ნიკა მელია

20 May. 2019, 00:42

არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ხელისუფლება სუსტდება. რაღაცას თუ ვიტყვით, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუება, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება... ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს. მტკიცებულებები უნდა დავდოთ. 5 ათასი დამკვირვებელი ვართ და ხმებს ზუგდიდში ვერავინ გაგვიყალბებსო, ახლა რომ გამოვალთ და ვიტყვით, რომ გაყალბდაო, მტკიცებულება უნდა განახოთ. ეს დათვური სამსახურია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და…