კარდაშევის სკალა - ცივილიზაციების ტიპები მათი განვითარების მიხედვით
ფოტო: diversepixel / Shutterstock
როგორც ცნობილმა ფიზიკოსმა, მიჩიო კაკუმ იწინასწარმეტყველა, მეცნიერული განვითარების მომავალი 100 წელი განსაზღვრავს, აღვზევდებით თუ გავქრებით დედამიწის ზედაპირიდან. დავრჩებით ნულოვანი ტიპის ცივილიზაციად, თუ ვარსკვლავებს დავიპყრობთ.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ცივილიზაციას, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, უფრო და უფრო დიდი რაოდენობის ენერგია დასჭირდება, რადგან:
- გაიზრდება პოპულაცია
- ახალ ტექნოლოგიურ დანადგარებს მეტი და მეტი ენერგია დასჭირდებათ.
ამის გათვლისწინებით შეიქმნა კარდაშევის სკალა, რომელიც თეორიულად არსებული ცივილიზაციების კლასიფიკაციას ახდენს, მათ მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობის მიხედვით.
კარდაშევის სკალა - რა? სად? როდის?
1964 წელს, საბჭოთა ასტროფიზიკოსმა, ნიკოლაი კარდაშევმა, რომელიც არამიწიერი ცივილიზაციების ძებნით იყო გართული, ამ ცივილიზაციების თეორიული კლასიფიკაციისთვის თავისი სკალა შემოგვთავაზა.
თავდაპირველად, სკალაზე ენერგომოხმარების სამი დონე, სამი ტიპი იყო:
- პირველი ტიპის ცივილიზაცია, ენერგომოხმარებით 10¹⁶ ვატი,
- მეორე ტიპის ცივილიზაცია, ენერგომოხმარებით 10²⁶ ვატი
- მესამე ტიპის ცივილიზაცია, ენერგომოხმარებით 10³⁶ ვატი.
შემდგომში, ამ სკალას დაემატა მეოთხე ტიპის (10⁴⁶W) და მეხუთე ტიპის (ამ ტიპის ცივილიზაციისთვის ხელმისაწვდიმი იქნება მულტისამყაროს მთელი ენერგია) ცივილიზაციები.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დღევანდელი ცივილიზაცია ამ სკალაზე ჯერ ვერ ხვდება და ნულოვანი ტიპის ცივილიზაციაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ჯერ კიდევ ნამარხ წიაღისეულს ვიყენებთ ენერგიის წყაროდ.
მიჩიო კაკუს აზრით, პირველ დონეს, სავარაუდოდ, 100-200 წელიწადში მივაღწევთ. ახლა კი შეგვიძლია სათითაო განვიხილოთ, რას წარმოადგენენ და როგორები არიან კარდაშევის სკალაზე სხვადასხვა დონეებზე მოთავსებული ცივილიზაციები.
პირველი ტიპის (დონის) ცივილიზაცია
ამ ტიპის ცივილიზაციამ მოახერხა და საკუთარი პლანეტის ენერგო-რესურსები თუ პოტენციალი ბოლომდე აითვისა. სრულად აკონტროლებს მისი მზისგან პლანეტაზე დაცემულ ენერგიას, საკუთარი პლანეტის კლიმატს, მთლიანად აითვისა ალტერნატიული ენერგიის ყველა წყარო (ქარი, მიმოქცევა, წყალი, თერმული, ა.შ.). ამ დონემდე მისაწევად, ჩვენი ენერგოწარმოება ასი ათასჯერ უნდა გავზარდოთ.
შთამბეჭდავად გამოიყურება, არა? თუმცა ამ დონის პროგრესი ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რასაც ქვემოთ მოგიყვებით.
მეორე ტიპის (დონის) ცივილიზაცია
ამ დონის პროგრესის მქონე საზოგადოებამ სრულიად მოახერხა თავისი მზის კონტროლი. აქ საუბარია არა მათკენ გამოსხივებული მზის შუქის ელ. ენერგიად გარდაქმნაზე, არამედ მათი პლანეტარული სისტემის ცენტრალური ვარსკვლავის სრულ მართვაზე და მისი პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე.
ვარსკვლავის ენერგიის მაქსიმალური ათვისებისთვის რამდენიმე თეორია უკვე მზადაა, მაგრამ მათგან ყველაზე პოპულარული დაისონის სფეროა (Dyson Sphere). ეს “დანადგარი” ვარსკვლავს გარშემო შემოერტყმება და მის მიერ გამოსხივებულ თითოეულ ფოტონს პლანეტაზე გამოსაყენებლად გადააგზავნის.
ამ მეთოდის ალტერნატივად განიხილება თეორია, რომლის მიხედვითაც ასეთი განვითარებული ცივილიზაცია მოახერხებს გიგანტური თერმობირთვული რეაქტორის აშენებას საკუთარი პლანეტის სიახლოვეს, რომელსაც ახლომდებარე გაზის გიგანტი ვარსკვლავებიდან “მოპარული” წყალბადის საწვავით მოამარაგებს.
რას მოგვცემს ასეთი დონის ენერგო-კონტროლი? იმას, რომ ასეთი ცივილიზაცია თითქმის უვნებელი იქნება კოსმოსური კატაკლიზმების მიმართ, მარტივად შეძლებს სხვა პლანეტების კოლონიზაციას, საკუთარი მზის სისტემის “კორექტირებას” სურვილის მიხედვით და საკუთარი პლანეტის კოსმოსურ ხომალდად გადაქცევას, სხვა ვარსკვლავებისკენ სამოგზაუროდ. მოკლედ, მშვენიერი პერსპექტივაა.
მესამე ტიპის (დონის) ცივილიზაცია
ამ დონეზე ასული ცივილიზაცია გალაქტიკური დონის დამპყრობელია, ამ სიტყვის კარგი გაგებით. მან იცის ყველაფერი ენერგიის შესახებ და სიცოცხლის აღმატებული ფორმაა. ჩვენ თუ მოვახერხებთ ამ დონემდე მიღწევას, ადამიანი დღევანდელ სახეს დაკარგავს და, სავარაუდოდ, ნახევრად ბიოლოგიური, ნახევრად კი მექანიკური არსება იქნება. ისიც შესაძლებელია, რომ ციფრულ სინგულარობასაც მივაღწიოთ, ან უბრალოდ გავციფრულდეთ და ჩვენი ცნობიერება თვითგანახლებადი ნანოტექნოლოგიებით აღჭურვილმა ბიომექანიკურმა კაფსულებმა შეინახონ თითქმის უსასრულოდ.
ამ დროისთვის, ჩვენს ცივილიზაციას ექნება რობოტებით დასახლებული კოლონიები მთელ გალაქტიკაში და ყველა ვარსკვლავი დაისონის სფეროში იქნება ჩასმული, რათა ჩვენს უზომო ენერგომოხმარებას ფეხი აუწყოს.
ამ დროისთვის, სავარაუდოდ, სინათლის სიჩქარით მოძრავი ხომალდები ვეღარ დაგვაკმაყოფილებს, რადგან ვარსკვლავთშორისი მანძილები გალაქტიკაში უზომოდ დიდია, ამიტომ გვექნება სხვა რაიმე ტექნოლოგია, მაგალითად WARP ძრავები, ან შევძლებთ Wormhole-ების გენერირებას და მათ მეშვეობით მყისიერ მოგზაურობას გალაქტიკის ნებისმიერ წერტილში.
კარდაშევის აზრით, მეოთხე დონის ცივილიზაცია “მეტისმეტად განვითარებული” იქნებოდა, ამიტომ თავდაპირველ სკალაში არ გაუთვალისწინებია, თუმცა, ჩვენი აზრით, ასეთი დონის ცივილიზაციის არსებობა შესაძლებელია, თუნდაც შორეულ მომავალში.
მეოთხე დონის ცივილიზაციას შეეძლება მთელი სამყაროს ენერგეტიკული პოტენციალი სათავისოდ გამოიყენოს, ხოლო ექსპანსია შორეულ გალაქტიკებსაც მიაღწევს.
არაა გამორიცხული, რომ ამ მომავლის არსებებმა შავ ხვრელებში დაიდონ ბინა და სამყაროს ნებისმიერ წერტილთან ჰქონდეთ მყისიერი კავშირი. მათი ენერგიის წყარო კი, სავარაუდოდ, დღეს ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ფიზიკის კანონები იქნება.
და მეხუთე დონის ცივილიზაცია? ისინი, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნამდვილი ღმერთები იქნებიან, რომლებსაც შეეძლებათ სამყაროთი მანიპულირება. ენერგიას, სივრცეს, დროს ისე გამოიყენებენ, როგორც ჩვენ - პლასტილინს. მათ ექნებათ წვდომა მულტივერსის ყველა სამყაროსთან და ეცოდინებათ ყველაფერი ყველაფერზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ პირველი დონისთვისაც არ მიგვიღწევია, დანარჩენებს რომ თავი დავანებოთ. და, თუ ჭკვიანად არ მოვიქცევით, ალბათ, ვერც მივაღწევთ.
მაგრამ, მაინც საინტერესოა, რისი პოტენციალი აქვს კაცობრიობას და რა შეიძლება მისგან გამოვიდეს, თუ ერთმანეთს ნერვებს არ მოვუშლით!
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები