150 წლის შემდეგ პირველად დიდი ლურჯი პეპელა ისევ ფარფატებს კოტსუოლდში
ფოტო: Pete Withers
სახეობის ხელახლა შემოყვანის ყველაზე დიდი პროექტის შედეგად, პეპლის იშვიათი სახეობა პეპელა დიდი ცისფერა (Phengaris arion) 150 წლის შემდეგ პირველად ისევ დაფრინავს კოტსუოლდში, დიდ ბრიტანეთში.
გლოსტერშირში, როდბოროს საძოვარზე, ამ ზაფხულს დაახლოებით 750 პეპელა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც წინა წლის შემოდგომაზე ოპტიმალური ჰაბიტატის შესაქმნელად სათიბ-საძოვრების 5-წლიანი ინოვაციური მოვლის შემდეგ 1 100 ლარვა გაეშვა.
გლობალურ დონეზე გადაშენების საფრთხის მქონე პეპელა ახლა უკვე იმაზე მრავლადაა დიდ ბრიტანეთში, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ნაწილში, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი ათწლეულის წინ ეს სახეობა ქვეყანაში გადაშენებული იყო.
დიდი ცისფერას ბრიტანეთში დაბრუნება, ალბათ, მწერის სახეობის ხელახლა შემოყვანის ყველაზე წარმატებული პროექტია მსოფლიოს მასშტაბით. თავდაპირველად მუხლუხები შვედეთიდან ჩამოიყვანეს.
რამდენიმეწლიანი საგულდაგულო სამუშაოების შემდეგ ჯერემი თომასმა და დევიდ სიმკოქსმა მოახერხეს, რომ პეპელა წარმატებით დაბრუნებულიყო სომერსეტში, მოგვიანებით კი გლოსტერშირშიც.
ამის გასაკეთებლად მათ ჯერ სახეობის უნიკალური სასიცოცხლო ციკლის შესწავლა მოუწიათ. ველური ბეგქონდარადან ჩამოვარდნილი პატარა მუხლუხები წითელ ჭიანჭველას, Myrmica sabuleti-ს, მიწისქვეშ მიჰყავთ, რადგან ჰგონიათ, რომ პარაზიტული ლარვა სინამდვილეში მათიანია.
ჭიანჭველებს მუხლუხები უსაფრთხოებისთვის თავიანთ ბუდეებში მიჰყავთ და მათ "უმღერიან" კიდეც. მალევე ბალახისმჭამელი მუხლუხი ხორცისმჭამელად გარდაიქმნება და ზამთრის განმავლობაში ჭიანჭველათა მატლების ჭამას იწყებს, შემდეგ კი ის დაჭუპრებისთვისაა მზად. ზაფხულში მიწისქვეშეთიდან პეპელა გამოფრინდება.
საძოვარს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფონდის მფლობელობაშია, ჯერ საქონლისთვის ციცაბო ქანობებზე — იმ ადგილას, სადაც საქონელი, ჩვეულებრივ, არ წავიდოდა — დროებითი საბალახო ველების მოშენება დასჭირდა, ასევე იქ არსებული ბუჩქნარის გაჩეხვა, რათა წითელი ჭიანჭველებისთვის იდეალური პირობები შექმნილიყო.
"პეპელას სითბოს მოყვარული წითელი ჭიანჭველების მაღალი სიმჭიდროვე სჭირდება, რადგან ისინი პეპლის სასიცოცხლო ციკლში საკვანძო როლს ასრულებენ. მაძოვარი ძროხები მათთვის იდეალურ პირობებს ქმნიან, რადგან ბალახი დაბალ სიმაღლეზე რჩება, მზე კი ნიადაგამდე აღწევს და ათბობს მას, რაც მყუდრო გარემოს უქმნის ჭიანჭველებს, რომლებიც ცივსისხლიანები არიან და გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე საკვების საძებნელად მათ სითბო სჭირდებათ", — თქვა საძოვრის მენეჯმენტის გეგმის თანაავტორმა და მკვლევარმა ეკოლოგმა დევიდ სიმკოქსმა.
სახეობის ხელახლა შემოყვანის პროექტი დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფონდის, Butterfly Conservation-ისა და Back from the Brink-ის პროექტთან პარტნიორობით განხორციელდა. კლიმატის დათბობასთან ერთად დიდმა ცისფერამ ჩრდილოეთით გავრცელებაც უნდა მოახერხონ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ ახალი ჰაბიტატის პოვნაში დაეხმარებიან.
"პეპლები ძალიან მგრძნობიარე არსებები არიან, დიდი ცისფერას განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით კი ისინი იმის ერთგვარ ბარომეტრს წარმოადგენენ, თუ რა ემართება ჩვენს გარემოსა და ცვალებად კლიმატს. გლობალურად გადაშენების საფრთხის მქონე ამ პეპლისთვის იმდენად სწორი პირობების შექმნა, რომ ის არათუ გადარჩა, არამედ, იმედია, მრავლადაც იქნება, მრავალი წლის შრომის კულმინაციაა. ბუნების დამცველებისა და ადგილობრივი მესაქონლეების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა", — თქვა როდბოროსა და მინჩინჰამპტონის საძოვრების რეინჯერმა რიჩარდ ევანსმა.
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა






კომენტარები