლოა. მწვანილები, პიტნა, ლიმონი და ბევრი ყინული ერთდროულად დაგანაყრებთ, ენერგიასაც მოგიმატებთ და სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებითაც აგავსებთ.
ჩირის აპარატი
კიდევ ერთი მითი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებმა წარმატებით დაამარცხეს, ისაა, რომ ჯანსაღი კვება ტკბილეულის მიღებას თავიდან ბოლომდე გამორიცხავს. ჩირის აპარატით ნებისმიერი ხილის და ბოსტნეულის გამოშრობაა შესაძლებელი, რომელიც ჯანსაღი და გემრიელი სასუსნავი იქნება, თანაც არც დიეტას დაარღვევთ. ერთ ძალიან სასარგებლო და მარტივ რეცეპტსაც გასწავლით: ჩირის აპარატში არა მხოლოდ ხილის, არამედ, ბოსტნეულის გამოშრობაც შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა, რომ ბოსტნეული იმაზე უფრო თხლად დაჭრათ, ვიდრე — ჩვეულებრივ. გემრიელი და ჯანსაღი ჩიფსებიც მზადაა!
სამზარეულოს სასწორი
და ბოლოს, დიეტის დასაწყისში აუცილებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სამზარეულოს სასწორი, რომლითაც მარტივად გააკონტროლებთ კერძის რაოდენობას და შემდეგ გამოითვლით მის კალორაჟს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პირველ რიგში უნდა აწონოთ ჭურჭელი, შემდეგ კი ჭურჭელზე მოთავსებული საკვები და მიღებულ წონას გამოაკლოთ ჭურჭლის წონა.
ამ და სამზარეულოს სხვა ტექნიკის ყიდვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "გრანდ ელექტრონიქსის" ვებგვერდზე მარტივად, სახლიდან (ან უფრო დეტალურად, სამზარეულოდან) გაუსვლელადაც შეგიძლიათ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები