შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე საპროტესტო აქციებზე დაკავებულებსა და შეწყალების აქტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის პატიმრები, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება არ გააფორმეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებაზე არ მიმართეს, "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან".
"გახსოვთ, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობისას, როდესაც ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ გამოაცხადა მხარდაჭერა 4 ოქტომბრისთვის წინასწარ დაანონსებული დამხობის შეკრებისადმი. ეს იყო ვირტუალური მწვანე შუქი მათთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას. [...]
ამის შედეგად, ჩადენილი დანაშაულების, ძალადობრივი დანაშაულების გამო ადამიანები აღმოჩნდნენ ციხეში იმის გამო, რომ წააქეზეს, მიიყვანეს და ააყვანეს ბარიკადებზე, შემდეგ კი ციხეში მიატოვეს. სწორედ ამ უსინდისობის პატიმრები არიან დღეს ის დარჩენილი, დაახლოებით 70-მდე ადამიანი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, ჯერ კიდევ არ გაუთავისებიათ ის, რომ სჯობს ენდონ საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს.
სწორედ შიდა და გარე, მათ შორის ბრიუსელის, უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღესაც პატიმრობაში რჩებიან," — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ "რუსული კანონისა" და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები, სულ 8 პირი.
პაპუაშვილმა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელსა და დირექტორზე, მზია ამაღლობელზეც ისაუბრა. მისი მტკიცებით, "აღარავინ ამბობს მსოფლიოში, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა".
შემდეგ მან დასძინა, რომ ამაღლობელი იმ ელჩების "უსინდისობის პატიმარია", რომლებიც მის სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ. ასევე, პაპუაშვილის აზრით, ამაღლობელი საერთაშორისო პრემიებით, დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის გამო დაჯილდოვდა.
"აღარავინ ამბობს მსოფლიოში, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა. ის, რომ დანაშაული ჩაიდინა, ფაქტია. დააკვირდით ამ განცხადებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში კეთდება, მათ შორის ევროკავშირისა და სხვა ინსტიტუტების მხრიდან. აღარ არის საუბარი იმაზე, დანაშაული ჩაიდინა თუ არა — საუბარია იმაზე, თუ რამდენად პროპორციული და მკაცრი იყო სასჯელი. [...]
მზია ამაღლობელს ყველაზე მცირე სასჯელი შეეფარდა, რაც კი შესაძლებელი იყო სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი საქართველოს საპროცესო კოდექსით შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, და ეს არის როგორც კანონი, ისე პრაქტიკა. მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმება შეთავაზებული ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო, რომ მას ეთქვა ის, რასაც დღეს უკვე ყველა ამბობს, მათ შორის ევროკავშირი და მისი მხარდამჭერები — ეს დანაშაული იყო.
მზია ამაღლობელი იმ ელჩების უსინდისობის პატიმარია, ვინც იმ სასამართლო პროცესზე იჯდა, თვალებში უყურებდა და ამით ანიშნებდა, არ აღიარო, არ აღიაროო, რომ ეს დანაშაული იყო. იმ ელჩების ბრალია, ვინც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ პრემიებს აძლევდა და ამით ეუბნებოდა: "არ აღიარო, არ აღიარო, რომ პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულია, იჯექი ციხეში!" — განაცხადა პაპუაშვილმა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისათვის, რომელზეც ეწერა — "იფიცება საქართველო". ეს სტიკერი პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის. დგებუაძემ სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ ქალი ჟურნალისტის გარტყმული სილისგან მან "ტკივილი იგრძნო".
ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამაღლობელს დაკავების შემდეგ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ჯილდოები გადაეცა, როგორიცაა — სახაროვის პრემია, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო, "ფორუმ 2000"-ის ჯილდო, თავისუფალი მედიის ჯილდო და ა.შ.
- მზია ამაღლობელს, ჯილდო ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, თავისუფალი მედიის პრემია გადაეცა
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა
- მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას "ფორუმი 2000"-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცათ
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
კომენტარები