მარველის Shang-Chi გრძელდება — ნახეთ ახალი გადასაღები მოედნის პირველი ვიდეო
ფოტო: Getty Images/Marvel
Marvel-ის შან-ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა (Shang-Chi and the Legend of the Ten Rings) მზადაა წარმოების გასაახლებლად, ახალ ვიდეოში კი მისი გადასაღები მოედნის დიდი აზიური სოფელი ჩანს. ფილმი ოფიციალურად San Diego Comic-Con-ზე შარშან ზაფხულში დაანონსდა და მასში მთავარი პერსონაჟის, კუნგ-ფუს ოსტატი შან-ჩის, როლს სიმუ ლიუ შეასრულებს.
სცენარის სპეციფიკური დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი უკვე დაანონსდა: მანდარინი (The Mandarin). მართალია, კომიქსის ბოროტმოქმედი ტექნიკურად უკვე გამოჩნდა Iron Man 3-ში, თუმცა ფილმის მიწურულს ის თვითმარქვია გამოდგა; შან-ჩიში ნამდვილ მანდარინს ვიხილავთ და მის როლს ტონი ჩუ-ვაი ლიუნი შეასრულებს. გარდა ამისა, მსახიობთა გუნდში აკვაფინაცაა, ჯერჯერობით უცნობი როლით.
ავსტრალიურმა 7NEWS-მა შან-ჩის აგების პროცესში მყოფი გადასაღები მოედნის საჰაერო ჩანაწერი გაგვიზიარა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგებენ აზიურ სოფელს, და მისით აგრეთვე დასტურდება, რომ შან-ჩის მსახიობები და გადამღები გუნდი ქვეყანაში დაბრუნდა. სავარაუდოა, რომ გადაღებები რამდენიმე დღეში დაიწყება. იხილეთ ვიდეო:
შან-ჩიზე მუშაობა წელს დაიწყო ავსტრალიაში და ფანებს იმდროინდელ გადაღებებზე უკვე შეავლებინეს თვალი. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის პანდემიამ მალევე შეაჩერა ფილმის გადაღებები, რეჟისორმა დესტინ დენიელ კრეტონმა კი კორონავირუსის ტესტიც კი გაიკეთა. მართალია, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, მაგრამ სხვა მრავალი ფილმის მსგავსად შან-ჩის წარმოება თვეების განმავლობაში შეჩერდა. წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ შან-ჩიზე მუშაობის განახლება ივლისის მიწურულიდან იგეგმებოდა და, როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა.
შან-ჩის გამოშვება თავდაპირველად 2021 წლის თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა წარმოების დაყოვნებამ ფილმის გამოსვლის თარიღი 2021 წლის მაისამდე გადაწია (ასევე გადაიწია მარველის Black Widow-ის გამოშვების თარიღმა ნოემბრამდე). ვინაიდან ფილმზე მუშაობა უკვე განახლდა, იმედია, მას მეტი გადავადება აღარ მოუწევს, თუმცა უცნობია, ზუსტად რა ეტაპზეა ფილმის წარმოება და რამდენი სამუშაო დარჩა — თუ ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, შესაძლოა, შან-ჩის პრემიერამ კიდევ უფრო გადაიწიოს.
და მაინც, პროგრესის რაღაც ნიშნები იმედისმომცემია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ იმის საშიშროებაც არსებობდა, Marvel-ს თავის ფილმებზე მუშაობა შემდეგ წლამდე საერთოდ ვერ დაეწყო. შან-ჩი Marvel-ის პირველი ფილმია აზიურ სუპერგმირზე. ფანები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და მოუთმენლად ელიან სიახლეებს პროექტის შესახებ. გადასაღები მოედნის ეს ახალი ვიდეო განსაკუთრებით დამაინტრიგებელია, მიუხედავად იმისა, რომ მასში მსახიობები არ ჩანან — ის ფანებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ წარმოიდგინონ, როგორი იქნება შან-ჩი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები