რატომ გვირჩევს ფეისბუქი მეგობრებად ხალხს, რომლებსაც არც კი ვიცნობთ
ფეისბუქის ალგორითმი, რომელიც სავარაუდო მეგობრებს გვირჩევს, იდუმალებითაა მოცული და არა მარტო ჩვენთვის, არამედ თავად კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვისაც კი. ამ უჩვეულო შემოთავაზებებს კი ხშირად სახიფათო შედეგებამდეც მივყავართ.
ფოტო: Vicky Leta / Mashable
ამელია ტეიტი, ციფრული კულტურის ჟურნალისტი, ფეისბუქის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თუმცა, ამავდროულად, ბევრისთვის პრობლემური ფუნქციის შესახებ მოგვითხრობს.
უკვე ათწლეულზე მეტია, ფეისბუქი ფუნქციით, ადამიანები, რომლებსაც შეიძლება იცნობდე, იგივე PYMK, თავის პლატფორმაზე პოტენციურ ახალ მეგობრებს გვთავაზობს: გოგოს, რომელსაც სკოლაში იცნობდი; შენი საუკეთესო მეგობრის მამას ან ბიძას, რომლის მეგობრებში დამატებასაც თავს არიდებდი, რადგან უცნაური პოლიტიკური გემოვნება აქვს. ამ ფუნქციის ალგორითმი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მის შესახებ მრავალი კონსპირაციული თეორიაც კი არსებობს. თუ ამის შესახებ დაგუგლავთ, პირველი იმას ამოიკითხავთ, რომ ფეისბუქი მეგობრებად იმ ხალხს გვირჩევს, ვინც ჩვენს პროფილს ხშირად ათვალიერებს. ამ მოსაზრების სისწორეს თავად კომპანია უარყოფს.
ფეისბუქი ამ ალგორითმის მუშაობის პრინციპის ახსნისას საჯაროდ მხოლოდ ოთხ ფაქტორს ასახელებს: ფეისბუქის დახმარების ცენტრის მიხედვით, მსგავსი შემოთავაზებების ძირითადი მიზეზი ბევრი საერთო მეგობრის ყოლაა; შესაძლებელია, ამ ადამიანებთან ფოტო ან ფეისბუქის ჯგუფი გაერთიანებდეთ; ან სკოლა თუ სამსახური გაკავშირებდეთ; და ბოლოს, შესაძლებელია, ის იმ ადამიანების დამეგობრებას გთავაზობდეთ, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციაც მობილურში ან იმეილზე გქონდათ და, გამიზნულად თუ გაუცნობიერებლად, ფეისბუქთან დაასინქრონეთ. 2016 წელს ფეისბუქი დამატებით "სხვა ბევრ ფაქტორსაც" ახსენებდა, მაგრამ ამჟამად ეს მონაკვეთი ოფიციალური განცხადებიდან ამოღებულია.
ფოტო: Wired
"ერთადერთი თეორია, რაც მაქვს, კონსპირაციულს წააგავს და მოკლედ ასე გადმოიცემა: ისინი მასობრივად გვაკონტროლებენ", - ამბობს ბანკის ოპერატორი, ოცდასამი წლის ედი ველასკო, რომელიც ერთ ქალ კლიენტს მოემსახურა და იმ საღამოსვე ფეისბუქმა სწორედ მისი დამატება შესთავაზა მეგობრებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეჭვის გამაბათილებელი მრავალი გამოძიება ჩატარდა, მაინც ბევრს სჯერა, რომ ფეისბუქი ტელეფონების საშუალებით ჩვენს საუბრებს ისმენს, რათა სხვადასხვა პროდუქტი, ამ შემთხვევაში კი მეგობრები, შემოგვთავაზოს.
"ვფიქრობ, ფეისბუქი კონკრეტულ ადამიანებთან იმიტომ მაკავშირებს, რომ მუდმივად მისმენენ", - ამბობს ცხრამეტი წლის სტარბაქსის თანამშრომელი, ჯულის ევრიჯი, რომელსაც ფეისბუქი ხშირად მისი კლიენტების დამატებას სთავაზობს. ბრიჯიდ კელინს, ორმოცი წლის მუსიკოსს კენტუკიდან, კი სჯერა, რომ დედამისის მედდა შესაძლო მეგობრების სიაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მათი მობილური ტელეფონები ერთსა და იმავე ადგილას დააფიქსირეს.
ეს მოვლენა იდუმალების ბურუსითაა მოცული, რომლის გაფანტვასაც ფეისბუქი თითქოს არც კი ცდილობს. "ერთადერთი, რაც ფეისბუქის ამ ფუნქციის შესახებ მონაცემების შეგროვებისას აღმოვაჩინე, იყო ის, რომ თავად კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებსაც კი არ აქვთ სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რა პრინციპით მუშაობს ის. ამის გამო წლების განმავლობაში მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებდი", - ამბობს ჟურნალისტი ქაშმირ ჰილი, რომელიც ფეისბუქის ამ საიდუმლოს ამოსახსნელად ინფორმაციას დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში აგროვებდა.
2016 წელს ჰილმა თავის სტატიაში ისიც აღნიშნა, რომ ფეისბუქი სავარაუდო მეგობრების შესათავაზებლად მომხმარებლების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციასაც აგროვებდა, რაც მას კომპანიის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუქმა ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ კომპანიამ მომხმარებლების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ფუნქციისთვის ერთადერთხელ, საცდელად და მხოლოდ ოთხი კვირის განმავლობაში გამოიყენა.
ამ ყველაფრის გამო სრულიად გასაგები ხდება, თუ რატომ არიან ადამიანები ასე უნდობლად განწყობილნი კომპანიის მიმართ და რატომ ვრცელდება მუდმივად ჭორები. 2016 წელს, როცა ამერიკულმა გამოცემა Vox-მა ამავე თემაზე სტატია მოამზადა, ფეისბუქმა მომხმარებლების პირადი შეტყობინებებისა და ზარების შესახებ მონაცემების შეგროვების ფაქტი უარყო. თუმცა ორი წლის შემდეგ, 2018 წლის მარტში, კომპანიამ აღიარა, რომ ანდროიდის მომხმარებლების ნაწილისგან მესენჯერის აპლიკაციის საშუალებით პირად მონაცემებს აგროვებდა; ხოლო ეს ფაქტი Vox-თან თურმე იმიტომ უარყვეს, რომ ჟურნალისტმა არა მესენჯერის აპლიკაციის, არამედ მხოლოდ ფეისბუქის შესახებ იკითხა.
ფოტო: Jim Cooke
მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქი თქვენთვის მეგობრების კანდიდატების შერჩევისას მომხმარებლების სატელეფონო კონტაქტების გამოყენების ფაქტს ამჟამად თამამად აღიარებს (თქვენი კონტაქტების სია ფეისბუქში ან მესენჯერში ატვირთული გაქვთ თუ არა, ადვილი გადასამოწმებელია), ამ საკითხის ირგვლივ არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს არა მხოლოდ კონსპირაციულ თეორიებამდე მივყავართ, არამედ ეს ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს.
2017 წელს აშშ-ში სექსმუშაკებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ საკუთარი უსაფრთხოების გამო ღელავდნენ, რადგან ფეისბუქი მათ ხშირად თავიანთი კლიენტების მეგობრების სიაში დამატებას ურჩევდა. ერთი წლით ადრე კი ერთი ფსიქიატრის პაციენტებს ფეისბუქმა ერთმანეთთან დამეგობრება შესთავაზა. ჟურნალისტმა ჰილმა, რომელმაც ეს ისტორია პირველმა გაასაჯაროა, ივარაუდა, რომ რადგან ყველა პაციენტს კონკრეტული ფსიქიატრის ტელეფონის ნომერი ჰქონდა მობილურში შენახული, ფეისბუქის ალგორითმა ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ ადამიანებად მიიჩნია. ფუნქცია PYMK უკვე წლებია, ცოლებს ქმრების ღალატს ამცნობს და გაუპატიურების მსხვრეპლებს თავიანთ მოძალადეებს მეგობრებად სთავაზობს. ამ ფუნქციასთან დაკავშირებით უჩვეულო გამოცდილება თავად ქაშმირ ჰილსაც აქვს - 2017 წელს ფეისბუქმა ის დააკავშირა პაპიდასთან, რომელსაც არასდროს შეხვედროდა.
ჩემს ანგარიშზე სამასი ადამიანის დამატების შემოთავაზება მაქვს მოსული და როცა მათ ვშლი, ფეისბუქი სამას სხვას მთავაზობს. რადგან ფეისბუქი ამბობს, რომ საერთო მეგობრების ყოლა ამ შემოთავაზებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, გადავწყვიტე, ეს პრაქტიკაში შემემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ჩემს პროფილზე ამ ადამიანების სიის სათავეში ის მომხმარებელია, რომელთანაც ნული საერთო მეგობარი მყავს, ხოლო ის, ვისთანაც თექვსმეტი მეგობარი მაკავშირებს, ლამის სიის ბოლოშია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს რამდენჯერმე შევხვედრილვარ და მასთან ერთად ერთხელ პაბში დასალევადაც კი ვიყავი წასული, ის გულზე დიდად არ მეხატება.
დავიჯერო, ფეისბუქმა ამის შესახებ როგორღაც იცის? ამის საპირისპიროდ, პიროვნება, რომელთანაც მხოლოდ ორი საერთო მეგობარი მყავს და რეალურ ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივარ, სიის სათავეშია - მე ის ძალიან მომწონს და ტვიტერზე ერთმანეთს ხშირად ვწერთ. ნუთუ, ფეისბუქმა ამის შესახებაც იცი? ნუთუ, წლების განმავლობაში ამ საიტს ჩემ შესახებ იმდენი ინფორმაცია მივაწოდე, რომ ახლა შეუძლია მიხვდეს, კარგი ურთიერთობა ვისთან მექნება?
ფოტო: Getty
ფეისბუქი მეგობრებად უმეტესად იმ ხალხს მთავაზობს, რომლებთანაც, როგორც ჟურნალისტმა, ინტერვიუები ჩავწერე. ამ ფაქტში უჩვეულო ისაა, რომ რესპოდენტებს ყოველთვის WhatsApp-ის საშუალებით ვუკავშირდები და მათ ნომრებს ტელეფონში არ ვინახავ. "WhatsApp თავის კონტაქტებს ფეისბუქს არ უზიარებს; ჩვენ არ ვიყენებთ WhatsApp-ის მონაცემებს მომხმარებლებისთვის მეგობრების შესათავაზებლად", - ასეთია ფეისბუქის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ჟურნალისტმა ქაშმირ ჰილმა ჯერ კიდევ წლების წინ შენიშნა, რომ ფეისბუქს შეეძლო ამ ინფორმაციის გამოყენება - WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ არსებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "ფეისბუქი შეიძლება იყენებდეს ჩვენთან არსებულ ინფორმაციას, რათა თქვენთვის ისეთი სერვისები გააუმჯობესოს, როგორებიცაა, მაგალითად, ახალ მეგობრებთან ან საინტერესო მასალასთან დაკავშირება".
ყველაზე მეტად სავარაუდო ისაა, რომ, მართალია, ჩემი რესპოდენტების ნომრები მობილურში მე არ შემინახავს, მაგრამ ალბათ მათ შეინახეს ჩემი თავიანთში. "ფეისბუქის PYMK ფუნქციაში ყველაზე აუტანელი ისაა, რომ პირად უსაფრთხოებას თავად ვერ იცავ. თუ ვიღაც შენს ნომერს თავის საკონტაქტო სიაში ჩაამატებს, მაშინ შენ შესახებ ინფორმაციის გაჟონვა გარდაუვალი ხდება", - ამბობს ჰილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ჩემი სიფრთხილისა, ფეისბუქს მობილურში შენახული კონტაქტები ავტომატურად არ აეტვირთა და არ გამოეყენებინა, მესენჯერის შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირადაა. ამ სტატიაზე მუშაობის დაწყებამდე არც კი ვიცოდი, რომ ფეისბუქი მესენჯერის აპლიკაციის საშუალებით კონტაქტების შესახებ ინფორმაციას "მუდმივად ტვირთავს" და ინახავს (ამ ფუნქციის გამორთვა შესაძლებელია; ხოლო ანდროიდების მფლობელები იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ ფეისბუქი თქვენი პირადი ტექსტური შეტყობინებებისა და ზარების შესახებაც არ აგროვებს ინფორმაციას).
ფეისბუქის PYMK ფუნქციის ნაწილი კვლავ იდუმალებითაა მოცული (ჟურნალისტმა ჰილმა შექმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ მას ამ ალგორითმის ამოხსნაში დაეხმაროთ. თუმცა, ბუნებრივია, რომ ფეისბუქი ამ მეთოდის გამოყენებას წესების დარღვევად მიიჩნევს). მრავალი სავარაუდო მიზეზი არსებობს, თუ რატომ შესთავაზა ფეისბუქმა ზემოთ ხსენებულ ველასკოს, ივრიჯსა და კელინს კონკრეტული ადამიანები დასამეგობრებლად. შესაძლოა, მათ მართლაც ფეისბუქის ჯგუფი, მეგობარი სკოლიდან ან საერთო ფოტო აკავშირებდათ.
შესაძლებელია, ეს უბრალო დამთხვევა ან ბაადერ-მაინჰოფის ეფექტის რიგითი გამოვლინებაა, რომლის დროსაც როცა რაღაც ან ვიღაც შენს ყურადღებას იქცევს, შემდეგ შემაშფოთებელი სიხშირით ხვდება შენს თვალსაწიერში. არაა გამორიცხული, რომ ველასკოს ფეისბუქი თავისი კლიენტის დამატებას მანამდეც სთავაზობდა და ეს მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, რაც მას ბანკში შეხვდა.
შეიძლება, ფეისბუქის ეს ფუნქცია ჯერ იმდენად საშიში არ არის, რომ თქვენს ადგილმდებარეობას აკონტროლებდეს ან თქვენს მობილურს უსმენდეს, მაგრამ ის ადამიანებს მაინც ყოველდღიურად უქმნის პრობლემებს. "ვფიქრობ, PYMK ფუნქციაში ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ის გვაჩვენებს, როგორ შეუძლია ფეისბუქს იმ ადამიანების ზუსტად შერჩევა, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვიცნობთ ან ყოველდღიურად ჩვენგან შეუმჩნევლად ვხვდებით. ამას კი იმით ახერხებენ, რომ მათ აქვთ წვდომა ჩვენს მობილურში არსებულ მონაცემებზე, მათ შორის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციაზეც. რამდენადაც ვიცით, ისინი, უბრალოდ, ამ ინფორმაციას ჯერ სრულად არ იყენებენ", - ამბობს ქაშმირ ჰილი.
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს გიორგი გახარია: IPRM-ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ "ქართული ოცნება" დაშლის ჩორჩანას საგუშაგოს
გადახედვა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
გადახედვა
-
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა
-
წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო
-
პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს
გადახედვა
-
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
-
შალვა პაპუაშვილი: სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით შალვა პაპუაშვილი: სად არის ხარვეზები მთლიან ამ ჯაჭვში, რომელიც საბოოლოო ჯამში დახლზე ფასად გადაიქცევა, ამას შევისწავლით
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ
გადახედვა
-
The White Lotus-ის მეოთხე სეზონს ჰელენა ბონემ კარტერი უერთდება The White Lotus-ის მეოთხე სეზონს ჰელენა ბონემ კარტერი უერთდება
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
გადახედვა
-
5 მარტივი ვარჯიში მათთვის, ვისაც სპორტდარბაზში სიარულის დრო არ აქვს 5 მარტივი ვარჯიში მათთვის, ვისაც სპორტდარბაზში სიარულის დრო არ აქვს
-
თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
გადახედვა
კომენტარები