გიორგი მარგველაშვილი

9 Aug. 2019, 23:38

არის კითხვა მართლა კანონიერია, თუ არა ხაზარაძის მიმართ ეს [წარდგენილ ბრალი]. იქნებ სკოლაში მათემატიკის გაკვეთილზე გადაიწერა ვიღაცისგან საკონტროლო და იმაში ხუთიანი მიღო, მოდი, იმაზე დავიჭიროთ. ცოტა მაინც პოლიტიკური თვალით თუ უყურებ, ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ ადამიანების გაღატაკება კიდევ უფრო იოლს ხდის მმართველობას. რაც უფრო გაღატაკებულია მოსახლეობა, შენი ჩინოვნიკი კარგად გრძნობს თავს. ამ დროს შენ, "ნაეზდს" აკეთებ ბიზნესებზე? ეს "ნაეზდია", როცა შემოვლენ და ამოგიგდებენ 11 წლის წინანდელ ვითომ უკანონო რაღაცას. ბარეღამ შევარდნაძის დროინდელი ქვითრები ამოწიონ, როცა საერთოდ ქვითრები არ არსებობდა. ამაზე ბანკიდან რომ გაგიშვებენ, ამაზე ანაკლიის პორტიდან გაგიშვებენ, მერე ამაზე სისხლის სამართლის საქმეს აღგიძრავენ და საპროცესოს გაგიფორმებენ, "ნაეზდია".

5 წლის განმავლობაში კოორდინირებული პოლიტიკა იყო ანაკლიის პორტის მხარდაჭერა. რა შეიცვალა, ეს არის პრობლემა, ამას რომ განვიხილავთ. ხაზარაძე თუ გახდა მტერი, წყალსაც წაუღია ანაკლიის პორტი — ეს არის დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ტრაგედიაა, რომ ანაკლიის პორტი კი არ არის უფრო მნიშვნელოვანი შენ პიროვნული ანგარიშსწორებაზე ხაზარაძეზე, არამედ ხაზარაძე უფრო მნიშვნელოვანია — მას დავარტყა და ანაკლიის პორტი თუ შეეწირება, შეეწიროსო, ისევე, როგორც უფრო მნიშვნელოვანია ნაციონალურ მოძრაობა დავარტყა და თუ ქვეყნის იმიჯი შეეწირება, შეეწიროს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შპს "დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს",…