სალომე ზურაბიშვილი

4 Jul. 2020, 11:54

244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ეს დღე, ნებისმიერი ერის ისტორიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ. [...]

ჩვენ ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან ამერიკის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა; რა როლი ითამაშა ჩვენი და ამერიკელი ექიმების თანამშრომლობამ; ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს არამხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი სოლიდარობა არ არის. ჩვენც ვიცით, რომ ამერიკა დღეს ძლიერი გამოწვევის წინაშეა - ძლიერი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი პანდემიასთან ერთად.

მე მინდა, თანავუგრძნო პანდემიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს, მინდა გამოვუცხადო თანადგომა მთლიანად ამერიკას და ამერიკელ ხალხს, გამოვხატო ჩემი რწმენა და იმედი, რომ ამ კრიზისის შემდეგ, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და ეს ჩვენი სოლიდარობის გამარჯვება იქნება.

მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია. Long live America!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…