მივდივართ საქართველოში
ბოლო წლებში საქართველოში ზაფხულს ერთი ასეთი ტენდენცია ახასიათებს: სამოგზაურო სეზონის დადგომისთანავე რომელიმე მარშრუტი განსაკუთრებით პოპულარული ხდება ხოლმე. ხან ლისაბონი შემოდის მოდაში, ხან - ბარსელონა, ხან - რა და ხან - რა. და მერე, რა თქმა უნდა, ფეისბუქზე ჩვენი მეგობრების კედლებიც შესაბამისი ჩექინებით, რეკომენდაციებითა და ფოტოებით ივსება.
წლევანდელ ზაფხულსაც თავისი ტრენდი აქვს. ვფიქრობ, საუკეთესო: #spendyoursummeringeorgia — ინიციატივა, რომელმაც ერთი იდეით გაგვაერთიანა და განსხვავებული საქართველო ბევრს უკვე აღმოგვაჩენინა. თუმცა, საკუთარ ქვეყანაში დაუვიწყარი მოგზაურობა, ალბათ, უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ წინ აქვს, ამიტომ მათ, ვინც #spendyoursummeringeorgia -ს ახლა უერთდებით, ამ სტატიაში ტერაბანკის კამპანიის შესახებ გიამბობთ. გახდი ტერა მოგზაური, რომელიც ეროვნული ტურიზმის მხარდასაჭერად შეიქმნა, საინტერესო საზაფხულო თავგადასავლების დაგეგმვაშიც დაგეხმარებათ და მხიარული მოულოდნელობებითაც აგავსებთ.
ტერაბანკის ფილიალები, როგორც ტურისტული ცენტრები
პირველი აგვისტოდან ტერაბანკის ფილიალებმა თბილისსა თუ რეგიონებში იერსახე იცვალეს, განსხვავებული ვიზუალური იმიჯი მოირგეს და საბანკო ოპერაციებთან ერთად, ტურისტული ცენტრების ფუნქციებიც შეითავსეს.
და თუ ტერაბანკის ფილიალებს ესტუმრებით, საბანკო პროდუქტების გარდა, იქ ფერად-ფერად ტურისტულ ბროშურებსა თუ ბუკლეტებსაც აღმოაჩენთ. ბროშურებიდან კი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ და იმ დეტალურ მარშრუტებსა თუ ისტორიებსაც აღმოაჩენთ, რომლებიც უნიკალური ადგილების მოსანახულებლად მწერალმა არჩილ ქიქოძემ სპეციალურად კამპანიისთვის მოგიმზადათ.
მოგზაურობასთან დაკავშირებით რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია თუ დაგჭირდებათ, ფილიალში ტურისტული მრჩეველი მოძებნეთ. პრინციპში, დიდი ძალისხმევის დახარჯვა არც მოგიწევთ, რადგან სახელთან ერთად, ბეჯზე მას სპეციალური წარწერა "ტურისტული მრჩეველი" ექნება.
ინფორმაციის დანაკლისი ნამდვილად არ გექნებათ, იმიტომ რომ ტურისტული ობიექტების - სასტუმროების, ადგილობრივი კაფეებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია ტერაბანკის ბანკომატების ეკრანებზე, ვებსაიტსა და ფეისბუქის გვერდზეც იქნება თავმოყრილი. იმ ფილიალების დეტალურ ჩამონათვალს კი, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ტურისტული ცენტრების ფუნქციებსაც შეითავსებენ, ამ ბმულზე გაეცნობით.
terabankfortravelers.ge - ყველა ინფორმაცია ერთ საიტზე
ფოტო: ტერაბანკი
ტერაბანკის საზაფხულო კამპანიამ ინდუსტრიის ყველა მხარე მოიცვა. შეიქმნა ვებგვერდი www.terabankfortravelers.ge, რომელზეც სხვადასხვა ტურისტული ობიექტის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. თუ მოგზაურობის დაგეგმვა გსურთ, ამ საიტზე მარტივად მოიძიებთ ცნობებს სხვადასხვა სასტუმროსა თუ ჰოსტელის შესახებ, მათ საკონტაქტო ინფორმაციას, მისამართსა და ფოტოებს. აქვე შეიტყობთ სიახლეებს ცხელ-ცხელ შეთავაზებებზე, აქციებსა თუ გათამაშებებზე.
საიტი და მთლიანად კამპანია ტურისტულ ბიზნესებსაც გამოადგებათ: ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება თუ ტერაბანკის სხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენება უფასოა. ასე რომ, კამპანია უყურადღებოდ არავის ტოვებს.
როგორ გავხდე ტერა მოგზაური
უმარტივესად: უნდა ეწვიოთ ტერაბანკის ფილიალებს, რომლებიც ტურისტული ცენტრების ფუნქციებსაც ითავსებენ და რაც მთავარია, აქტიურად ადევნოთ თვალი ტერაბანკის ფეისბუქის გვერდსა და ვებსაიტს www.terabankfortravelers.ge. სწორედ აქ გამოქვეყნდება ძალიან ხელსაყრელი, კონკრეტული ტურისტული შეთავაზებები და გათამაშებები, რომლებიც სხვადასხვა ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. საჩუქრები საუკეთესოა, რაც მთავარია, ისეთი, მოგზაურების მოყვარულებს რომ გაუხარდებათ. ასე რომ, ჩაალაგეთ ჩანთები და გახდით ტერა მოგზაურები.
მივდივართ საქართველოში.
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები