"მოჩხუბარი თაგვები" ხალხის რჩეული ფოტო გახდა
ფოტო: SAM ROWLEY/WPY
ყველა ლონდონელი იცნობს მეტროს თაგვებს, რომლებიც ლიანდაგებზე დაძრწიან. ფოტოგრაფი სემ როული იმდენად მოხიბლული დარჩა ამ პატარა მღრღნელებით, რომ სასურველი კადრების გადასაღებად, მთელი კვირა მეტროში გაატარა.
საბოლოოდ, 1-კვირიანი წვალების შემდეგ, სემის შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო და უნიკალური კადრი დაიჭირა. მგზავრის დაგდებული ნამცეცის გამო, ორ თაგვს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ფოტომ, სემი კონკურსში ხალხის რჩეული გახდა.
კონკურსის ველური ბუნების წლის ფოტოების მნახველებს საშუალება ჰქონდათ, რომ სასურველი ფოტოებისთვის ხმა ონლაინ მიეცათ.
28 ათასმა ადამიანმა ხმა სემის მოჩხუბარ თაგვებს მისცა.
სემმა მრავალი საათი გაატარა მეტროს იატაკზე გაწოლილმა. თაგვები, პურის ნამცეცებს ცალ-ცალკე აგროვებდნენ, შემდეგ ერთმანეთს შემთხვევით შეეჩეხნენ. ნადავლის გამო რამდენიმეწამიანი ჩხუბი გაიმართა, რის შემდეგაც მღრღნელები თავ-თავიანთ გზას გაუყვნენ.
"სასურველ ფოტომე მილიარდობით კადრი გადავიღე. ხუთი დღე იატაკზე ვიყავი გაწოლილი და ფოტოებს დღე და ღამე ვიღებდი, ასე რომ ოდესმე უნდა გამმართლებოდა", — ამბობს ფოტოგრაფი.
ლონდონელი ფოტოგრაფი ამჟამად BBC-ის ბუნებათმცოდნეობის ფილმების მკვლევრად მუშაობს. მისი განცხადებით, ქალაქის ცხოველების გადაღება მისი გატაცებაა. სემი გაოცებულია იმ სიმტკიცით, რომელიც ქალაქის ცხოველები გადასარჩენად იჩენენ ხოლმე:
"მაგალითად, ეს მეტროს თაგვები მთელი ცხოვრება მიწისქვეშ ატარებენ, ისე, რომ არასდროს უნახავთ მზე ან ბალახი. ერთი შეხედვით, ნამდვილად უიმედო სიტუაციაა, მთელი ცხოვრება მისჯილი გაქვს, რომ ერთი გვირაბიდან მეორე გვირაბში ირბინო, მხოლოდ იმიტომ, რომ ორ წელიწადში მოკვდე. თან, რადგან მეტროში ამდენი თაგვია და ასე ცოტა საჭმელი, ისეთი უმნიშვნელო რამეებისთვის უწევთ ბრძოლა, როგორიც პურის ნამცეცია".
Wildlife Photographer of the Year
ლონდონის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმი ყოველწლიურად მართავს კონკურსს, რომელმაც ველურ ბუნებაში გადაღებული საუკეთესო ფოტო უნდა გამოარჩიოს.
"სემის ფოტო საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანებით გაბატონებულ გარემოში, ცხოველების ცხოვრებას შევავლოთ თვალი. თაგვების საქციელი ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ისინი იმ პურის გამო ჩხუბობენ, რომელსაც ჩვენ არც კი აღვიქვამთ სერიოზულად. ეს უბრალოდ გამოხატულებაა, რომ ადამიანები ყოველდღე აიგნორებენ ბუნებას. იმედია ეს ფოტო უფრო მეტს უბიძგებს ფიქრისკენ", — ამბობს მუზეუმის დირექტორი, მაიკლ დიკსონის.
მნახველებისგან განსაკუთრებული მოწონება კიდევ ოთხმა ფოტომ დაიმსახურა. მათ შორისაა ორანგუტანგი საცირკო წარმოდგენაში, იაგურები და ანაკონდა, გულისამაჩუყებელი კადრი რეინჯერსა და პატარა მარტორქას შორის და ჩრდილოეთის ირმები.
კონკურსის შედეგებზე ექსპერტთა ჯგუფი მსჯელობს. გამარჯვებულები წლის ბოლოს, ოქტომბერში გამოვლინდებიან.
ამავე თემაზე:
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა





კომენტარები