კალეისი — აქსესუარი, რომელიც სათქმელს შენ ნაცვლად იტყვის
თვითიზოლაციის შეზღუდვები მსუბუქდება, ზაფხული მოვიდა და გარეთ გასასვლელად ისევ ვემზადებით. გვსურს, ისევ მოდურად გამოვიყურებოდეთ, საკუთარი თავი გამოვხატოთ და შთაბეჭდილება მოვახდინოთ. ამაში დახმარებას ქართული ბრენდი, კალეისი გვთავაზობს.
ეს მინიმალისტური სტილის ვერცხლის აქსესუარები სათქმელს თქვენს ნაცვლად იტყვის.
კალეისი ბალტიისპირულ მითოლოგიაში ღვთიურ მჭედელს ნიშნავს. "ვფიქრობთ სახელი პირდაპირ კავშირშია ჩვენს საქმესთან", — ამბობენ ბრენდის დამაარსებლები და დასძენენ, რომ ბრენდირება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
კალეისი 2018 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მას შემდეგ, მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მაღალი ხარისხის ვერცხლის სამკაულს და აქსესუარს. კალეისს ისინი ირჩევენ, ვინც უპირატესობას ანიჭებენ სადა, დახვეწილ, მინიმალისტურ სტილს. მისი მომხმარებლები 18-50 წლამდე ქალები და 20-35 წლამდე კაცები არიან.
აქსესუარების გარდა, ბრენდი ზარდახშის სახით ხის პატარა ბრენდირებულ ყუთებსაც გთავაზობთ.
"ბედნიერება დეტალებშია, ბედნიერ დეტალებს კი კალეისის ყუთში იპოვით".
ფოტო: კალეისი
ფოტო: კალეისი
ფოტო: კალეისი
ბრენდის შემქმნელები გვიყვებიან, რომ კორონავირუსის გავრცელებას გართულებები მოჰყვა, შეჩერდა წარმოება და აეკრძალათ მიტანის სერვისი. თუმცა კალეისს ადაპტაციისთვის ძალიან ცოტა დრო დასჭირდა —ფასდაკლებით ყიდდნენ მხოლოდ მარაგში არსებულ შეკვეთებს და მიტანის თარიღად რეგულაციის სავარაუდო მოხსნის თარიღს უთითებდნენ:
"როგორც ვივარაუდეთ, ეს აზრი ყველას მოეწონა და გაყიდვებმა სულ მცირედით დაიკლო. ამჟამად თითქმის სრულიად მოვახერხეთ სამუშაოს აღდგენა, ველოდებით კიდევ პატარა დეტალების გამოსწორებას".
როგორც იცით, მიტანის სერვისი უკვე აღდგა, პირველი ივნისიდან კი ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები იხსნება. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ კალეისმა ახალ კოლექციაზე მუშაობა უკვე დაასრულა.
აქსესუარები ამ ეტაპზე არამხოლოდ ონლაინ იყიდება — მათი დათვალიერება და შეძენა პეკინის #19-ში მდებარე მაღაზიაში "კაბა" და ფალიაშვილის #80-ში, მაღაზიაში "ქართული მოდის ლაბი" შეგიძლიათ.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები