როგორ გაიზარდა ფერმერების მოსავალი ევროკავშირის პროექტში ჩართვის შემდეგ — ერთი ოჯახის ისტორია
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაპანაძეების ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. მეუღლეები, დავით და ვალენტინა კაპანაძეები და ვაჟი, დათო აწარმოებენ სხვადასხვა ბოსტნეულს, მათ შორის ბადრიჯანს, კიტრს, პომიდორს, ტკბილ წიწაკასა და ტკბილ სიმინდს. 2019 წელს ფერმერთა ოჯახი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ევროკავშირის პროექტში, რომლის ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) აგრონომებთან ერთად საცდელი მეურნეობები მოაწყო. თუმცა, როგორც დავით კაპანაძე იხსენებს, თავიდან პროექტს ეჭვის თვალით უყურებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც შეხვდა აგრონომებს, რომლებმაც მოსავლის მიღების თანამედროვე პრაქტიკები გაუზიარეს, ეჭვები სწრაფად გაეფანტა.
ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ოჯახმა სრულიად შეცვალა მოსავლის მოყვანის წესები. ისინი ტრადიციული მიდგომებიდან გადავიდნენ თანამედროვე, არსებული გარემო პირობებისა და მოთხოვნების შესაბამის მეთოდებზე.
დასაწყისში ნახევარ ჰექტარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ბადრიჯანი მოიყვანეს. FAO-ს ექსპერტების დახმარებით დაინერგა ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამები. ყურადღება გამახვილდა ნაკვეთის მოწყობისას ისეთი მეთოდების გამოყენებაზე (მაგ. მულჩირება), რომლებიც მოსავალს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვის, წვიმისა და სხვადასხვა მავნებლებისგან იცავს.
ლაგოდეხის სოფელ თამარიანში კაპანაძეები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩართული პირველი ოჯახი იყო. აგრობიზნესის სწორი დაგეგმვის შედეგად გაოთხმაგებული მოსავლის მიღების შემდეგ კი მათ მეზობელმა ფერმერებმაც მიბაძეს და აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში "საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში". ორგანიზაციები საერთო მიზანს ემსახურებიან: უზრუნველყონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების გაუმჯობესებული ფუნქციონირება და დააფინანსონ ან შეღავათი გაუწიონ ფერმერებს, ამით კი სოფლის მეურნეობა კონკურენტუნარიან საქმიანობად აქციონ.
ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა და პრაქტიკაში გადმოგვეტანა მთელი ის ცოდნა, რაც ევროკავშრის დახმარებით FAO-ს ექსპერტებმა გაგვიზიარეს. ყველა მათი რჩევა გავითვალისწინეთ და შედეგად მივიღეთ ბადრიჯნის 4-ჯერ გაზრდილი მოსავალი. წვიმამ მეზობელი ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩვენმა ნარგავებმა კი ყველა ამინდსა და მავნებელს გაუძლო
აღსანიშნავია, რომ ოჯახმა სულ მალე ბადრიჯნის გარდა ტკბილი სიმინდის მასობრივი წარმოება გადაწყვიტა. ყველაფერი კი FAO-ს მიერ ბაზრის კვლევის ჩატარებით დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადგილობრივად წარმოებული ტკბილი სიმინდის მოთხოვნა მაღალი იყო. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO ოჯახს 0.3 ჰა ფართობზე სიმინდის დათესვაში დაეხმარა, ასევე დაინერგა საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა მაღალი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებას, სწორად დამუშავებული ნიადაგის გამოყენებასა და წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. მიღებული პროდუქტი კარფურის სუპერმარკეტების ქსელში რეალიზდა, რითაც ოჯახმა ხელი შეუწყო ჰიპერმარკეტის ახალი საიმიჯო სტრატეგიის — ვყიდით ქართულ პროდუქტს — განხორციელებას. როგორც კაპანაძეები ამბობენ, ისინი ყოველკვირეულად 2-3 ტონა ბადრიჯანსა და თითქმის იმავე რაოდენობით ტკბილ სიმინდს ყიდიან.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემი პროდუქტი კარფურში გაიყიდებოდა. მიხარია, რომ ხალხი ჩემს ტკბილ სიმინდს ყიდულობს. ეს პირველი შემთხვევაა და იმედი მაქვს, კიდევ გაგრძელდება ჩემი და კარფურის თანამშრომლობა, მადლობა ევროკავშირს და FAO-ს ამ შესაძლებლობისთვის
ეს არის პროექტის ფარგლებში პირველი კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენაა მიმართული. ფერმერების მსგავსი ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კვლავ გრძელდება და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. საბოლოოდ კი, ეს ხელს უწყობს მცირე ფერმერებსა და შემსყიდველ კომპანიებს შორის უფრო ფართო თანამშრომლობას და საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას.
კაპანაძეები მიღებულ ცოდნასა თუ გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. თავად დათო კაპანაძე ფერმერთა საველე სკოლის აქტიური წევრია. ფერმერთა სკოლაში 12-13-მდე ოჯახია გაწევრიანებული. იგი მიზნად ისახავს აქტუალური საკითხების განხილვას, ერთმანეთის დახმარებასა და სიახლეების დროულ გავრცელებას. სწორედ გაზიარებული გამოცდილების შედეგად მოაწყვეს თანასოფლელებმა კაპანაძეების მსგავსი ნაკვეთები, სადაც უამრავი ბოსტნეული მოიყვანეს.
კაპანაძეების ფერმაში წელს ბატატის მოყვანასაც აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო გეგმები დროებით შეფერხდა. ოჯახი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდება, რის შემდეგაც ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით მომავალში ქართულ ბაზარზე უამრავ სიახლეს შემოიტანენ.
მულჩირება გულისხმობს ნიადაგის დაფარვას სხვადასხვა მასალებით, მცენარეული ნარჩენების ჩათვლით, აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, იცავს მას ეროზიისაგან და უნარჩუნებს ტენიანობას. მულჩირება სარეველებთან ბრძოლაშიც გვეხმარება, რაც ზოგავს ფერმერის დროს და ფინანსებს.
წვეთოვანი სარწყავი სისტემა წყალს ნელი დინებით აწვდის მცენარეთა ფესვებს. ის 40%-ით უფრო ეფექტურია ვიდრე თვითდინებით მორწყვის სისტემა და 20%-ით უფრო ეფექტურია ვიდრე დაწვიმებით მორწყვის სისტემა. წვეთოვანი სარწყავი სისტემა გვეხმარება მავნებლების და სარეველების უკეთ კონტროლში, ამცირებს ნიადაგის ეროზიას და ზოგავს დროს, რადგან პარალელურად ველზე სხვა სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.
ინიციატივა კარგი მოსავალი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა. მხარდაჭერა გულისხმობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და შესაბამის პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, რათა სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერდეს.
საკომუნიკაციო კამპანიის და წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები