რას ნიშნავს ტერმინი რიქოლი ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია
ავტოინდუსტრიაში ჩახედული ადამიანებისთვის ე.წ. რიქოლი ნაცნობი მოვლენაა, თუმცა მათ, ვინც ამ სფეროში კარგად ვერ ერკვევა, ხშირად შეხვდებოდა მსოფლიო მედიაში პერიოდულად გავრცელებული ინფორმაცია, მსხვილი ავტოკონცერნების მიერ საკუთარი მოდელების რიქოლის შესახებ.
ტერმინი რიქოლი ხშირად "ავტომობილების უკან გაწვევად" ითარგმნება და შესაბამისად, ზოგიერთ მომხმარებელში აღიქმება როგორც მსოფლიოს მასშტაბით ავტომობილების გარკვეული მოდელების მოგროვება და ავტომწარმოებელთან უკან გაგზავნა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
რას ნიშნავს რეალურად რიქოლი და რატომ ხდება მისი გამოცხადება?
თუ ავტომწარმოებელი რამდენიმე ერთეულ მოდელში ერთმანეთის მსგავს გაუმართაობას აღმოაჩენს, ის დაუყოვნებლივ იწყებს მიზეზის გარკვევას და თუ აღნიშნული გაუმართაობა გამოწვეულია რაიმე სახის ქარხნული დეფექტით, თავს ვალდებულად მიიჩნევს, იზრუნოს მომხმარებელზე და აცხადებს რიქოლს, რაც გულისხმობს ანალოგიურ პერიოდში, იმავე ქარხანაში ან იმავე დეტალების გამოყენებით დამზადებული ყველა ავტომობილის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ჩანაცვლებას, რათა გამოირიცხოს აღნიშნული გაუმართაობის სხვა ავტომობილებზე გაჩენის თუნდაც მცირეოდენი შანსი. შემოწმება ხდება ადგილობრივ ოფიციალურ ცენტრებში და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრის სრული მომსახურება, ჩასანაცვლებელი დეტალის ღირებულების ჩათვლით, რა თქმა უნდა, უფასოა.
ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და გახმაურებული კამპანია ბოლო პერიოდის მსოფლიო რიქოლების სიაში დაკავშირებული იყო კონცერნ ტაკატას სახელთან, რომლის მიერ წარმოებულ უსაფრთხოების ბალიშებსაც ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები იყენებდნენ, როგორებიცაა: ტოიოტა, BMW, ნისანი, ჰონდა, მაზდა, ფიატ-კრაისლერი, ფორდი, ფოლკსვაგენი. ამ კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონ მანქანაზე ჩასანაცვლებელი იყო გარკვეული უსაფრთხოების ბალიშები და შესაბამისად, აღნიშნული რიქოლი ყველა ამ მეგაკონცერნს შეეხო.
აღსანიშნავია, რომ ყველა გაწვევის მიზეზში ნახსენებია სიტყვა "სავარაუდო/შესაძლო", რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში გაუმართაობის მხოლოდ თეორიული ალბათობა არსებობს და მწარმოებელი ცდილობს, დააზღვიოს მომხმარებელი ამ არასასიამოვნო ალბათობისგანაც კი. ასე რომ, თანამედროვე ავტოწარმოებაში "მანქანების გაწვევა" ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც მწარმოებლის მხრიდან გაზრდილ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა ტოიოტას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველი რიქოლის/გაწვევის სპეციალური კამპანიის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი წარმომადგენლობა ოპერატიულად იღებს აღნიშნულ ინფორმაციას და მკაცრად გაწერილი პროცედურების მიხედვით მოქმედებს.
გთავაზობთ ტოიოტას განცხადებას უცვლელი სახით:
"გვსურს განვმარტოთ, რომ რიქოლის გამოცხადება უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს პრობლემის დანამდვილებით არსებობას, არამედ მიზნად ისახავს გარკვეული ღონისძიებების გატარებას (შემოწმებას ან ნაწილების პროფილაქტიკურ ჩანაცვლებას), შესაძლო გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გაწვევის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, განსაკუთრებული ოპერატიულობით ვრცელდება. თუ გასაწვევი მანქანების სიაში მოხვედრილია ადგილობრივ ოფიციალურ დილერთან შეძენილი ავტომობილი, ცენტრალური ოფისიდან ტექნიკური მონაცემების მიღებისთანავე, თითოეული ავტომობილის მფლობელთან ხდება უშუალო დაკავშირება და შემდგომი კომუნიკაცია დილერთან ვიზიტისა და აღნიშნული რიქოლის ფარგლებში ჩასატარებელი უფასო სამუშაოების თაობაზე.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ჩვენს ოფიციალურ დილერებთან სერვისზე ვიზიტის შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ამ მანქანებზე აგრეთვე ამოწმებენ "გახსნილი რიქოლის" არსებობას და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში, ტექნიკური ინფორმაციისა და სათადარიგო ნაწილების მიღებისთანავე ხდება მათთან განმეორებითი დაკავშირება და ყველა შემდგომი პროცედურის დაგეგმვა.
საგულისხმოა, რომ უშუალო დაკავშირება ავტომფლობელთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის ან სერვისის გავლის შემდეგ არ შეუცვლია საკონტაქტო ინფორმაცია. თუმცა კომპანია ტოიოტამ მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და დღესდღეობით ტოიოტას და ლექსუსის მარკის ავტომობილის უკლებლივ ყველა მფლობელს (მათაც, ვინც ავტომობილი მეორად ბაზარზე შეიძინა) ძალიან მარტივად შეუძლია გაარკვიოს საჭიროებს თუ არა მისი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. ამისთვის, მან უბრალოდ უნდა შეიყვანოს საკუთარი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში ამ ლინკზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისად TOYOTA-ს ან LEXUS-ის ოფიციალურ დილერებს საქართველოში: ტოიოტა ცენტრ თბილისს, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ლექსუს თბილისს, სადაც კამპანიის ფარგლებში მისი ავტომობილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კამპანიით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება მოხდება აბსოლუტურად უფასოდ.
გვსურს აქვე დავამატოთ, რომ ვინაიდან ტოიოტას ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ, კომპანია უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს თავისი ავტომანქანების საექსპლუატაციო მახასიათებლებს ანალიზისა და შეფასების ახალ-ახალი მეთოდების გამოყენებით, რაც თავის მხრივ იწვევს ახალი რიქოლ კამპანიების გამოცხადებას და შესაბამისად, მუდმივად ხდება ავტომობილების სიის განახლება. აქედან გამომდინარე, სასურველია მომხმარებლის ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება პორტალზე მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად".
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები