#Saveანძა — არქიტექტორების ნაწილი ანძის მოდერნიზაციის პროექტს ეწინააღმდეგება
თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარების კონცეფციას კრიტიკულად აფასებენ, როგორც არქიტექტორები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. ამის საილუსტრაციოდ ფეისბუქზე ახალი კამპანია #Saveანძა დაიწყო. პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე On.ge-ს უყვება, რომ ანძის გადასარჩენად მან და რამდენიმე არქიტექტორმა "საინფორმაციო ომი" დაიწყეს.
კამპანიის ფარგლებში შექმნილ ერთ-ერთ ვიდეოში ტფილისის ჰამქრის წევრი, ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ პროექტი ქალაქის ვიზუალურ მონახაზს აზიანებს, თუმცა მისივე შეფასებით, ნაფიქრიa მის ფუნქციურ დატვირთვაზეც.
ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა შენარჩუნდეს არსებული მდგომარეობა ისე, რომ თბილისზე ვიზუალურად არ აისახოს:
"ნებისმიერ ქალაქს თავისი სიმბოლური მახასიათებელი აქვს. თუ თბილისი აღარ არის საჭირო ქალაქისათვის, როგორც სიგნალის მომწოდებელი ობიექტი, მაშინ ვიფიქროთ თუ რა შეიძლება იქ განთავსდეს. ის, რაც წარმოდგენილია არის უხეში ჩარევა, რომელიც სრულიად აზიანებს ქალაქის ამ ვიზუალურ, გრაფიკულ მონახაზს, აუხეშებს და აუარესებს მის ხედვას".
არქიტექტორი სანდრო რამიშვილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი ახალი ფორმის გაჩენა, თუნდაც, ანძის ქვედა მონაკვეთში, კიდევ უფრო დაამძიმებს მის სტრუქტურას:
"ავლაბრის მხრიდან, ცოტა შორიდან თუ შეხედავთ, ეს ანძა არის ზუსტად მთაწმინდის სიმაღლის... მიმაჩნია, რომ საერთოდ არაფრის გაკეთება არაა საჭირო. ნებისმიერი რამ თბილისის არაფორმალური არქიტექტურის გაგრძელება იქნება".
არქიტექტორ გიორგი გაუტაშვილისთვის პრობლემაა ის, რომ ერთი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ორი, მცირედით სახეცვლილი ვარიანტი წარმოადგინა მერიამ და არჩევანის საშუალება მხოლოდ ფეისბუქმომხმარებლებს მისცა:
"ეს არჩევანი მხოლოდ იმ ხალხს მისცეს, ვინც სოციალური მედიით სარგებლობს. ამ ობიექტზე სხვა მოქალაქეებს შეიძლება ინფორმაციაც არ ჰქონდეთ".
პარტიზანი მებაღე და სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტის ფეისბუქით შერჩევას აპროტესტებს.
"ქალაქი დეტალებშია" და მართლა, ეს ერთი დეტალი, მეორე დეტალი, ერთი სახლის დანგრევა, მეორე სახლის დანგრევა.... მე არ მინდა ფეხბურთელის გამოდებული ორი ცალი ფოტოთი, კენჭისყრით ვარჩევდე, როგორი უნდა იყოს თბილისის "ლენდმარკი" ანძა. თუ ვამბობთ, რომ ვართ ევროპული ქვეყანა, ევროპულ ქვეყანაში წესები მოგონილი არ არის. ეს არის ის, რაც გიქმნის კომფორტს. ეს არის ის, რატომაც ჩვენ გავრბივართ ევროპაში და რაღა ჩვენ გავიქცეთ ევროპაში, ევროპა მოვიყვანოთ აქ, ამერიკა მოვიყვანოთ აქ. იმათი პოზიტიური გამოცდილება გავითვალისწინოთ".
არქიტექტორი ნიკო ლეკვეიშვილი დიდი მასშტაბის არქიტექტურული კონკურსის მომხრეა, რათა კიდევ უფრო მიიზიდოს ქალაქმა ყურადღება, რაც ისევ დედაქალაქის პოპულარიზაციას წაადგება:
"როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მხედველობის წერტილზე უნდა აშენდეს რაიმე, ეს არის კარგი შანსი".
თბილისის მერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდზე თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის კონცეფციის ვიდეო გაავრცელა. კონცეფცია ესტონურმა კომპანია კოკო არქიტექტსმა (KOKO architects) შეიმუშავა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი პროექტის ფარგლებში, 10 მილიონი ევროს ინვესტიცია და ანძის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
მისივე განმარტებით, პროექტის მიხედვით, ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი უნდა განთავსდეს. დამონტაჟდება ლიფი, რისთვისაც ახალი შახტია საჭირო. ასევე, მოეწყობა გადმოსახედი ტერასა.
თბილისის ანძა 1955 წელს აშენდა. 1972 წელს მოხდა პირველი ანძის დემონტაჟი და მის ადგილას თანამედროვე ანძა დადგეს. ანძის სიმაღლე 274,5 მეტრია და იგი ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას.
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
კომენტარები