შემზარავი Possessor-ის პირველივე ტრეილერი მოსვენებას დაგაკარგვინებთ
ფოტო: Rhombus Media
ბრენდონ კრონენბერგი თავისი სარეჟისორო დებიუტის, Antiviral-ის, პრემიერიდან რვა წლის შემდეგ, 2020 წელს, სანდენსის კინოფესტივალზე ახალი პროექტით დაბრუნდა. ეს პროექტია საზარელი საშინელებათა ფილმი და თრილერი Possessor, რომელშიც მთავარ როლებს ანდრეა რაიზბორო და კრისტოფერ ებოტი ასრულებენ.
ფილმში რაიზბორო ტასია ვოსის როლს შეასრულებს — ის კორპორაციული აგენტია, რომელიც სხვათა სხეულების დასაპატრონებლად და კომპანიის საკეთილდღეოდ მკვლელობების ჩასადენად ტვინში იმპლანტაციის ტექნოლოგიას იყენებს.
"მართალია, ტასიას მუშაობის გამორჩეული ნიჭი აქვს, მაგრამ სამსახურში მიღებულმა გამოცდილებებმა ის ძლიერ შეცვალა. პირად ცხოვრებაში მას ძალიან უჭირს ძალადობრივი მოგონებებისა და სურვილების დათრგუნვა. მენტალური დაძაბულობის ზრდასთან ერთად ის კონტროლს კარგავს და კაცის (კრისტოფერ ებოტის) გონებაში მოემწყვდევა, რომლის იდენტობაც მისი პიროვნების გაქრობის საფრთხეს ქმნის", — ნათქვამია სანდენსის კინოფესტივალის მიმოხილვაში.
Possessor ამ წლის მიწურულს გამოვა. იხილეთ ახალი საშინელებათა თრილერის პირველი ტრეილერი ქვემოთ:
Possessor-ში კრონენბერგი სამეცნიერო ფანტასტიკის საშინელებათა ფილმების იმავე გარემოს გვთავაზობს, როგორიც Antiviral-ში ჰქონდა, თუმცა ამჯერად ე.წ. ბოდი-ჰორორი ადამიანის სხეულის დამახინჯების ისეთ სისხლიან უკიდურესობებამდეა აყვანილი, რომ რეჟისორის მამა დეივიდ კრონენბერგი — ასევე ცნობილი რეჟისორი და ამ ჟანრის ერთ-ერთი შემქმნელი — ნამდვილად უნდა ამაყობდეს.
"ანდრეა რაიზბოროსა და კრისტოფერ ებოტის 90-წუთიანი საოცრად სისხლიანი ფსიქიკური ორთაბრძოლა ამ უკანასკნელის სხეულის დასაპატრონებლად იმაზე უფრო სასიამოვნო საყურებელია, ვიდრე წლევანდელი საუკეთესო ფილმის ნომინანტების უმეტესობამ შემოგვთავაზა... Possessor თქვენი გონების დაპატრონებას ვერ ახერხებს, თუმცა ის წარმოუდგენლად კარგად გიძვრებათ კანში", — თქვა კინოკრიტიკოსმა დეივიდ ერლიჩმა.
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება 9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
კომენტარები