10 ქართული მოვლენა, რომელიც 2018 წელს ჯონ ოლივერის შოუში აუცილებლად მოხვდებოდა
ფოტო: Last week with John Oliver
2018 წელი მიიწურა და ალბათ თითოეული თქვენგანი ფიქრობთ, რითი იყო გამორჩეული გასული წელი თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი, რამდენი კარგი და რამდენი ცუდი მოვლენით გამოირჩა თქვენი პირადი და საქმიანი ცხოვრება 366 დღის განმავლობაში, მაგრამ საქართველო ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იყო.
მართალია, ნატოში არც წელს შევსულვართ, მაგრამ მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცალა. ჯონ ოლივერი რომ ქართველი ყოფილიყო და თავისი გადაცემა ჩვენი პოლიტიკური რეალობის შესახებ წაეყვანა, სამუშაო მასალა თავზე საყრელად ექნებოდა. არა, ტრამპის ხელში, არც მას აკლდა სახალისო და უცნაური ახალი ამბების გარჩევის ბედნიერება, თუმცა ვფიქრობთ, საქართველო აშშ-ს ამ სფეროში მაინც უწევს დიდ კონკურენციას.
გავიხსენოთ წლის 10 ყველაზე ვირუსული ნიუსი, რომელიც ქართული ინტერნეტის განხილვის საგანი გახდა და წარმოვიდგინოთ, როგორ წარადგენდა მათ ჯონ ოლივერი თავის გადაცემაში.
10. სასამართლომ რელიგიური გრძნობების შელახვის მოტივით აიისა 500 ლარით დააჯარიმა
ეს ისტორია ალბათ ყველას გახსოვთ. სამწუხაროა, რომ საქართველოში კრეატივის თავისუფლება ასეთი უხეში ფორმებით შეილახა, თუმცა ჯონ ოლივერის განხილვის თემაც ხშირად სწორედი ასეთი ამბებია - სასაცილოდ სამწუხარო.
ამ ამბავს ჯონ ოლივერი ალბათ ასე დაიწყებდა: საქართველო ქვეყანაა, რომელშიც ქრისტიანობის სახელით ოცამდე ახალგაზრდას განსხვავებული ორიენტაციის გამო რამდენიმე ათასი ადამიანი ჩასაქოლად მისდევს, მათ შორის ტაბურეტკიანი მღვდლებიც, რომელიც პარალელურად დედას იგინებიან, რაც მძიმე ცოდვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, თუმცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მაინც ილუსტრირებული პრეზერვატივი ითვლება.
დიახ, ჯონ ოლივერს გრძელი წინადადებების წარმოთქმა ნამდვილად უყვარს.
9. ისრაელში ეტლით ჩასულმა ქართველმა აეროპორტში დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად გაიარა
ეს ინფორმაცია ინტერნეტში ნეტგაზეთმა გაავრცელა. შეუძლებელია, ასეთი ვირუსული ამბავი ჯონ ოლივერისნაირ ადამიანს გამორჩენოდა და მისთვის გადაცემის დიდი ნაწილი არ დაეთმო.
სავარაუდოდ, ინგლისელი კომიკოსი შესავალ სიტყვას ასე დაიწყებდა: ისრაელმა პალესტინელებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. ნაცვლად იმისა, რომ ეს შემთხვევა პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ და პალესტინელებს სასწაულებით სავსე ცხოვრებას დაჰპირებოდნენ, რა გააკეთეს ებრაელებმა? - ადგნენ და საშოვარზე ჩასული ქართველი წილხვედრში დააბრუნეს, სადაც მას უიმედობა, უმუშევრობა და შიმშილი ელოდა, ამით კი ათასობით არალეგალი ემიგრანტის რიცხვი, ერთი მემილიონედი პროცენტით შეამცირეს.
ამ შესავალს კი, ჯონ ოლივერი, ჩვეულ სტილში, სარკასტული იუმორით გაჟღენთილ სოციალურ თეორიას მოაყოლებდა, თუ რატომ გარბიან ქართველები ისრაელში სამუშაოდ და მის ნათქვამს ყველა გაიგებდა, მათ გარდა, ვისაც ნამდვილად უნდა გაეგო.
8. 15 ძირი კანაფის დათესვა-მოყვანის ბრალდებით გურიაში პატრულ-ინსპექტორი დააკავეს
ეს ამბავი ჯონ ოლივერისთვის ნამდვილი პოლიტიკური მანიფესტის ინსპირაცია გახდებოდა. მისი მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობია, რომ ინგლისელ კომიკოსს უყვარს სიღრმისეული განხილვა საკითხის. შესაბამისად, ნარკოპოლიტიკა მისთვის საყვარელი თემა იქნებოდა საქართველოში.
მისი შესავალი სიტყვა კი, შესაძლოა, ასეთი ყოფილიყო: მარიხუანის მომხმარებლების რამდენიმე წლიანი დევნის შემდეგ, დაღლილმა გურულმა პატრულ-ინსპექტორმა გადაწყვიტა შეემეცნა რის გამო იჭერდა ადამიანებს და პროფესიული გამოცდილების ასამაღლებლად 15 ძირი კანაფი დათესა, თუმცა სისტემამ, რომელსაც ის წლების განმავლობაში ემსახურებოდა, მასში მონდომება ვერ დაინახა და თავი ციხეში უკრა.
რას ვიზამთ, ხშირად, ჯონ ოლივერი სასაცილო მეტად, ბრუტალურია.
7. იტალიაში ქუთაისის მერის პორტრეტი გამოფინეს
ჯონ ოლივერმა რომ იცოდეს, ასეთი ნიუსის განხილვის საშუალება ჰქონდა, ალბათ სასწრაფოდ მიიღებდა საქართველოს მოქალაქეობას.
მისი სცენარისტების ნაცვლად კი, შესავალი სიტყვა ჯონ ოლივერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა, გიგა შუშანიამ მოუმზადა, რომელიც საკუთარ ფეისბუქზე წერდა:
"ქუთაისის მერი ბიუჯეტის ხარჯზე იტალიაში გაჰყვა მხატვრებს, სადაც "საზეიმო" ვითარებაში გამოფინა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სურათი. იტალიელები აღფრთოვანებული შეხვედრიან ამ ამბავს, დიდი "პატივია", რომ "მსოფლიო დონის" "სახელმწიფო მოღვაწის" პორტრეტი პირველად ჩვენთან გამოიფინაო. ახლა ქუთაისის მერიისა და აიპების 4 300 თანამშრომლის მოთხოვნით, ეს სურათი ჩამოვა ქუთაისში და მის გადათხრილ ქუჩებში მოეწყობა დემონსტრაციები, სადაც "მადლიერი" მოსახლეობა მიესალმება ქუთაისის მერის სურათს, ასევე გაიჟღერებს მერისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები."
6. ცესკოს თანამშრომლის თქმით, მის ფეისბუქზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინფორმაცია ქმარმა გააზიარა
ჯონ ოლივერი ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ იტყოდა: იოზეფ გებელსის შემდეგ, გასულ კვირას, მსოფლიო შოკში ჩააგდო უნიჭიერესად დაწერილმა პროპაგანდისტულმა მესიჯმა და მთელი საქართველო სიამაყით აივსო, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი გენიოსი აღმოაჩინეს, თუმცა მისი ნიჭი მატრიარქატის მძიმე შედეგების გამო ითრუგნება, რადგან ცოლი ქმარს საშუალებას არ აძლევს საკუთარი ფეისბუქი შექმნას, ამიტომ დაჩაგრული ქმარი მეუღლის პროფილზე იპარება და მოძალებულ მუზას უხსნის გზას ფართოს.
...და შემდეგ, აუცილებლად იტყოდა, რომ ცესკო პასუხისმგებელია არჩევნების დამოუკიდებელ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე, რომელშიც თავისი თავისუფალი არჩევანი უნდა დააფიქსირონ საქართველოს მოქალაქეებმა, ამ ორგანოს თანამშრომლებს კი, საკუთარი ქმრების დამოუკიდებელი და რაციონალური მსჯელობისაც კი არ სწამთ, არათუ მთელი ქვეყნისა.
5. პოლიციამ განყოფილებაში ბაყაყი გადაიყვანა
რამდენიმე თვის წინ თბილისში, დედაენის ბაღში გირჩმა მარიხუანის ფესტივალი ჩაატარა, რომელიც არც თუ წარმატებულად განვითარდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ჯერ პარტიის ლიდერი დააკავა, შემდეგ კი ბაყაყი, მელია, დათვი, მგელი და სხვ.
ჯონ ოლივერი ამ თემაზე შესავალ სიტყვას ალბათ ასე დაიწყებდა: ქართველმა აქტივისტებმა იმდენი იძახეს, დრაკონულ პოლიტიკას ვეწირებითო, რომ ქართულმა პოლიციამ, როგორც იქნა, ნამიოკი შეისმინა და ადამიანების დაჭერიდან ცხოველების დაპატიმრებაზე გადავიდა. სავრაუდოდ, ახლა პოლიციის განყოფილებაში არკვევენ, რა კავშირი აქვთ დათვს, მელიას, ბაყაყსა და მგელს დრაკონთან.
4. აკაკი ასათიანმა კახა კუკავას სასარგებლოდ საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
რა შეიძლება ამ ნიუსზე ითქვას? ჯონ ოლივერს ეს ინფორმაცია საერთოდაც სცენარისტების დაწერილი ხუმრობა ეგონებოდა და მისთვის დამახასიათებელი მანევრულობით წაიკითხავდა, ბოლოს კი მიამატებდა:
"რის შემდეგაც აკაკი ასათიანის საარჩევნო შტაბის ერთ-კაციანი ამალა უმუშევარი დარჩა!".
3. წულუკიანის ინიციატივით, პატარძალს ქორწინების მოწმობასთან ერთად სამზითვო ვეფხისტყაოსანი გადაეცემა
ხომ ყველას გახსოვთ ეს ახალი ამბავი?
ჯონ ოლივერი კადრს მიღმა ამ სიახლეზე ალბათ ბევრს იცინებდა, შემდეგ დამშვიდდებოდა და ეთერში გასვლისას, ისევ ბევრს იცინებდა.
მისი სცენარისტები კი, რაიმე ორიგინალური ტექსტის დაწერის ნაცვლად, უბრალოდ ინტერნეტის რეაქციებს ამოიღებდნენ, რომელთა ნაწილსაც ჩვენც შემოგთავაზებთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სიახლე წინასაარჩევნოდ გაჟღერდა, მაშინ შესაძლოა, ეს მომხმარებელი მართალიც კი იყო, როცა წინასწარი პროგნოზი გააკეთა.
და მაინც, განქორწინების შემთხვევაში, ვის დარჩება ვეფხისტყაოსანი? - საკითხავი, აი, ეს არის.
2. მე ვარ ქალი და კაცზე ხელს არასდროს ავწევ — ირმა ინაშვილი
2018 წელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვისაც დატვირთული აღმოჩნდა, ოღონდ უმეტესად ჩხუბითა და კამათით.
ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბოლო მოვლენები იყო, როცა ირმა ინაშვილი ნიკა მელიას პარლამენტის გარეთ საქმის გასარჩევად ეპატიჟებოდა.
სხვათაშორის, ამავე კომპოზიციაში უნდა გავიხსენოთ ზაზა პაპუაშვილის კომენტარიც, რომელმაც შემდეგი განცხადება გააკეთა: ზურგიდან არავის ვეპარები, მინდოდა, მელიასთვის ქეჩოში მომეკიდა ხელი.
ეს განცხადებები ჯონ ოლვერისთვის ნამდვილი ოქროს საბადო იქნებოდა. ის იტყოდა: საგულისხმოა, რომ ირმა ინაშვილმა გარკვევით თქვა, ხელს არ ავწევო. ყურადღება შეკითხვა: სხვას რას აწევდა ირმა ინაშვილი? - და შემდეგ განიხილავდა მაგალითებს.
ისე, შალვა ნათელაშვილის კომენტარის არ გამორჩებოდა ჯონ ოლივერს.
1. მეუფე იაკობი პატრიარქის ნებართვას ელის, რომ ერთ-ერთი ბიზნესმენი სცემოს
აი, ჩვენი ათეულის კულმინაცია, ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ტაბულამ გაავრცელა და რომელმაც 2018 წლის ყველა ნიუსი გადაწონა.
ჯონ ოლივერი ამ ნიუსს უკომენტაროდ დატოვებდა, ოღონდ ასე: მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში უკვე ორ წელიწადზე მეტია დიდი არეულობაა და ვერავინ გაიგო, რა ხდება სინამდვილეში, თუმცა მთელი საზოგადოება ეჭვით არის შეპყრობილი გიორგი მამალაძის საქმესთან, შორენა თეთრუაშვილთან, საპატრიარქოსა და რუსეთის ურთიერთობებთან, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებთან, ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი მაინც ახერხებს ფორმის შენარჩუნებას და ოქტაგონზე საქმის გასარჩევად ერთ-ერთ ბიზნესმენს ეპატიჟება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქის კურთხევის შემდეგ.
ამას იტყოდა ჯონ ოლივერი და როგორც სჩვევია ხოლმე, გაიღიმებდა.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის












კომენტარები