ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე საუბრისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ინიციატივა მოდიოდა ოკუპირებული ტერიტორიიდან, თუმცა არ დაუკონკრეტებია ბიზნესის მხრიდან იყო ინიციატივა, მოსახლეობიდან, თუ საოკუპაციო რეჟიმიდან. მისი თქმით, სავარაუდოდ ბიზნესის მხრიდან იყო დაინტერესება.
"ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტრანზაქციები ხორციელდება და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან იყო შეთანხმებული ეს ნაბიჯი. როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს შეთავაზება, ჩვენთან იყო შეთანხმებული და ჩვენ დავინახეთ სარგებელი, რა თქმა უნდა, მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით.
[...] ინიციატივა იქიდან მოდიოდა. იქ არ ვიცი, კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი. ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო ამ საწვავის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა და ჩვენ მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, იქიდანაც იყო ბიზნესის [ინტერესი], რომლებსაც ჰქონდა დეფიციტი, საწვავის დეფიციტი, შეიძლება მათ მიმართეს, შეიძლება სხვა მიმართა. მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო ის, რომ იყო დეფიციტი, გაკეთდა იქიდან მიმართვა ბიზნესის მიმართ და შემდეგ ჩვენთან შეთანხმდა ეს საკითხი და ასე დალაგდა ეს ყველაფერი", — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ე.წ. საზღვარზე გადატანის პროცესში საქართველოს მთავრობა არ ყოფილა ჩართული, ესეც "ბიზნესის მოლაპარაკების საგანი იყო და მათ მოილაპარაკეს ყველაფერთან დაკავშირებით". კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ ხელისუფლებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთანაა დაკავშირებული.
"ჩვენთვის ეს არის თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მთავარი ამოსავალი წერტილი — აქ ახლა ფულის შოვნა არ იყო... შეიძლება ბიზნესის მიზანი იყოს ფულის შოვნა, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ერთადერთი მოტივი, რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ნაბიჯი, ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი", — თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე — რისკი, რომ ეს საწვავი რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო, მან პირადად როგორ დააზღვია?, კობახიძემ განაცხადა, რომ "აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით".
"ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ისტერიული კამპანია იყო, იმიტომ რომ ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი და ისტერიკა ამას უკავშირდება. რაც შეეხება რუსეთის ჯარების მომარაგებას, რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0.001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში, აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. მერე საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე. ბაზები ჰგონიათ, რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ სამხედრო ბაზა იყო მომარაგებული ამ საწვავით. ნებისმიერ ბაზას თავისი საწვავის მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად. იმიტომ რომ ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ბაზა არის სტატიკური ობიექტი. ყველანაირ აბსურდში შევიდნენ. იმიტომ, რომ აქვთ ისტერიკა. როდესაც ხედავენ, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ისტერიკა", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
- მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
- "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
- BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით
გადახედვა
-
ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში
გადახედვა
-
სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო? "ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები