წიგნის "პირველი მოთამაშე, მოემზადე!" გაგრძელება ნოემბერში გამოიცემა
ფოტო: Warner Bros.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ წიგნის პირველი მოთამაშე, მოემზადე! ავტორი, ერნესტ კლაინი, ოაზისში გვაბრუნებს. მეორე მოთამაშე, მოემზადე! ჩრდილოეთ ამერიკაში 24 ნოემბერს გამოჩნდება წიგნის მაღაზიების თაროებზე.
პირველი მოთამაშე, მოემზადე! 2011 წელს გამოიცა და საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის სტატუსიც მალევე მოიპოვა. იგი 100 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაში. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი ნაწარმოები 37 ენაზე ითარგმნა და 58 ქვეყანაში გამოიცა. მის მიხედვით კი სტივენ სპილბერგმა ფილმიც გადაიღო.
მეორე მოთამაშე, მოემზადე! უკვე ხელმისაწვდომია წინასწარ შეკვეთისთვის, თუმცა ნავარაუდევია, რომ რაოდენობა განსაზღვრულ რიცხვს გადააჭარბებს.
1980-იანი წლების პოპ-კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით სავსე პირველმა წიგნმა ამ პერიოდის ესთეტიკა გააცოცხლა ისეთ ცნობილ პროექტებთან ერთად, როგორიც უცნაური ამბები და სტივენ კინგის რომანის, ის, ეკრანიზაციაა. ნაწარმოებში მოქმედება 2045 წელს ხდება, იმ დროს, როცა მსოფლიო კლიმატის ცვლილებით, გადაჭარბებული მოსახლეობითა და სიღარიბით გამოწვეული პრობლემებითაა მოცული. კაცობრიობის უმეტესობა ნუგეშს ონლაინ ვირტუალურ რეალობაში, ოაზისში, ეძებს, რომელიც 1980-იანი წლებით შეპყრობილი გენიოსის, ჯეიმზ ჰოლიდეის, მიერაა შექმნილი. სიუჟეტი მოზარდი უეიდ უოტსის შესახებაა, რომელიც ჰოლიდეის გარდაცვალების შემდეგ ცდილობს, ოაზისის საბოლოო ამოცანა, ანორაკის თამაში, ამოხსნას და პრიზად დაწესებული 500 მილიარდი დოლარი და ოაზისის მმართველობა მიიღოს.
წიგნის ქართული გამოცემის ყდა
ფოტო: პალიტრა L
წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი 2018 წელს გამოვიდა. სცენარი თავად კლაინს და ზაკ პენს ეკუთვნით. მსოფლიო გაყიდვებით მან 582,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და სპილბერგის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა 2008 წლის ინდიანა ჯოუნსისა და ბროლის თავის ქალის სამეფოს შემდეგ. კინონამუშევარში მთავარ როლებს ტაი შერიდენი და ოლივია ქუკი ასრულებენ.
კლაინი, რომელიც ასევე ცნობილია 2015 წელს გამოცემული წიგნით არმადა, სადებიუტო წიგნის გაგრძელებაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ამბობდა, წერისას გარკვეული სირთულე ის იყო, რომ იგი მისი წინამორბედის ჭეშმარიტი გაგრძელება უფრო იყო, ვიდრე სპილბერგის ეკრანიზაციის.
წიგნის პირველი მოთამაშე, მოემზადე! ქართული თარგმანი გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა 2016 წელს "ლიბერთინსის" ფარგლებში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა

კომენტარები