დიდი სიყვარულის ისტორია — 90 წლის კაცმა განაცხადა, რომ გეია
ფოტო: Rebecca Mayes
კარანტინში — მაშინ, როცა ბევრი არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი, კენეთ ფელტსმა განვლილი 90-წლიანი ცხოვრების შესახებ მემუარების წერა დაიწყო.
თუმცა, წერის პროცესში ფელტსი მიხვდა, რომ ამბავი დასრულებული ვერ იქნებოდა, თუკი მისი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლოს არ გაამხელდა, რასაც ათწლეულების განმავლობაში მალავდა — მის სექსუალობას. ფელტსი, რომელიც ამჟამად კოლორადოს შტატში ცხოვრობს, ამბობს, რომ საკუთარი ორიენტაციის შესახებ 12 წლიდან იცოდა, თუმცა გადაწყვიტა, იდენტობა დაემალა, რადგან იმ პერიოდში ჰომოსექსუალობა მიუღებელი და უკანონო იყო. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, მათ შორის — 2015 წელს, უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, დაეკანონებინა ერთნაირსქესიანთა ქორწინება აშშ-ში.
როგორც ფელტსი აღნიშნავს, საკუთარ მემუარებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მისი ჭეშმარიტი სიყვარულიც — ფილიპი. ამიტომ, 90 წლის ასაკში, როგორც იქნა, გადაწყვიტა, საკუთარი სექსუალური იდენტობა ჯერ შვილისთვის, ხოლო შემდეგ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ფეისბუქპოსტის საშუალებით გაემხილა.
"მე გეი ვარ, მე ვაცხადებ და მე თავისუფალი ვარ", — წერს ფელტსი საკუთარ პოსტში.
საიდუმლო, რომლის შენახვასაც სამარის კარამდე აპირებდა
როგორც ფელტსი აღნიშნავს, კლასელთან გატარებული საღამო ფელტს დაეხმარა, შეეცნო საკუთარი თავი. თუმცა მისი მორწმუნე ქრისტიანული ოჯახი ასწავლიდა, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა.
"მეგონა, თუ განვაცხადებდი, რომ გეი ვარ, ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი", — ამბობს ფელტსი, — "ვაპირებდი, ეს საიდუმლო სამარის კარამდე მიმეტანა".
ამ ყველაფრის გამო, ახალგაზრდობის წლებში, მათ შორის კორეის ომის დროს აშშ-ის საზღვაო შენაერთში მსახურებისას და მომდევნო წლებში კოლეჯში სწავლისას, ფელტსი ჰეტეროსექსუალი კაცივით ცხოვრობდა.
კენეთ ფელტსი კორეის ომის პერიოდში აშშ-ის საზღვაო შენაერთში მსახურებისას.
1950-იანი წლების მიწურულს იგი კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩში გადავიდა გაყიდვების კომპანიაში სამუშაოდ. სწორედ აქ გაიცნო ფილიპ ჯონსი.
"როცა ფილიპს შევხვდი, თავს ჯერ კიდევ ჰეტეროსექსუალად ვაჩვენებდი, ამიტომ არაფერ განსაკუთრებულს არ მოველოდი", — ამბობს ფელტსი, — "თუმცა მან შეძლო ჩემი გამოფხიზლება და მიმახვედრა, რომ ერთად ყოფნის პოტენციალი გვქონდა".
პაემნები ჯერ ყავაზე დაპატიჟებით დაიწყო, თუმცა მალე ფელტსი ჯონსის ბინაში უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე საკუთარში. ბოლოს კი, მასთან გადავიდა საცხოვრებლად. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საიდუმლოსდა მიუხედავად, ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, როგორც გეი წყვილი.
"როცა ფილიპთან ერთად კალიფორნიაში ვცხოვრობდი, ჰომოსექსუალობა უკანონო იყო", — აღნიშნავს ფელტსი, — "დანაშაული იყო თუნდაც ხელის ჩაკიდება ან ამგვარი რაღაც. ასეთი ქცევისთვის დაგიჭერდნენ, ხოლო როცა შენი საქმე სასამართლოს გადაეცემოდა, ინფორმაცია მთელ ქალაქს მოედებოდა და კარგავდი მეგობრებს და ოჯახს".
კალიფორნიაში ეგრეთ წოდებული "მამათმავლობის ამკრძალავი კანონი" 1975 წლამდე არსებობდა.
თუმცა, საბოლოოდ, იმ საზოგადოებაში ცხოვრებამ, სადაც გეიდ ყოფნა დანაშაული იყო, ფელტსს ფილიპთან დაშორებისკენ უბიძგა.
"სამსახური დავტოვე, ჩემი ნივთები ჩავალაგე და სახლში დავბრუნდი", — იხსენებს ფელტსი, — "მაგრამ ამის შემდეგ ფილიპმა კიდევ ორი თუ სამი წერილი გამომიგზავნა. ბოლო წერილში ამბობდა, თუ არ მიპასუხებ, მეტს აღარ შეგაწუხებო. არ მიპასუხია არცერთ წერილზე. ეს დიდი შეცდომა იყო".
ჯონსთან დაშორების შემდეგ ფელტსმა კვლავაც სცადა საკუთარი იდენტობის დამალვა, თუმცა, ამჯერად, საკუთარი ალტერ ეგო შექმნა და მას "ლარი" უწოდა ორი ცხოვრების განსაცალკევებლად.
"ლარი ჩემი გეი მხარე იყო, ხოლო მე, კენი, ჩვეულებრივი, ჰეტეროსექსუალი ადამიანი", — ამბობს ფელტსი.
ლარის დამალვით ფელტსმა ქალი გაიცნო ადგილობრივი ეკლესიის ახალგაზრდებში. მალე მათ იქორწინეს და გოგოც შეეძინა, თუმცა 1980 წელს წყვილი დაშორდა. თუმცა მან ამის შემდეგაც ვერ გაბედა აღიარება, რადგან შვილზე მეურვეობის დაკარგვის ეშინოდა.
ამ პერიოდში იგი ბიბლიოთეკას მიაშურებდა ხოლმე და სატელეფონო წიგნებში ერთ სახელს ეძებდა.
"ყველა ფილიპ ჯ.-ს დავუკავშირდი, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ვერ დავადგინე", — ამბობს ფელტსი, — "სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ ფილიპის მიტოვებას, თუმცა, იმედი მაქვს, მან მაპატია".
იდენტობის გაცხადება 90 წლის ასაკში
როცა რებეკა მეისი იზრდებოდა, ფელტსის ახლა უკვე 48 წლის შვილი, იგი ხვდებოდა, რომ მამამისი რაღაცას ნანობდა. რებეკას ყოველთვის ეგონა, რომ ეს "რაღაც" დედამისს უკავშირდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, იგი ყველაფერს მაისში მიხვდა, როცა კარანტინის პერიოდში დაწერილი მამამისის პოსტიდან მისი ტკივილის შესახებ შეიტყო.
"ტელეფონზე ვლაპარაკობდით, როცა მითხრა, რომ მისი ჭეშმარიტი სიყვარული ენატრებოდა", — ამბობს მეისი, — "თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ეს სიყვარული კაცი იყო თუ ქალი".
მოგვიანებით, ფელტსმა საკუთარ შვილს იმეილით გაგზავნილ წერილში გაუმხილა, რომ მისი ჭეშმარიტი სიყვარული კაცი იყო, სახელად ფილიპ ჯონსი.
მეისის თქმით, მამამისის იდენტობის შეტყობა გაუკვირდა, რადგან მას საშინელი რეაქცია ჰქონდა, როცა 25 წლის წინ გაუმხილა, რომ ლესბოსელი იყო.
"განმიცხადა, რომ ამით ჩვენ შორის ყველაფერი დასრულებული იყო", — იხსენებს მეისი, თუმცა დასძენს, რომ მამამისი მალევე შემოურიგდა და მისი და მისი პარტნიორის ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახდა.
"ვფიქრობ, მას ზუსტად იმის ეშინოდა, რასაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში განიცდიდა — იქნება ეს შვილების არყოლა და საზოგადოებრივი ნორმები", — ამბობს მეისი, რომელსაც ახლა ორი შვილი ჰყავს.
შვილისთვის საიდუმლოს გამხელის შემდეგ, ფელტსმა დანარჩენ სამყაროსაც გაუზიარა საკუთარი ისტორია და, როგორც აღმოჩნდა, უზარმაზარი სიყვარული და მხარდაჭერა მიიღო პასუხად. საკუთართან ერთად იგი ფილიპ ჯონსის ამბავსაც მოჰყვა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ვინმე მის პოვნაში დაეხმარებოდა. ერთ-ერთი ნიუჯერსელი ქალბატონი, რომელიც ბიოლოგიურ მშობლების მოძებნაში ეხმარება გაშვილებულ ადამიანებს, ფელტსს დიდი ხნის წინ დაკარგული სიყვარულის მოძებნაში დახმარებას დაპირდა. თუმცა, სამწუხაროდ, მან ცუდი ამბავი ამცნო კენეთს — ჯონსი 2013 წელს გარდაცვლილა.
"ბოლომდე მიყვარდა იგი და ამ ყველაფერსაც მის გამო ვაკეთებ", — ამბობს ფელტსი.
ახლა, როცა იგი ამაყად ცხოვრობს, ამბობს, რომ ლარის დანებდა. თმაში ლურჯი და ვარდისფერი ზოლები აქვს და ცისარტყელისფერებიან ჰუდს ატარებს. ფელტსმა დენვერის წლევანდელ ვირტუალურ პრაიდშიც კი მიიღო მონაწილეობა.
კენეთ ფელტსი და მისი შვილი, რებეკა მეისი, დენვერის პრაიდზე.
ფოტო: Courtesy Rebecca Mayes
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, როგორც მეისი აღნიშნავს, მამამისი იმაზე თავდაჯერებული და კონტაქტური გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"არ მესმის, როგორ შეიძლება, დარჩენილი ცხოვრება ბედნიერი არ ვიყო", — ამბობს ფელტსი.
მას ამ ყველაფრისთვის 90 წელი დასჭირდა, თუმცა, იმედი აქვს, რომ მისი ამბავი სხვებს გაამხნევებს და უბიძგებს, საკუთარი თავი მიიღონ.
"სამყაროც მიგიღებთ და შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც ხართ", — დასძენს კენეთი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები