პატრიოტთა ალიანსს ხმების 4,99% აქვს მიღებული, თუმცა ცესკოს დიაგრამაზე 5% უწერია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განახლდა საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შედეგები უბნების 99,92%–ის დათვლის საფუძველზე. შედეგების დიაგრამაზე განახლებული მონაცემების მიხედვით, პატრიოტთა ალიანმა მიიღო ხმების 5%. ბოლო საათების განმავლობაში მათი მონაცემი იყო 4,99%, რაც არ იყო საკმარისი პარლამენტში შესასვლელად.
თუმცა, იმავე ცესკოს საიტზე წერია, რომ პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც არჩევნებზე მე–8 ნომრად იყრიდა კენჭს, მიიღო 88 032 ხმა. იქვე მითითებულია, რომ ეს არის ხმების 5%. რეალურად, ეს რიცხვი არ არის მიმდინარე მომენტისთვის დამუშავებული 1 762 975 ხმის 5 პროცენტი. მარტივი გამოთვლით მიიღება, რომ 88 032 ხმა დამუშავებული 1 762 975 ხმის 4,9933 პროცენტია და არა 5%, როგორც ეს ჩანს ცესკოს შედეგების დიაგრამაზე.
ცესკოს მონაცემებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდა ის, რომ On.ge-ს ვებგვერდზე, სადაც მონაცემები ავტომატურად ახლდება თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის საფუძველზე, პატრიოტთა ალიანსის მონაცემი კვლავ არის 4,99%. ეს მონაცემი კი საკმარისი არ არის პარლამენტში მოსახვედრად. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ Google Sheets დოკუმენტი, სადაც ცესკოს ვებგვერდზე და მის ბაზაში არსებული მონაცემებია დაკოპირებული. მწვანე უჯრებში სტანდარტული ფორმულით გადათვლილი პროცენტებია მოთავსებული.
On.ge დაუკავშირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერს, ანა მიქელაძეს, რომელსაც ვთხოვეთ განემარტა, რატომ განსხვავდება დიაგრამაზე ასახული მონაცემი პატრიოტთა ალიანსის მიერ მიღებული რეალური მონაცემისგან. ანა მიქელაძის განმარტებით, ვინაიდან ცესკოს საიტზე შედეგებს ავტომატურად ითვლის სისტემა უბნებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, შეცდომა გამორიცხულია. მისივე თქმით, ცესკო დიაგრამაზე ასევე არ ამრგვალებს მონაცემებს.
ანა მიქელაძის თქმით, გამორიცხულია, ცესკოს საიტზე მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ის აღნიშნული საკითხის გარკვევას დილისთვის დაგვპირდა.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები