ფოტოგრაფი აშშ-ში მიტოვებულ სავაჭრო ცენტრებს ეძებს და იღებს
მოლების დაკეტვასთან ერთად, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული პლატფორმა ონლაინ-შოპინგი ხდება. ამას Credite Suisse-ის განცხადებაც მოწმობს, რომელიც ამერიკაში მომდევნო ხუთ წელიწადში სავაჭრო ცენტრთა 20-25%-ის დაკეტვას ვარაუდობს.
ონლაინ-შოპინგის გამოცდილება, რა თქმა უნდა, გაცილებით თანამედროვე და კომფორტულია, თავისი ხიბლიც აქვს, თუმცა დაკეტილი მოლები, სავაჭრო ცენტრები ნოსტალგიას აღძრავს.
გიფიქრიათ ოდესმე მიტოვებული ადგილების მონახულებაზე? ასეთი ადგილებზე ფიქრისას, ალბათ, პირველ რიგში, დაცლილი ქალაქები და სოფლები, მიტოვებული სახლები, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად განადგურებული წერტილები გახსენდებათ და სევდა გიპყრობთ, თუმცა ამერიკელი ფოტოგრაფის ობიექტივში მიტოვებული სავაჭრო ცენტრები აღმოჩნდა.
დენ ბელისთვის ყველაფერი მისი ბავშვობის დროინდელი სავაჭრო ცენტრის გახსენებით დაიწყო. ის დაინტერესდა იმით, თუ რა დაემართა სავაჭრო ცენტრს, რომელშიც თინეიჯერობისას დიდ დროს ატარებდა, როგორ გამოიყურებოდა ის, მას შემდეგ, რაც მუშაობა შეწყვიტა?
"მახსოვს, რომ სავაჭრო ცენტრებში სიარული ჩვენი ყოველდღიურობა იყო. მაშინ არასდროს გვიფიქრია, "იცი რა, მოდი, ფოტოები ხომ არ გადაგვეღო?" ჩემი აზრით, ეს თავში არავის მოსვლია აზრად", - ამბობს დენ ბელი ABC News-სთან საუბრისას.
ბავშვობის მოგონებების გასახსენებლად, დენმა გადაწყვიტა იმ სავაჭრო ცენტრის შესახებ მოეძიებინა ინფორმაცია, რომელშიც დიდ დროს ატარებდა, თუმცა ვერაფერს მიაგნო.
"გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძიებინა სავაჭრო ცენტრ Jumpers-ის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ვერც ფოტოებს მივაგენი, ვერც ვიდეოს - საერთოდ არაფერი იყო", - იხსენებს ის.
ამის შემდეგ, გადაწყვიტა, შეექმნა მულტიმედია პროექტი "მკვდარი მოლების სერია", რომელშიც ამერიკის მიტოვებული სავაჭრო ცენტრები გააერთიანა.
"ვფიქრობდი, ისეთი სავაჭრო ცენტრების არქივი შემექმნა, რომლებიც ნელ-ნელა სამუდამოდ იკეტებიან", - ამბობს ფოტოგრაფი. რეალურად, ფოტოები, მართლაც, ნოსტალგიურ ატმოსფეროს ქმნის. ზოგს თავისი ახალგაზრდობის ბედნიერი პერიოდი ახსენდება, ზოგს კი სევდა იპყრობს. თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ იმ თაობას, რომელიც სწორედ ამ სავაჭრო ცენტრებს მოესწრო. მსგავსი ვინტაჟური გარემო დღევანდელი ახალგაზრდობისთვისაც საინტერესო და მიმზიდველია. აქედან გამომდინარე, გადაღებული კადრები მაყურებლისთვის საკმაოდ ემოციურია.
მკვდარი მოლები
"მკვდარი მოლები" უკვე დაკეტილი და დაცარიელებული სავაჭრო მოლებია, რომლებიც ერთ დროს სავსე იყვნენ ადამიანებით. დენ ბელმა ამ პროექტის წამოწყებისას მალევე აღმოაჩინა, რომ ამ საკითხში მარტო არ იყო.
სოციალურ მედიაში ამ თემის გარშემო უამრავი ჯგუფი არსებობს, რომლებშიც ადამიანები სავაჭრო ცენტრების მომავალსა და სიცოცხლისუნარიანობას განიხილავენ.
მკვდარი მოლების სერიის ერთ-ერთ სიუჟეტში ფოტოგრაფი ვიდეო-კამერით ფოლადის ერთ-ერთ სკულპტურას იღებს და პირად ისტორიას აზიარებს: "აქ მანამდე ფეხსაცმლის მაღაზია იყო, სწორედ ამ სკულპტურის წინ, სადაც ვმუშაობდი, რადგან მაღაზია ჩემს მეგობარს ეკუთვნოდა. სამუშაო დღეებში ყოველდღე ვუყურებდი ერთსა და იმავე ხედს."
"არ ვიცი, რანაირად ვახერხებდი მოლში მუშაობას, რადგან მაღაზიაში არასდროს არ ვიყავი.", - იცინის დენ ბელი. - "უბრალოდ დავდიოდი და ყველას ვესაუბრებოდი. იმ პერიოდში ყველა უიღბლოები ვიყავით, ვეწეოდით სიგარეტს, ვსვამდით სამუშაო საათებში, კარგ დროს ვატარებდით. თითქოს ყველა ერთმანეთზე ვზრუნავდით. ეს უფრო მარტივს ხდიდა ჩვენს სამუშაოს."
1996 წელს დენის სამუშაო ადგილი დაიკეტა. მან და მისმა თანამშრომელმა მთელი ღამე იქ გაატარეს, მისეირნობდნენ ცარიელ დერეფნებში, ამ დროს კი გარეთ ქარი ქროდა. ეს გამოცდილება აისახა სწორედ დენის ფოტოგრაფიაში 20 წლის შემდეგ, როდესაც მან ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება დაიწყო.
მისი საყვარელი, უკვე დაკეტილი მოლი მერილენდში მდებარეობს, რომელიც ამჟამად ორ მაღაზიად გაიყო. ერთი ავეჯს, ხოლო მეორე - ბავშვისთვის საჭირო ნივთებს ყიდის.
დენ ბელის მასალა მიტოვებულ მოლებს ნოსტალგიის ელფერს სძენს. მისი პროექტი რომ ძალიან რეზონანსული გახდა, ამას გამოხმაურებებიც მოწმობს. მას სოციალურ მედიაში უამრავი მიმდევარი ჰყავს.
დენი გაჩერებას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ბევრია, ხალხის მხარდაჭერა და გამოხმაურებები კი ძალას მატებს.
"ჩემი აზრით, ჩემი ასაკის ხალხი ჩემს ვიდეოებს დროის კაფსულად აღიქვავენ. ამიტომაც მგონია, რომ ჩემი საქმე ჯერჯერობით არ დასრულებულა."
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა




კომენტარები