ადამიანისა და ცხოველისგან ჰიბრიდის შექმნის ეთიკური მხარე
ფოტო: Shutterstock
მსოფლიოს გარშემო ორგანოს დონორის მომლოდინეთა სიაში ათასობით ადამიანია ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მათი გარკვეული ნაწილი საჭირო ორგანოს ტრანსპლანტს დროულად მიიღებს, სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ბევრი მათგანი მოლოდინში გარდაიცვლება. თუმცა ახალი კვლევა, რომელიც უკვე პოლემიკის საგნად იქცა, ამ კრიზისთან გასამკლავებელ შესაძლო გზას სახავს.
ცოტა ხნის წინ იაპონიამ ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდების, იმავე ქიმერების, შექმნაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა და ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებს ადამიანი-თაგვი ჰიბრიდის შექმნის ნება დართო.
მეცნიერები შეეცდებიან, ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, თაგვის ორგანიზმში ადამიანის პანკრეასი გაზარდონ. აღნიშნულ ღეროვან უჯრედებს ზრდის პროცესში თითქმის ყველა ტიპის უჯრედად გარდაქმნა შეუძლიათ. ღეროვან უჯრედებს ინექციით შეიყვანენ თაგვის ემბრიონში, რომელსაც, წინასწარი გენეტიკური მოდიფიკაციის გზით, აღნიშნული ორგანოს საკუთარი უჯრედებისაგან წარმოქმნის უნარი არ ექნება. ამის შემდეგ ჰიბრიდის ეს ემბრიონი სუროგატი თაგვის ორგანიზმში გადაინერგება, რათა ზრდა იქ გააგრძელოს. საბოლოო მიზანი ადამიანის პანკრეასის უფრო დიდ ცხოველში - მაგალითად, ღორში - გაზრდაა, რაც ორგანოს ადამიანისათვის გადანერგვის საშუალებას მოგვცემს.
ადამიანი-ცხოველი ქიმერა ადამიანისა და ცხოველის უჯრედების ნაზავისგან შედგება.
ფოტო: Pexels
ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდები უწინ უკვე შექმნილა როგორც აშშ-ში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში, თუმცა იქაური კანონები ემბრიონის, ჩვეულებრივ, ორი კვირის ვადაში განადგურებას მოითხოვს. იაპონიის ახალი რეგულაციები კი ემბრიონის სუროგატის საშვილოსნოში იმპლანტირებასა და "ადამიანის" პანკრეასის მქონე თაგვის დაბადებას ნებადართულად სცნობს. დაბადების შემდეგ თაგვებს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში დააკვირდებიან, რათა გაიგონ, რა ბედი ეწევათ ადამიანის უჯრედებს და როგორ წარიმართება ჰიბრიდთა განვითარება.
ეთიკური პრობლემები
ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდების იდეას ბევრი შეკითხვის წამოჭრა შეუძლია. გარდა ამისა, ძალიან მარტივია, სახეობათაშორისი საზღვრების დარღვევის გამო, ისინი "არაბუნებრივად" მივიჩნიოთ. მაგრამ სახეობებს შორის არსებული ზღვარი მოძრავია; ადამიანის ხელით შექმნილ მცენარეებისა და ცხოველების მრავალ ჰიბრიდზე, - მაგალითად, ჯორზე, რომელიც ცხენისა და ვირის ნაჯვარია, - ჩვენ სულაც არ გვაქვს ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორსაც ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდის იდეა იწვევს ხოლმე.
ფილოსოფოსებს სჯერათ, რომ ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდებისადმი უარყოფითი რეაქცია ეფუძნება ჩვენს მოთხოვნილებას, გვქონდეს მკაფიო საზღვარი "ადამიანურსა" და "არაადამიანურ" არსებებს შორის. აღნიშნულ კლასიფიკაციას ცხოველებისადმი ჩვენ მიერ გამომუშავებული არაერთი სოციალური ჩვევა ეფუძნება. შესაბამისად, სახეობათაშორისი საზღვრის რღვევას ზნეობრივი ნორმების გარშემო დილემების წამოჭრა შეუძლია.
ხალხის ნაწილმა, შესაძლოა, მიიჩნიოს, რომ ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდები ადამიანურ ღისრებას უქმნიან საფრთხეს. თუმცა რთულია დაადგინო, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ განცხადებაში. უფრო ძლიერი კონტრარგუმენტი ისაა, რომ ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდმა, შეიძლება, ადამიანური თვისებები შეიძინოს და ამის შედეგად მორალური კუთხით ჩვენი თანასწორი გახდეს.
ძველ კულტურებში ადამიანისა და ცხოველისგან შემდგარ არსებებს ხშირად მონსტრებად წარმოიდგენდნენ.
ფოტო: Wikimedia Commons
თუ, მაგალითად, ინექცირებული ღეროვანი უჯრედები თაგვის ტვინში გადავა, მოსალოდნელია, რომ მას ჩვეულებრივ თაგვთან შედარებით გაუმჯობესებული კოგნიტური უნარები განუვითარდეს. ამის საფუძველზე ჰიბრიდს, შესაძლოა, იმაზე გაცილებით მაღალი მორალური სტატუსის მინიჭების უფლება მიეცეს, ვიდრე ჩვეულებრივი თაგვი დაიმსახურებდა. ამან კი, შეიძლება, სამედიცინო ექსპერიმენტებისათვის მათი გამოყენება არაეთიკური გახადოს.
მორალური სტატუსი
მორალური სტატუსი გვიჩვენებს, ვისი ინტერესებია მნიშვნელოვანი მორალური გადმოსახედიდან. ხალხის უმრავლესობა იტყოდა, რომ ადამიანებს სრულყოფილი მორალური სტატუსი აქვთ - ისევე, როგორც ჩვილებს და მძიმედ ავადმყოფებს. ეს კი ნიშნავს, რომ მხედველობაში ამ უკანასკნელთა ინტერესებიც ყოველთვის უნდა მივიღოთ. უფრო სადაოა ხალხის ნაწილის მოსაზრება, რომ არა-ადამიანი ცხოველები - როგორიცაა შიმპანზე - ან ადამიანის ემბრიონი ადამიანის სტატუსის მსგავს მორალურ ღირებულებას ფლობენ.
მაგრამ იმ კონკრეტული ნიშან-თვისებების განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც მორალური სტატუსის მინიჭება შეიძლება მოხდეს, არც ისე მარტივია. შემოთავაზებულ კრიტერიუმთა შორისაა ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა აზროვნების უნარი; თვითაღქმა; სხვებთან ურთიერთობის დამყარების უნარი; ტანჯვის შეგრძნება; ან, უბრალოდ, ადამიანის სახეობის წევრობა. მაგრამ ამ კრიტერიუმთაგან თითოეული, საბოლოო ჯამში, ვრცელდება ისეთ ჯგუფებზეც, რომელთა წევრებსაც მორალური სტატუსი მიკუთვნებული არ აქვთ ან გამორიცხავს ისეთებს, რომელთაც ის მოეპოვებათ.
მოსაზრებამ, რომ არა-ადამიან ცხოველებს საკმარისი მორალური სტატუსი აქვთ საიმისოდ, რომ საკვების მოპოვების მიზნით ან სამედიცინო კვლევებისათვის მათი დახოცვა ამორალურად ჩაითვალოს, ფილოსოფოსთა წრეებში ფეხი საგრძნობლად მოიკიდა. მსგავსად ამისა, ვეგანიზმიც მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად გავრცელდა. სულ რაღაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს ვეგანად მიიჩნევენ, 600 პროცენტით გაიზარდა. ამის პარალელურად, გაერთიანებულ სამეფოში ვეგანთა რაოდენობამ 2014-2018 წლებში 150 ათასიდან 600 ათასამდე მოიმატა. ეს გვიჩვენებს, რომ ხალხის სურვილი, ცხოველთა ინტერესების დაცვის საკითხს სერიოზულად შეხედონ, თანდათანობით იზრდება.
ხორცის ჭამაზე ადამიანთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ამბობს უარს.
ფოტო: Shutterstock
ფილოსოფიური გადმოსახედიდან, არა-ადამიანი ცხოველების საკვებად ან სამედიცინო კვლევებისათვის გამოყენება არაეთიკურია, ვინაიდან ცხოველებს მნიშვნელოვნად აზარალებს და, სანაცვლოდ, ჩვენ მეტად უმნიშვნელო სარგებელს გვაწვდის. მაგრამ ისინიც კი, ვინც მიიჩნევს, რომ არა-ადამიან ცხოველებს მორალური სტატუსი აქვთ, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერდნენ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ცხოველის გაწირვას, - ადამიანი-ცხოველის ორგანოების დონაცია კი, ფაქტობრივად, ამ დატვირთვის მატარებელია. ეს იმიტომ, რომ ადამიანს საკუთარი სიცოცხლის კომპლექსური გზებით დაფასება შეუძლია, რისი უნარიც ცხოველებს არ შესწევთ.
მაგრამ თუ ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდები ჩვენ უფრო დაგვემსგავსებიან, ვიდრე - არა-ადამიან ცხოველებს, ბუნებრივად წამოიჭრება დავა იმ საკითხზე, თუ რამდენად ეთიკურია მხოლოდ ორგანოების ამოცლის მიზნით ჰიბრიდების შექმნა. ანუ, ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდის თანხმობის გარეშე მისი ორგანოების სხვებისთვის გადასანერგად გამოყენება მორალურად ადამიანისადმი ანალოგიური მოპყრობის ტოლფასი შეიძლება გახდეს.
რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ამ არგუმენტმა იმუშაოს, საჭიროა მტკიცე მიზეზები, რომელთა საფუძველზეც ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდისთვის არა მხოლოდ მორალური სტატუსის მინიჭება გამართლდება, არამედ - მისი სიცოცხლისთვის ადამიანის სიცოცხლის ტოლფასი მორალური ღირებულების მიცემაც. და მაშინაც კი, თუ თაგვ-ადამიან ჰიბრიდს "ადამიანის მსგავსი" ტვინი ექნება, ფრიად საეჭვოა, იგი საკმარისად "ადამიანური" იყოს საიმისოდ, რომ მორალურად ადამიანის თანასწორად მოვისაზროთ.
ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ განხილულ პროცესს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, წარმატებით გადაჭრას სატრანსპლანტაციო ორგანოების მუდმივი ნაკლებობის პრობლემა, ბევრს მიაჩნია, რომ ადამიანი-ცხოველი ჰიბრიდების ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად გამოყენება გამართლებულია - მაშინაც კი, თუ ეს რაღაც დონეზე ცხოველების ტანჯვას გამოიწვევს.
ამავე თემაზე:
მეცნიერებმა ლაბორატორიაში ღორისა და ადამიანის ჰიბრიდი შექმნეს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები