ეს ნიშნები მიგახვედრებთ, რომ ფულს უკონტროლოდ ხარჯავთ
ფოტო: Shutterstock
ფიქრობთ, რომ ფულის უკონტროლო ხარჯვის პრობლემა გაქვთ? ან იქნებ უბრალოდ ინფორმაციას ეძებთ, რადგან საყვარელი ადამიანის ფულის უაზროდ ხარჯვის ჩვევა გაღელვებთ. რაც უნდა იყოს მიზეზი, იმედი მაქვს, რომ სტატიას საფუძვლიანად წაიკითხავთ და სერიოზულად მიუდგებით.
შოპინგზე დამოკიდებულება და ფულის უკონტროლო ხარჯვა ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. ქვემოთ ნაჩვენებია რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მავნე ჩვევისაგან გასათავისუფლებლად უკვე ჩარევაა საჭირო.
1. განრიგს გაყიდვებისა და ფასდაკლებების მიხედვით ადგენთ
ფოტო: mizar_21984 / Shutterstock
ზოგიერთი ადამიანს კარგ შემოთავაზებაზე უარის თქმა უბრალოდ არ შეუძლია. მელისა ბლევინსი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: როდესაც აშშ-ში the Krazy Coupon Lady-ის წყალობით კუპონებით შოპინგი საოცრად პოპულარული გახდა, მეც კი უზომოდ დამოკიდებული ვიყავი მასზე. ყოველ კვირა დილას გაზეთის საყიდლად გავრბოდი, რომ შემდეგ მასში დაბეჭდილი კუპონებით საუკეთესო ნივთი მეყიდა. მეგობართან ერთად საათობით დავდიოდი ქალაქში და ყველა სავაჭრო ცენტრში ვჩერდებოდი.
პრობლემა ის არის, რომ ბოლოს უამრავი უსარგებლო ნივთით ხელში აღმოვჩნდი, მხოლოდ იმიტომ, რომ იაფი ან უფასო იყო. დრო მართლაც ფულია, ასე რომ, როდესაც გლუკოზას ტაბლეტებზე მომხიბვლელ წინადადებას შემოგთავაზებენ, ჰკითხეთ თქვენს თავს, ოდესმე თუ დაგჭირდებათ ისინი რეალურ ცხოვრებაში. თუ პასუხი არის არა, მსგავსი წინადადების მიღებისგან თავი შეიკავეთ. ისინი თქვენს მიზნებს გრძელვადიან პერსპექტივაში უქმნიან საფრთხეს.
2. საკრედიტო ბარათებს იყენებთ და წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი დახარჯეთ
ფოტო: Shutterstock
იცოდით, რომ საკრედიტო ბარათების გამოყენება ფულის ხარჯვის გაკონტროლებას კიდევ უფრო ართულებს? (განსაკუთრებით, მაშინ თუ ერთზე მეტ საკრედიტო ბარათს იყენებთ). ახლა გოგონებთან ერთად გატარებული შაბათ-კვირა და უაზროდ დახარჯული ფული მახსენდება და თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ. ასე, რომ გაზრდის დროა.
დავუშვათ, შავი პარასკევის კვირეულია და საყიდლებზე წასვლას საუკეთესო მეგობრებთან ერთად გეგმავთ. თქვენ თითოეული მაღაზიისთვის სპეციალურად შედგენილი სავაჭრო სია გაქვთ, შესაძლოა თითოეულ ნივთს დაახლოებითი ღირებულებაც კი მიუწერეთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომატურად დაცულები ხართ. რას იტყვით მოულოდნელ შემოთავაზებებზე? სპეციალური ფასდაკლებები და საშობაო დეკორაციები თქვენი ყურადღების მისაპყრობად ყოველთვის მზად არიან, რომ აღარაფერი ვთქვათ საკვებსა და სასმელებზე, რომლებიც თქვენს მხიარულ შაბათ-კვირას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
3. ელ. ფოსტა სავსეა შემოთავაზებებით, რომლებსაც ყოველდღიურად ამოწმებთ
თუ თქვენი მონაცემები რესტორნებისა თუ მაღაზიების ქსელებშია დაფიქსირებული, ალბათ კვირის განმავლობაში "გადაუდებელი" და "სასწრაფო" შინაარსის უამრავ ტექსტურ შეტყობინებას იღებთ.
თქვენი ელექტრონული ფოსტა სავსეა მსგავსი შემოთავაზებებით და თქვენც ამ შეტყობინებებში განუწყვეტლივ ეძებთ ფულის დაზოგვის გზებს.
4. საკმარისი ფული არ გაქვთ საკვებისთვის
ფოტო: Shutterstock
ხელფასის აღებამდე ხშირად "გადაგივლიათ" კრეკერსა და მაკარონზე? შესაძლოა, თქვენი სიტუაცია ასეთი უკიდურესი არ ყოფილა, მაგრამ დატანჯულხართ ხელფასის აღების ბოლო დღეებში და მისი აღებისთანავე ისევ გარეთ სადილობასა და ვახშამზე დაგიგეგმავთ წასვლა (მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ამას ვერ შეძლებდით)? ხელფასიდან ხელფასამდე ფულის უკმარისობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ მფლანგველი ხართ, ამას კი შემდეგ პუნქტამდე მივყავართ.
5. ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობთ
ფოტო: Shutterstock
თუ თქვენ ხელფასიდან ხელფასამდე, ყველანაირი დანაზოგის გარეშე ცდილობთ თავის გატანას, სავარაუდოდ ხარჯვის პრობლემა გაქვთ. ბიუჯეტის გაწერის საშუალებით თქვენ თქვენს ფულს ეუბნებით რა უნდა გააკეთოს და საშუალებას აძლევთ, რომ თქვენს სასარგებლოდ იმუშაოს. დაიწყეთ აქედანვე, თუ ხელფასიდან ხელფასამდე ნორმალური ცხოვრება გსურთ.
6. უარყოფთ, რომ ფულის უკონტროლოდ ხარჯვის პრობლემა გაქვთ
ფოტო: Shutterstock
თუ ეს თვისებები და მახასიათებლები თქვენთან სახიფათოდ ახლოსაა, ნუ შეშინდებით. თუ ფულის უკონტროლოდ ხარჯვის გამო თავს დამნაშავედ გრძნობთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ქცევის ცვლილებაზე ზრუნვა არასოდეს არ არის დაგვიანებული.
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
კომენტარები