როგორ შევინახოთ მზა კერძები და გადავურჩეთ ახალ წელს საკვებით მოწამვლას
ფოტო: Shutterstock / Yulia Grigoryeva
ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა ხორცეულით, ფხალეულითა და ტკბილეულითაა გამორჩეული. ყველას გვინახავს გაშლილი სუფრები, სადაც გოჭის ხორცი არხეინად ნებივრობს საგანგებოდ შერჩეულ მწვანილში, ან ნამცხვრის ნაჭერი, რომელიც გადაძეძგილ მაგიდაზე "ოლივიეშია" ამოვლებული. სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე აწყვია სხვა კერძები, რომელთა მიღებაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს თქვენი ოჯახის წევრებისა და სტუმრების ჯანმრთელობას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემით, 2018 წელს, საქართველოში სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის 36826 რეგისტირებული შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2017 წლის იმავე მაჩვენებელს 2800-ით აღემატება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ საკვებით გამოწვეული გართულებები ახალ წელს, გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძინოთ უვნებელი პროდუქტები და შეინახოთ მზა კერძები.
სურსათის უვნებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღ პროდუქტებს. შესაბამისად, ხორცეული, თევზი, ასევე სხვა ცხოველური ნაწარმი, — ყველი, კვერცხი თუ რძე, ისევე როგორც ბოსტნეული და ხილი განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მომხმარებლებს ურჩევს:
- ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციონ სარეალიზაციო გარემოს ჰიგიენასა და ტემპერატურულ რეჟიმს.
- საქონლის ხორცის შეძენისას მოითხოვონ ეტიკეტი, რომელიც თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს მიმაგრებული და გაეცნონ დატანილ ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.
- მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტები, ისევე როგორც თევზი, ერთმანეთისაგან განცალკევებით და აუცილებლად სუფთა მაცივარში ინახებოდეს.
- დააკვირდით მაცივარში არსებულ თერმომეტრს, ის არ უნდა აჩვენებდეს 6 გრადუსზე მეტს.
- რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, ნადუღი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, ჰიგიენურ გარემოში.
- პროდუქტების შეძენის შემდგომ, სახლში მიტანისთანავე ერთმანეთისგან უნდა განაცალკევოთ უმი და მზა პროდუქტები.
- ხორცი შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში (ან შეფუთული) მინუს ტემპერატურაზე.
ხორცთან და ხორცპროდუქტებთან მიმართებით გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
ფოტო: Changyoung Koh / Unsplash
- შეინახეთ ხორცი სუფთა და დახურულ კონტეინერში, სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით;
- თუ პროდუქტის ერთიანად მომზადებას არ აპირებთ, შეინახეთ მცირე პორციებად.
- გაყინული ხორცი და თევზი უნდა გალღვეს უშუალოდ მომზადების წინ: მაცივარში ან მიკროტალღურ ღუმელში.
- არ გაალღოთ პროდუქტი ცხელ წყალში, რადგან თბილი გარემო იდეალურია ბაქტერიების გასაღვივებლად, რაც თავის მხრივ, პროდუქტის დაბინძურების მთავარი მიზეზია.
- დაუშვებელია გაყინული და შემდეგ გამდნარი პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა. თუ ამის აუცილებელი საჭიროებაა, მოხარშეთ / შეწვით და ისე გაყინეთ. გამლღვალი პროდუქტი 24 საათის განმავლობაშია ვარგისი.
- გახსოვდეთ: თუ პროდუქტი დახურულ ჭურჭელში არ ინახება, მან შეიძლება დაკარგოს საგემოვნო თვისებები.
მრავალფეროვან ქართულ სუფრაზე ბევრი მზა კერძი რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მალფუჭებადი საკვები მაცივარში დროულად მოვათავსოთ, რათა კერძებში ბაქტერიების გამრავლება თავიდან ავიცილოთ და ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ.
მალფუჭებადი პროდუქტების კატეგორიაში შედის: ხორცეული, რძის პროდუქტები, მაიონეზიანი კერძები, ტკბილეული, განსაკუთრებით კი - კრემიანი ტკბილეული, ასევე წვნიანი კერძები და ფხალეული, — სურსათი, რომელიც მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს იძლევა. გახსოვდეთ, ბაქტერიებით დაბინძურებული საკვებს შესაძლოა არც სუნი ქონდეს შეცვლილი და არც გარეგნულად ეტყობოდეს რამე.
მზა კერძების შენახვისას დაიცავით შემდეგი წესები:
ფოტო: New Africa / Shutterstock
- დარჩენილი საკვები მაცივარში უნდა შეინახოთ მომზადებიდან 2 საათში;
- სურსათი დახურული და სუფთა კონტეინერებით უნდა მოათავსოთ მაცივარში ან საყინულეში. მზა პროდუქტის შენახვა რამდენიმე კვირით უსაფრთხო არაა. მათი გამოყენება მხოლოდ ორი დღის განმავლობაშია რეკომენდებული.
- გამლღვალი ან უბრალოდ მაცივარში შენახული საკვების ხელახალი გაცხელებისას, კერძმა მინიმუმ 2 წუთის მანძილზე უნდა იდუღოს მაღალ ტემპერატურაზე, 70 გრადუსზე. კერძის ხელახალი გაყინვა, ისევე, როგორც ხელმეორედ გაცხელება დაუშვებელია. შენახული და გაცხელებული კერძი, სასურველია, 24 საათის განმავლობაში მოიხმაროთ.
- ზამთრისთვის შენახული საოჯახო მარაგების მოხმარების წინ პროდუქტის სახეობიდან გამომდინარე, პროდუქტი თერმულად უნდა დამუშავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენახულმა საკვებმა უნდა იდუღოს რამდენიმე წუთის მანძილზე მაღალ ტემპერატურაზე. ამგვარად მასში არსებული ბაქტერიები (მიკროორგანიზმების სახეობები და ტოქსინები) განადგურდება.
ამ წესების გამოყენებით, თქვენი ბაჟეთი, აფხაზურათი, კუპატით და "ხალადეცით" ძველით ახალ წლამდე შეძლებთ სტუმრებისთვის თავის მოწონებას.
თუ ჩვენმა რჩევებმა ვერ გიშველათ და მაინც იგრძენით გულისრევის ან თავბრუსხვევის ნიშნები, დროულად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები