ბითბოქსინგი — ჰიპ-ჰოპის "მეხუთე ელემენტი" და მისი მნიშვნელობა
ფოტო: Pixabay
ხელოვნების ყველა ფორმას თავისი ბუნებრივი ფასეულობა გააჩნია — სხვა ყველაფერი რომც დავივიწყოთ, ის თვითგამოხატვის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, ცხადია, ეს ხელოვნების მხოლოდ ერთ-ერთი მახასიათებელია და მის თითოეულ დარგს ადამიანების ცხოვრებასა და მსოფლიოს კულტურულ ისტორიაში თავისი გამორჩეული ადგილი უჭირავს.
ბითბოქსინგი ხელოვნების სრულიად ორგანული ფორმაა, რომელსაც რაიმე გარე ინსტრუმენტი არ ასაზრდოებს. ის შენგან და მხოლოდ შენგან მოდის. შენ ქმნი საკუთარ სტილს, პოულობ შენთვის შესაფერის მასალას და შენვე გაქვს ყველა ის უნარი, რაც შენთვის სასურველი მუსიკის შესაქმნელად გჭირდება. ეს თვითგამოხატვის ყველაზე სუფთა ფორმაა.
როგორც, მაგალითად, ცეკვას აქვს ბალეტი, ბრეიკი და თანამედროვე სტილები, ბითბოქსსაც ათასობით სტილი აქვს, რომლებიც განსხვავებული კულტურებით, ენებითა და მუსიკალური გემოვნებებითაა ნასაზრდოები.
ისტორიული მნიშვნელობა
ბითბოქსს ხშირად ჰიპ-ჰოპის "მეხუთე ელემენტად" მოიხსენიებენ. ჰიპ-ჰოპის სხვა ელემენტების — DJ-ობის, MC-ობის (რეპის), ბრეიქდანსინგისა და გრაფიტის — მსგავსად, ისიც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.
სანამ ადამიანებს ელექტრონული დანადგარები და ხმაურიანი საუნდ-სისტემები ექნებოდათ, ხელოვანები იმპროვიზებდნენ და ამ ხმებს პირის გამოყენებით გამოსცემდნენ. ჰიპ-ჰოპის ოქროს ხანაში ბითბოქსი განსაკუთრებით პოპულარული იყო და ყველა დიდი ემსი თავის შოუს ბითბოქსერით ხსნიდა. ქუინ ლატიფამ თავისი ჰიპ-ჰოპ კარიერა ბითბოქსერობით დაიწყო, უილ სმიტი კი DJ Jazzy Jeff-სა და ბითბოქსერ Rock Ready C-სთან ერთად დადიოდა ტურზე.
ამ პერიოდს უძღვებოდნენ Doug E Fresh, The Fat Boys და ბიზ მარკი, რომლებმაც დამსახურებულად დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი ჰიპ-ჰოპის ისტორიაში. მათ რევოლუცია მოაწყეს.
ბითბოქსი აღარ იყო ჰიპ-ჰოპის სხვა ელემენტების საყრდენი და ის დამოუკიდებელ მიმდინარეობად გარდაისახა — ხელოვნების კრეატიულ ფორმად, რომელმაც ჰიპ-ჰოპის აყვავებაში საკვანძო როლი შეასრულა და ბითბოქსერთა ენერგიულ თემს ჩაუყარა საფუძველი.
მეცნიერული მნიშვნელობა
მართალია, ეს სფერო მეცნიერულად ჯერ დიდწილად შეუსწავლელია, მაგრამ ბითბოქსი, შესაძლოა, მეცნიერებს მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემაშიც დაეხმაროს. ბითბოქსინგი საუბრის, მენტალური აშლილობების, დისფუნქციური კოგნიციების, ენათმეცნიერების, მუსიკისა და ადამიანის ტვინის აღმოუჩენელი ფუნქციების საკითხებს ჰფენს ნათელს.
ბრიტანელი ნეირომეცნიერი, სოფი სკოტის, თქმით, ბითბოქსინგმა ადამიანის ხმასთან დაკავშირებით მისი წარმოდგენები სრულიად ამოაყირავა.
"როდესაც ხმის შესწავლა დავიწყე, მეგონა, რომ ენასთან მქონდა შეხება. თუმცა, რეალურად, ეს მუსიკა იყო. როდესაც ვსაუბრობთ, ეს მუსიკაა...[და] ამ საკითხზე ჩვენ ჯერ ძალიან ცოტა ვიცით", — ამბობს სოფი სკოტი Wired 2015-ის გამოსვლაში.
BBC-ს ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელშიც ბითბოქსერი Reeps One მონაწილეობდა, დადასტურდა, რომ ბითბოქსინგი თავის ტვინის მოტორულ ქერქსა და ნათხემში ტვინის გაძლიერებულ აქტივობას აფიქსირებდა, რაც იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბითბოქსი ძლიერ აუმჯობესებს მოტორულ უნარებს.
ბითბოქსი ყველასთვისაა
ბითბოქსინგის მთელი მშვენიერება იმაშია, რომ ყველას შეუძლია ბითბოქსის სწავლა, როგორც ლაპარაკის ან სიარულის. და საკმარისია, ეს ერთხელ მოახერხო, ამ უნარს ვერავინ წაგართმევს. ბითბოქსერებს იმის გასაოცარი ძალა აქვთ, რომ ჰაერიდან შექმნან მუსიკა, მარტოოდენ ადამიანის სხეულის შესაძლებლობების გამოყენებით.
თუ რამდენად განვითარებულია ბითბოქსინგი საქართველოში და როგორ ახერხებენ თვითრეალიზაციას ამ ჟანრის წარმომადგენლები — ამ თემაზე ტელეკომპანია მთავარის გადაცემაში შენი დილა იყო საუბარი.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
კომენტარები