სერიალს 13 Reasons Why მოზარდებში თვითმკვლელობის რიცხვის ზრდას უკავშირებენ
ფოტო: Netflix
ჯეი აშერის ცნობილი რომანის 13 მიზეზი რატომ და ამავე სახელწოდების მქონე Netflix-ის პოპულარული შოუს მთავარი გმირის სუიციდს, მწერალს თუ დავუჯერებთ, სწორედ 13 მიზეზი აქვს.
სერიალის შემქმნელების განცხადებით, მიზანი ისეთი მტკივნეული თემის ირგვლივ ჯანსაღი დისკუსიის გამოწვევა იყო, როგორიც თვითმკვლელობაა, რადგან ეს სოციალური პრობლემა, მათი აზრით, ხშირად შეცდომით რომანტიზირებულია. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, საზიანო გზავნილის წინააღმდეგ გალაშქრების ნაცვლად, სერიალს, შეიძლება, პირიქით, მსგავსი ხედვა გაემყარებინა კიდეც.
სერიალის პრემიერა 2017 წლის გაზაფხულს შედგა და მას შემდეგ მკვლევრებმა სტატისტიკაზე დაყრდნობით დაადასტურეს, რომ აშშ-ში ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ახალგაზრდებში თვითმკვლელობის შემთხვები მკვეთრად გაიზარდა. აპრილში ამ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევა გავლენიან სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, თვითმკვლელობათა რიცხვი სერიალის გამოსვლიდან ერთ თვეში იმაზე მაღალი იყო, ვიდრე მანამდე ხუთი წლის განმავლობაში ყოფილა.
მალე კი ამ სერიალის მესამე სეზონიც გამოვა.
გასათვალისწინებელია, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის თქმა, უშუალოდ სერიალის ყურებამ თუ უბიძგა მოზარდებს, გადაედგათ ეს საბედისწერო ნაბიჯი - კვლევა, უბრალოდ, ამ ორი მოვლენის კავშირზე მიუთითებს.
მეცნიერები იმ სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებდნენ, რომლებსაც მონაცემებზე გავლენის მოხდენა შეეძლო - მაგალითად, ბოლოდროინდელ ტრენდებსა და სეზონების გავლენას თვითმკვლელობათა მაჩვენებელზე. ამასთან, ბოლო რამდენიმე წელია, ახალგაზრდების თვითმკვლელობათა რიცხვი გამუდმებით იზრდება. ამის მიუხედავად, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ ასაკის ჯგუფში მოსალოდნელზე 200-ით მეტი სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს რიცხვი მეტწილად ბიჭების ხარჯზეა გაზრდილი. როგორც New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში მკვლევარებმა განაცხადეს, ეს მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ელოდნენ, რომ სერიალის გმირთან თავს უფრო გოგოები გააიგივებდნენ და, შედეგად, სწორედ ისინი აღმოჩნდებოდნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. ნაშრომის ერთ-ერთი ავტორის, აშშ-ის მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარის, ლიზა ჰოროვიცის განაცხადებით, მათ არა მხოლოდ თვითმკვლელობების, არამედ სუიციდის მცდელობების მონაცემებიც რომ შეესწავლათ, მაშინ, შესაძლოა, განსხვავებული შედეგი მიეღოთ.
"ნებისმიერი ასაკის ქალებში თვითმკვლელობის მცდელობათა რიცხვი კაცებისას სამჯერ აღემატება, მაგრამ კაცებს ოთხჯერ ხშირად მიჰყავთ საქმე ბოლომდე“, - განაცხადა ჰოროვიცმა.
Netflix-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე ნახა ეს კვლევა და ახლა მისი შესწავლის პროცესში არიან: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ მონდომებით ვმუშაობთ, რომ ამ მტკივნეულ პრობლემას მთელი პასუხისმგებლობით გავართვათ თავი“, - აცხადებს ის.
საშიში გზავნილი, რომლის შესახებაც ექსპერტებმა წინასწარ იცოდნენ
ფოტო: Netflix
ექსპერტებმა უწინაც ისაუბრეს იმ ზიანის მომტანი შეტყობინების შესახებ, რომლის მიწოდებაც მაყურებლებისთვის ამ სერიალს შეუძლია. მათი თქმით, ყველაზე პრობლემური ისაა, თუ როგორაა ნაჩვენები შოუში მთავარი გმირის, საშუალო სკოლის მოსწავლის, ჰანა ბეიკერის სიკვდილი.
სერიალში თვითმკვლელობის მძიმე კადრები პირდაპირ უპირისპირდება მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იმაზე, თუ როგორ უნდა ვაჩვენოთ სუიციდის სცენა ისე, რომ მაყურებელს იმავეს გაკეთებისკენ არ ვუბიძგოთ.
ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ სერიალში ბეიკერის ისტორიის განვითარება, - ყოველი სერია მისი სიკვდილის წინ დატოვებული ცამეტი ჩანაწერიდან თითოს შესახებ მოგვითხრობს, - ამ პერსონაჟს ყალბ და მავნებლურ ავტორიტეტსა და ძალაუფლებას ანიჭებს. ამის შედეგად სერიალში მისი სიკვდილის შემდეგ ერთგვარი მეორე ცხოვრების ილუზია იქმნება, რაც სუიციდის შესახებ რომანტიკულ და რეალობასთან არანაირი კავშირის არმქონე წარმოდგენას ამყარებს.
"ეს თვითმკვლელობის რომანტიზირებაა; ისტორიის მთავარი ხაზი იმ იდეას გასდევს, რომ, თითქოს, შენ შეგიძლია, თავი მოიკლა და მაინც არ იყო ბოლომდე მკვდარი. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ პერსონაჟი (ბეიკერი) სიკვდილის მერეც განაგრძობს ამ ისტორიის გმირად ყოფნას - ის ხშირად ჩანს სხვადასხვა სცენაში და მისი არსებობის კვალი კვლავ ყველგანაა", - ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა დონ მორდიქაიმ, აშშ-ს ჯანმრთელობის ცენტრ Kaiser Permanent-ის ხელმძღვანელმა.
მორდიქაიმ და სხვა ექსპერტებმა თავიდანვე გაგვაფრთხილეს, რომ მოვლენათა ასეთი ფორმით წარმოჩენას მაყურებლების შეცდომაში შეყვანა და მათი იმაში დარწმუნება შეეძლო, რომ ბეიკერის ისტორია შეიძლება მათ გადახდენოდათ.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ცოტა ხნის წინ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ამერიკული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა, Netflix-ზე ამ შოუს დადებიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკაში ახალგზარდების თვითმკვლელობათა რიცხვი 29 პროცენტით გაიზარდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლო წლებში სუიციდის შემთხვევათა გახშირების გათვალისწინებითაც კი ეს მაჩვენებელი მაინც წარმოუდგენლად მაღალი იყო.
მოზარდებში თვითმკვლელობათა შემთხვევები 2008 წლიდან მოყოლებული მატულობს
ფოტო: Netflix
გასულ წელს გამოქვეყნებული ორი კვლევა გვაფრთხილებდა, რომ სერიალის იმ პერიოდში გამოშვება, როცა მოზარდებში სუიციდის შემთხვევები ისედაც მატულობდა, სახიფათო შეიძლებოდა ყოფილიყო.
2018 წელს სამედიცინო ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 2008 წლიდან 2015 წლამდე სუიციდური ფიქრებისა და თვითმკვლელობის მცდელობების შედეგად ბავშვებისა და თინეიჯერების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გასამმაგდა.ამ ასაკობრივ ჯგუფებში კი განსაკუთრებით თინეიჯერი გოგოების რაოდენობა იყო გაზრდილი.
კიდევ ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ, რომელიც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ მაყურებლების ნაწილმა სერიალის ნახვის შემდეგ Google-ში ამ ფრაზის როგორ უნდა მოიკლა თავი ვარიაციები დაძებნა.
მაყურებლები ხანდახან თვითმკვლელობის პრევენციის შესახებაც ეძებდნენ ინფორმაციას, მაგრამ ყველაზე მეტად საძიებო სისტემაში სწორედ სუიციდურ ფიქრებზე ან მისი განხორციელების გზებზე კრებდნენ ცნობებს.
კვლევამ ისიც დაადგინა, რომ ინტერნეტსივრცეში ფრაზის სუიციდის ჩადენის გზები ძებნის მაჩვენებელი მოსალოდნელზე 26 პროცენტით გაიზარდა; ფრაზების თავის მოკვლა და როგორ შეიძლება თავის მოკვლა გუგლში აკრეფვის შემთხვევებმა კი 18 და 9 პროცენტით მოიმატა.
"დებატებისთვის დრო აღარ დარჩა, - კვლევის გამოქვეყნებისთანავე განაცხადა მისმა ხელმძღვანელმა, სან დიეგოს უნივერსიტეტში ადამიანის ქცევის შემსწავლელმა მეცნიერმა, ჯონ ეირისმა, - "სერიალის შემქმნელებმა დაუყონებლივ უნდა ირეაგირონ - ინტერნეტიდან პირველი სეზონი უნდა აიღონ, ხოლო მეორე სეზონის გადაღება უნდა გადადონ".
გასულ წელს სელენა გომესმა გადაცემაში დილა მშვიდობისა, ამერიკა ბეიკერის სიკვდილის სცენა დაიცვა და იქვე დაამატა, რომ მის გუნდს რაღაც ისეთის შექმნა სურდა, რაც სხვებს დაეხმარებოდა.
სერიალის მეორე სეზონში გომესმა და მისმა გუნდმა ყოველი ეპიზოდის წინ გაფრთხილება განათავსეს, რომელიც მაყურებელს ამცნობს, რომ შოუ მძიმე ემოციური შინაარსის კადრებს შეიცავს. თუმცა, როგორც მკვლევრები ამბობენ, საკითხთან გამკლავების ეს გზა, შეიძლება, ეფექტიანი არ აღმოჩნდეს.
"ნუთუ, გამაფრთხილებელი ტექსტი საკმარისი იქნება მაშინ, როცა ეს სერიალი, ფაქტობრივად, ბავშვებს თვითმკვლელობისკენ ან მასზე ფიქრისკენ უბიძგებს? მეეჭვება. ეს იმას ჰგავს, ვიღაც კიბეზე დააგორო და თან გააფრთხილო, რომ საფეხურები მოლიპულია", - ამბობს მკვლევარი ჯონ ეირისი.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები