ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში
ფოტო: Grand Electronics
როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? — პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც ჩვენს საყვარელ სწრაფი კვების რესტორნებში.
რა გვჭირდება ასეთი სამზარეულოსთვის?
პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რამდენი და რა ასაკის ადამიანი იცხოვრებს ამ სახლში. შემდეგ კი, გავითვალისწინოთ მათი გემოვნებაც და შევუხამოთ ჯანსაღ კვებას. ასე რომ, სამზარეულოს ტექნიკის ასეთ მიქსს მივიღებთ:
მულტისახარში ქვაბი
მართლაც და, ეს სია წარმოუდგენელი იქნებოდა მულტისახარში ქვაბის გარეშე. წარმოიდგინეთ დანადგარი, რომელშიც კერძი და მისი გარნირი ერთდროულად მზადდება, ამისთვის კი დამატებით არანაირ ტაფას ან ქვაბს არ სვრით. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი დატვირთული გრაფიკის საპასუხოდ ჯანსაღი კვების იდეალური ალტერნატივა შემოგვთავაზა. მისი არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სიმძლავრეს, მოცულობას, რეჟიმებს და დიზაინს. დღესდღეობით თითქმის ყველა მულტისახარში ქვაბი რეჟიმების გარკვეულ სტანდარტებს იზიარებს და ესენია: ორთქლზე ხარშვა, გამოცხობა, გაცხელება, ექსპრეს-ხარშვა, წვნიანის მომზადება, თევზისა და ხორცის შეწვის შესაძლებლობა, იოგურტისა და ფრის მომზადება, პურის გამოცხობა და ცომის მოზელა.
ყავის აპარატი
ძნელია დღეს გაიცნო ადამიანი, ვისაც ყავა არ უყვარს. იცოდით, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ჭიქა ყავა ისმება? ყავის თანამედროვე აპარატები ძირითადად იყოფა წვეთოვან, ესპრესოს და კაფსულიან აპარატებად. თითოეულით რამდენიმე ტიპის ყავის მომზადება შეიძლება. მათ შორის "ჭკვიანი აპარატებიც" გვხვდება, რომელსაც შეძლებთ, წინასწარ განსაზღვრულ დროს "დაავალოთ" ყავის მომზადება. შედეგად, მაღვიძარის დარეკვასთან ერთად ახალმოდუღებული ფინჯანი ყავის სურნელიც გაგაღვიძებთ. და თუ მაინც იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისაც ჩაი ურჩევნია, თქვენთვისაც გვაქვს კარგი ამბავი: არსებობენ ისეთი ყავის აპარატები, რომლებიც ჩაისაც ამზადებენ!
პურის საცხობი აპარატი
გახსოვთ კარანტინის პერიოდი? სოციალური ქსელები მსოფლიო მასშტაბით წალეკა სახლში გამომცხვარი პურების ფოტოებმა. თითქოს, მილენიალების თაობამ რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინეთ, რომ პურის გამოცხობა სახლშიც შესაძლებელია. შესაძლებელია და თან მერე როგორ! როგორ უნდა ავირჩიოთ პურის საცხობი აპარატი? ნებისმიერ მოდელს 4 ძირითადი რეჟიმი აქვს: სტანდარტული, დაჩქარებული, ცომის მოზელვა და ცხობა. აუცილებლად გაარკვიეთ, აქვს თუ არა პურის აპარატს ქერქის ცხობის რეჟიმიც, იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს პროგრამა აპარატებს ცალკე აქვთ.
ჩირის აპარატი
შეიძლება ჩირის მოყვარული სულაც არ ხართ, მაგრამ რას იტყოდით გემრიელ და ჯანსაღ ჩიფსებზე? ასეთი აპარატით, რომელიც არც თუ ისე ძვირი ღირს და თან არც ისე დიდ ადგილს იკავებს სამზარეულოში, უამრავი ჯანსაღი, ხილის ჩიფსის მომზადება შეიძლება. როგორც გამოცდილი მომხმარებლები გვირჩევენ, ხილის გამოშრობის სისწრაფე დამოკიდებულია თხელ ნაჭრებზე. რაც უფრო თხლადაა დაჭრილი ხილი, მით უფრო სწრაფად გამოშრება ის. კიდევ ერთი რჩევა გამოცდილი "მეჩირეებისგან": იმისთვის, რომ ხილი თანაბრად გამოშრეს ყველა თაროზე, აუცილებელია დროდადრო თაროებს ადგილები შეუცვალოთ.
და ბოლოს, კომბაინი
დანადგარი რომელიც უმარტივესად და უსწრაფესად ამტვრევს, ანაკუწებს, აქუცმაცებს, ატარებს ან ურევს ერთმანეთს ნებისმიერ ინგრედიენტს. ერთი დანადგარით თქვენ შეძლებთ დაწუროთ წვენი, გააკეთოთ ფარში, დაჭრათ ბოსტნეული, მოამზადოთ პიურე და ა.შ. სანამ ამ უმნიშვნელოვანესი ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაათავისუფლეთ ადგილი თქვენს სამზარეულოში, იმიტომ რომ კომბაინს (თავისი ყველა ნაწილისა და დეტალის ჩათვლით) დიდი ადგილი სჭირდება. თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ: კომბაინი ნამდვილად უამრავ ნივთს ჩაანაცვლებს.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები