ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ტანსაცმლის შეძენისას ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას ფასს ვანიჭებთ, მაგრამ იშვიათად ვაკვირდებით ეტიკეტს, რომელზეც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა განთავსებული. ამ პატარა და საკმაოდ შემაწუხებელ დეტალს, ისე ვაძრობთ ხოლმე ახლად შეძენილ სამოსს, რომ არც ვინტერესდებით მასზე რა წერია. არადა, მისი სწორად წაკითხვის ცოდნა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გვესმოდეს რამდენად უსაფრთხო ტანსაცმელს ვყიდულობთ.
ეტიკეტი სხვა ბევრ მნიშვნელოვან დეტალთან ერთად, გვაუწყებს მთავარს — ტანსაცმლის შემადგენლობასა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციას.
გარდა ამისა, ეტიკეტიდან შეგვიძლია გავიგოთ როგორ მოვუაროთ, გავრეცხოთ და გავაშროთ ესა თუ ის სამოსი იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ სასიცოცხლო ციკლი. ყველაზე ხარისხიანი და ძვირად ღირებული სამოსიც კი, არასწორი რეცხვისა თუ მოვლის შედეგად, შესაძლოა სულ რამდენიმე გარეცხვის შემდეგაც კი გამოუსადეგარი გახდეს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ ტანსაცმლის უსაფრთხოებასა და ეტიკეტის ფუნქციაზე.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტზე
ტანსაცმლის ეტიკეტი არ არის მხოლოდ მწარმოებლის რჩევების კრებული, ის სტრუქტურულად სამ ძირითად, თანაბარ მნიშვნელოვან ნაწილად იყოფა: მოვლის ინსტრუქცია, შემადგენლობა, მწარმოებელი.
1. შემადგენლობა
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ტანსაცმლის ეტიკეტი უნდა გვაწვდიდეს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის ბოჭკოებისგან არის ის დამზადებული. მოდით, ამ საკითხს უფრო დეტალურად ჩავუღრმავდეთ:
- გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, სინთეტიკური ბოჭკო (როგორიცაა პოლიესტერი, ნეილონი, ელასტანი), ყოველთვის არ ნიშნავს ცუდს და ხშირად ის შეუცვლელი მასალაა. მაგალითად, მაღალი ინტენსივობის სპორტულ სამოსში სინთეტიკა აუცილებელია ტენის გამოდევნისა და სამოსის ფორმის შესანარჩუნებლად. თუმცა, მნიშვნელოვანია სინთეტიკური ბოჭკოიყოს მაღალი ხარისხის და წარმოებაში დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდეს.
- ბუნებრივი ბოჭკოები, როგორებიცაა ბამბა და მატყლი, ცნობილია კანისთვის კომფორტული და ჰაერგამტარი თვისებებით, თუმცა ისინი უფრო მგრძნობიარეა მექანიკური ზემოქმედების მიმართ, ვიდრე ხელოვნური ქსოვილები.
ნარევები: მწარმოებლები ხშირად აერთიანებენ ბუნებრივსა და სინთეტიკურ ბოჭკოებს იმისთვის, რომ მიიღონ ოპტიმალური შედეგი – მაგალითად, ბამბა შერწყმული ელასტინთან გვაძლევს ქსოვილის სირბილესა და ელასტიკურობას, რაც სავსებით ჯანსაღი და უსაფრთხოა.
2. წარმოშობა და წარმოების ადგილი
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ეტიკეტზე დატანილი წარწერა "Made in..." უფრო მეტია, ვიდრე სამოსის გეოგრაფიული წარმოშობის ადგილი. ეს არის ინფორმაცია იმ გარემოსა და სტანდარტების შესახებ, რომელშიც ეს კონკრეტული ნივთი შეიკერა.
- რეგულაციები და სტანდარტები: მომხმარებლისთვის ყველაზე უსაფრთხო არჩევანია უპირატესობა მიანიჭოს იმ ბრენდებსა და მწარმოებლებს, რომლებიც გამჭვირვალედ ავრცელებენ ინფორმაციას პროდუქტის წარმოშობის, წარმოების პროცესისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. თუ ბრენდი ნაკლებად ცნობილია, სასურველია შესაძლებელი იყოს მწარმოებლის იდენტიფიცირება და მის შესახებ ინფორმაციის მოძიება. დამატებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს პროდუქტის იმ ქვეყნებში წარმოება, სადაც მოქმედებს პროდუქტის უსაფრთხოების, ქიმიური ნივთიერებებისა და მომხმარებელთა დაცვის მკაცრი რეგულაციები (მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აშშ-ში), თუმცა მხოლოდ წარმოშობის ქვეყანა პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას არ წარმოადგენს.
- გამჭვირვალობა: დღესდღეობით, უამრავი ბრენდი არა მხოლოდ ტანსაცმლის წარმოების ქვეყანას, არამედ კონკრეტულ მწარმოებელსაც უთითებს ეტიკეტზე. მაგალითად, NIKE-ის მაისურზე შეიძლება ეწეროს, არა მხოლოდ Made in Combodia, არამედ, მწარმოებლის, NIKE-ის, მონაცემები. აღნიშულს ბრენდები იმიტომ აკეთებენ, რომ დაადასტურონ წარმოების პროცესის სამართლიანობა და უსაფრთხოება.
წარმოების ადგილის ცოდნა თქვენ, როგორც მომხმარებლებს გეხმარებათ გააკეთოთ გათვითცნობიერებული არჩევანი: მაგალითად, მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას ან აირჩიოთ ისეთი რეგიონი ან/და ქვეყანა, რომელშიც ეკოლოგიური და უსაფრთხოების სტანდარტები მკაცრად არის დაცული.
3. მოვლის ინსტრუქცია
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ტანსაცმლის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება არა მხოლოდ პირადი ეკონომია, არამედ გლობალური პასუხისმგებლობაც არის. სწორად მოვლილი სამოსი ნიშნავს ნაკლებ ნარჩენს, ნაკლებ გადაყრილ ტექსტილს და შესაბამისად, უფრო ნაკლებად დაბინძურებულ გარემოს დედამიწაზე.
ტანსაცმლის ეტიკეტზე გამოსახული სიმბოლოები არის მწარმოებლის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესები იმისთვის, რომ თქვენმა სამოსმა შეინარჩუნოს ფორმა, ფერი და ხარისხი რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. მათი წაკითხვა მარტივია იმ შემთხვევაში თუ იცით თითოეული მათგანის მნიშვნელობა:
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
რეცხვა:
- აბაზანა წყლით: ნიშნავს, რომ ნივთის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში.
ხაზი აბაზანის ქვეშ: მიუთითებს ნაზ ან დელიკატურ რეჟიმზე. რაც უფრო მეტია ხაზი, მით უფრო ფრთხილად უნდა მოეპყრათ ნივთს. - ხელი (აბაზანაში): ნიშნავს, რომ ნივთი მხოლოდ ხელით უნდა გაირეცხოს.
- გადახაზული აბაზანა: ნივთის გარეცხვა აკრძალულია (შესაძლოა საჭიროებდეს ქიმწმენდას).
ტემპერატურა
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
- მითითებული ტემპერატურები აღნიშნავს დასაშვებ მაქსიმუმს, თუმცა ზოგადად დაბალ ტემპერატურაზე რეცხვა უმჯობესია როგორც ქსოვილისთვის, ისე გარემოსთვის დაცვის თვალსაზრისითაც.
დაუთოება
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
- უთოს სიმბოლო: დაუთოება შესაძლებელია.
- წერტილები უთოზე: განსაზღვრავს ტემპერატურას.
- ერთი წერტილი: დაბალი ტემპერატურა (მაქს. 110°C) — სინთეტიკური და ნაზი ქსოვილებისთვის
- ორი წერტილი: საშუალო ტემპერატურა (მაქს. 150°C) — მატყლისა და შერეული ქსოვილებისთვის
- სამი წერტილი: მაღალი ტემპერატურა (მაქს. 200°C) — ბამბისა და სელისთვის
გადახაზული უთო: დაუთოება აკრძალულია.
გაშრობა
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
- გადახაზული წრე კვადრატის შიგნით — საშრობ მანქანაში გაშრობა აკრძალულია; გააშრეთ ბუნებრივად.
- კვადრატი, რომლის შიგნით წრეა — შესაძლებელია საშრობ მანქანაში გაშრობა. მის ქვეშ ერთი ხაზი მიუთითებს, რომ ტანსაცმელი უნდა გააშროთ დაბალ ტემპერატურაზე, ორი ხაზი კი საშუალო ტემპერატურის მანიშნებელია. რაც შეეხება კვადრატს, რომლის შიგნით შავი წრეა, ნიშნავს რომ სამოსი უნდა გააშროთ მაღალ ტემპერატურაზე.
- ერთი წერტილი — დაბალ ტემპერატურაზე
- ორი წერტილი — ნორმალურ ტემპერატურაზე
- გადახაზული თოკი ნიშნავს, რომ სამოსი არ უნდა გაწუროთ.
კვადრატში:
- ერთი წერტილი — დაბალ ტემპერატურაზე
- ორი წერტილი — ნორმალურ ტემპერატურაზე
- სამი წერტილი — მაღალ ტემპერატურაზე
- კვადრატში ერთი ჰორიზონტალური ხაზი — გააშრეთ ჰორიზონტალურად (გაშლილ მდგომარეობაში). განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მატყლისა და ქაშმირის ნაწარმისთვის.
- კვადრატის ზემოთ რკალი — გააშრე ჩამოკიდების გარეშე/გაშლილად
- კვადრატის ზედა კუთხეში ორი დიაგონალური ხაზი — გააშრეთ ჩრდილში, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
- კვადრატში ვერტიკალური ხაზები — გააშრეთ დაკიდებულ მდგომარეობაში.
ტანსაცმლის უსაფრთხოების ჯაჭვი
ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის სიმრავლე ხშირად ნდობის სიმბოლოა. ბაზარზე ორი ტიპის ეტიკეტს შეხვდებით:
- მინიმალისტური ეტიკეტი: შეიცავს მხოლოდ კანონით სავალდებულო მინიმუმს — შემადგენლობას და რეცხვის სიმბოლოებს. ეს არ ნიშნავს, რომ ნივთი უხარისხოა, თუმცა ის ინფორმაციულ სიცარიელეს ტოვებს.
- გამჭვირვალე ეტიკეტი: ეს არის ნამდვილად სანდო სამოსის ნიშანი. ასეთი ბრენდები, კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის გარდა, ნებაყოფლობით ამატებენ მეტ დეტალს: სად არის ტანსაცმელი წარმოებული, რა სერტიფიკატები ფლობს (მაგ., OEKO-TEX ან GOTS), მწარმოებლის მისამართი და სხვ.
რატომ არის რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მწარმოებელი, რომელიც ზრუნავს თავის იმიჯსა და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, არ მალავს დეტალებს. თუ ბრენდი ნებაყოფლობით იხარჯება იმაზე, რომ ეტიკეტზე მეტი ინფორმაცია განათავსოს, ეს პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ ის ამაყობს თავისი წარმოების პროცესით და შესაბამისად, მისი ნდობა შეიძლება.
ვინ არის პასუხისმგებელი ტანსაცმლის უსაფრთხოებაზე?
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ტანსაცმლის უსაფრთხოება არ იწყება მაღაზიის დახლთან, ის იწყება კანონმდებლობით. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ვალდებულია შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მწარმოებლებს მკაცრ რეგულაციებს დაუწესებს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
- ევროკავშირის ბაზარი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. სამოსი აქ რამდენიმე რეგულაციით იფარება (მაგალითად, REACH რეგულაცია, რომელიც ზღუდავს ქიმიურ ნივთიერებებს ტექსტილში). ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელს არ შეუძლია გამოიყენოს ისეთი საღებავები ან ქიმიკატები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
- სპეციალიზებული რეგულაციები: მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველა სამოსი თანაბრად არ განიხილება. არსებობს კატეგორია, რომელსაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (PPE - Personal Protective Equipment) ვუწოდებთ (მაგალითად, სამუშაო სპეცტანსაცმელი, მაღალხილვადი ჟილეტები ან დამცავი აღჭურვილობა). მათთვის არსებობს სრულად განსხვავებული, გაცილებით უფრო მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები, რადგან ასეთი სამოსის ფუნქცია არა ესთეტიკა, არამედ სიცოცხლის გადარჩენაა.
- საერთაშორისო ენა — სიმბოლოების სისტემა: საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებული იდენტური სიმბოლოები (ISO 3758 სტანდარტი) შემთხვევითობა არ არის, ისინი საერთაშორისო სტანდარტიზაციის შედეგია, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის სამოსის ენას. ერთიანი სისტემის არსებობის პირობებში, მწარმოებელი ვალდებულია სწორად დააფიქსიროს ტანსაცმლის მოვლის წესები იმისთვის, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი ქვეყნიდან ნივთი არ გააფუჭოს ან, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უსაფრთხოდ გამოიყენოს ის.
1. საკანონმდებლო ჩარჩო არის უსაფრთხოების ბარიერი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მომხმარებლის წინაშე არსებულ რისკებს, თუმცა, სახელმწიფო კანონები განსაზღვრავს მხოლოდ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს.
2. მწარმოებელი არის ის მხარე, რომელიც აღნიშნული სტანდარტების შესრულებაზეა პასუხისმეგებელი. სამოსს, რომელსაც მომხმარებელი იღებს გავლილი უნდა ჰქონდეს ბრენდის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი. პასუხისმგებლიანი ბრენდები არ ელოდებიან მხოლოდ სახელმწიფოს შემოწმებას. ისინი აქტიურად ამოწმებენ მასალებს მავნე ნივთიერებების არსებობაზე, ითვალისწინებენ საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების მოთხოვნებს, მომხმარებლის უფლებებსა და გარემოს დაცვის პრინციპებს. როდესაც ბრენდი ნებაყოფლობით მიუთითებს მესამე მხარის სერტიფიკატებს (მაგ., OEKO-TEX Standard 100, GOTS) ან იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მოთხოვნილია კანონმდებლობით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის მეტად ხარისხიან და უსაფრთხო სამოსს აწარმოებს.
3. ამ პროცესში ბოლო რგოლი მომხმარებელია. მას აქვს რეალური ძალა, რომ გათვიცნობიერებული არჩევანით აიძულოს მწარმოებლები დააკმაყოფილონ მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნები — გავლენა მოახდინონ ბაზარზე, გარემოსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით სალომე სამადაშვილი: ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით
გადახედვა
-
ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი ზენდეია არასდროს ჩაიცვამს იმ დიზაინერების სამოსს, რომლებმაც კარიერის დასაწყისში დაიწუნეს — ლა როუჩი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში
გადახედვა
-
სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა სარფში 109 აბი "პრეგაბალინი" ამოიღეს — დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა
გადახედვა
-
ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად ტანსაცმლის უსაფრთხოება: როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად
-
თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი თბილისის აეროპორტში FBI-ის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდა კავშირი
გადახედვა
-
როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში როგორ ინარჩუნებენ ქართულ ენასთან კავშირს ბავშვები, რომლებსაც არასდროს უცხოვრიათ საქართველოში
-
საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა
გადახედვა
-
"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო? "ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
კომენტარები