6 რამ, რისი ხილვაც Emmy 2020-ის დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაზე გვსურს
ფოტო: VALERIE MACON/Getty
ამ კვირას 2020 წლის ემის დაჯილდოების ნომინანტები გამოვლინდნენ. წლევანდელი ემი გამორჩეული იმით იქნება, რომ იგი პირველად გაიმართება ვირტუალურ ფორმატში.
დაჯილდოების ვირტუალური ცერემონიის შესახებ უკვე შეატყობინეს ნომინანტებს.
"პროდიუსერები აქტიურად ცდილობენ, ნომინანტებს შეატყობინონ, რომ გვსურს ჩავატაროთ ცერემონია, რომელიც საზეიმოც იქნება და უსაფრთხოც", — ამბობს ტელეკომპანია ABC თავის განცხადებაში, — "მოუთმენლად ველოდებით, როდის შეგვეძლება, რომ ყველაზე დიდი სატელევიზიო საღამოს შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გაგიზიაროთ".
როგორც წერილშია მითითებული, ჩაცმულობა ყველანაირი შეიძლება იყოს — ტრადიციული შოუს კოსტიუმებიდან მოდურ პიჟამებამდე.
რის ნახვას შეიძლება ველოდოთ რიგით 72-ე ემის დაჯილდოების შოუზე?
1. როგორ ულმობლად შეაწყვეტინებს Wi-Fi-ის მოულოდნელი გათიშვა ემოციურ და ცრემლნარევ სიტყვას გამარჯვებულს
ფოტო: Bolas / Gifer
2. როგორ სწრაფად გამორთავენ ნომინანტები კამერას, როცა ნომინაციას ვიღაც სხვა მოიგებს
ფოტო: Tenor
Zoom-ის ოთხკუთხედებში არსებულ ვარსკვლავების იმედგაცრუებულ სახეებს, ცხადია, ვერ ვიხილავთ, თუმცა, წარმოიდგინეთ, რაოდენ სახალისო იქნებოდა ეს.
3. როგორ გმირულად ეცდება ჯიმი კიმელი დაჯილდოების ცერემონია წაიყვანოს აუდიტორიის გარეშე, მაშინ როცა ნებისმიერ წუთს შეიძლება, გაუთვალისწინებელმა ტექნიკურმა ხარვეზმა იჩინოს თავი
4. დაჯილდოების შემდეგ დღეს მედიაში განხილული ვარსკვლავების ჩაცმულობა, ფონი, შინაური ცხოველები და სახლის ავეჯი
5. თავმომწონე ადამიანების სიტყვები, რომლებიც მაყურებლებს მოუწოდებენ, რომ ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და ტრამპს ხმა არ მისცენ
6. ის ერთი გამარჯვებული, რომელიც აშკარად მთელი დღე სვამდა ვიდეოჩართვამდე
წერილით ასევე ვიგებთ, რომ ე.წ. წითელი ხალიჩაც ვარსკვლავებს დისტანციურად ექნებათ, ალბათ, საკუთარ სახლში:
"ჩვენ მოვიწვიეთ ტექნიკური პერსონალის, პროდიუსერების და შოუს შემქმნელების საუკეთესო გუნდი ჯიმი კიმელთან და თქვენთან თანამშრომლობისთვის, რათა შევძლოთ თქვენი და თქვენი ახლობლების (ან ვისთან ერთად დასწრებასაც გადაწყვეტთ) გადაღება სახლში ან ნებისმიერ თქვენ მიერ არჩეულ ადგილას. ყველანაირად ვეცდებით, საუცხოოდ წარმოგაჩინოთ — უახლესი ტექნოლოგიური ხერხების საშუალებით შევძლებთ საუკეთესო კამერებით და განათებით გადავიღოთ ეს ყველაფერი. მოუთმენლად ველოდებით, როდის შევქმნით თქვენთან ერთად თქვენს მომენტებს "ეკრანზე".
ემის დაჯილდოება 20 სექტემბერს გაიმართება და ამერიკულ ტელეარხ ABC-ზე გადაიცემა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები