კრისტოფერ ნოლანის Tenet-ის პრემიერა კვლავ გადაიდო
ფოტო: Warner Bros.
მართალია, კრისტოფერ ნოლანი გვპირდებოდა, რომ პანდემიის შემდეგ თავისი ახალი ფილმით მაყურებლებს კინოთეატრებში დააბრუნებდა, თუმცა მოვლენების შესაძლო განვითარება Inception-ისა და Interstellar-ის სცენარისტმაც კი ვერ ივარაუდო სწორად.
გუშინ ნოლანის ახალი ფილმის Tenet კინომწარმოებელმა კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფილმის პრემიერა კვლავ გადაიდო.
Tenet-ის თავდაპირველი პრემიერა 17 ივლისს იყო დაგეგმილი, შემდეგ ეს თარიღი 31 ივლისამდე გადაიწია, ივნისის ბოლო კი განაცხადეს, რომ 12 აგვისტოს ვიხილავდით ფილმს კინოთეატრებში. თუმცა, ამჟამინდელი ცნობების მიხედვით, კრისტოფერ ნოლანის ახალი ნამუშევრის შეფასებას კიდევ ცოტა ხანს ვერ შევძლებთ.
"ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა წარმოებულმა ფილმებმა მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიონ და ამავდროულად მხარი დავუჭიროთ პარტნიორ კინოთეატრებს, როცა კვლავ უსაფრთხოდ ამოქმედებას შეძლებენ. სამწუხაროდ, პანდემია კვლავ აგრძელებს გავრცელებას, რაც ჩვენს გეგმებს მუდმივად ცვლის. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ დაგეგმილი საპრემიერო თარიღები შევცვალოთ. მალე გაგიზიარებთ კრისტოფერ ნოლანის Tenet-ის პრემიერის ახალ თარიღს", — განაცხადა Warner Bros. Pictures-ის წარმომადგენელმა.
აღნიშნულ განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ შესაძლოა, ფილმის პრემიერა განსხვავებულ ფორმატშიც შედგეს:
"Tenet-ის პრემიერა ტრადიციულ ფორმატში — ერთ დღეს მსოფლიო პრემიერა — არ შედგება და ჩვენი მარკეტინგული და სადისტრიბუციო გეგმები შესაბამისად აისახება ამაზე".
"არატრადიციულ ფორმატში" ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ფილმის პრემიერა კინოთეატრებში გამოსვლის გარეშე, მაგალითად რომელიმე სტრიმინგ სერვისზე შედგება: ცნობილია, რომ კრისტოფერ ნოლანი სწორედ კინოთეატრების მხარდამჭერია და ამავდროულად ფილმების კინოში ნახვის მომხრეცაა.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, უბრალოდ უნდა ველოდოთ, რომ ნოლანის ახალ ფილმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მაყურებლები სხვადასხვა დროს იხილავენ: სადაც პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის გამო კინოთეატრები გაიხსნა, ჯერ იქ შედგება პრემიერა, უფრო გვიან კი აშშ-ის მსგავს ქვეყნებში, სადაც შედარებით უფრო მძიმე შედეგებია ამ მხრივ დღემდე.
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
კომენტარები