ბას რივსი - ლეგენდარული შავკანიანი მარშალი
ბას რივსი აშშ-ს ისტორიაში პირველი შავკანიანი მარშალი იყო. მან კარიერის განმავლობაში 3 ათასი დამნაშავე დააკავა.
ფოტო: Wikipedia
ბას რივსი 1838 წლის ივლისში ამერიკაში, არკანზაში დაიბადა, ქროუფორდის ოლქის ერთ-ერთი მონათმფლობელის უილიამ რივსის პლანტაციაში. მისი ორივე მშობელი მონები იყვნენ და თავად ბასიც მონის სტატუსით დაიბადა.
იმ დროს მონები გვარებად თავიანთი მფლობელების გვარებს იღებდნენ, შესაბამისად ბასი გვარად თავადაც რივსი იყო.
ბასი ადრეული ასაკიდანვე დაასაქმეს მეურნეობაში, თავიდან ის წყლის დამტარებელი იყო, ხოლო როდესაც წამოიზარდა და ჯან-ღონე მოემატა, მფლობელმა პლანტაციაში სამუშაოდ გაამწესა. მოგვიანებით კი უილიამ რივსის ვაჟმა, ჯორჯ რივსმა ის პირად დამხმარედ აიყვანა.
ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ჯორჯი ტეხასში წავიდა საომრად, ბასიც თან წაიყვანა. ომის მიმდინარეობისას ბასი რივსის რაზმს გამოეყო, ერთი ვერსიით მან ჯორჯი ბანქოს თამაშისას წარმოქმნილი დავის შემდეგ გალახა და გაიქცა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, გათავისუფლების პერსპექტივის გამო დასტოვა ბრძოლის ველი.
ფოტო: Melanie Metz/Shutterstock
გაქცეულმა ყოფილმა მონამ თავი ინდიელთა სემინოელებისა და მასკოჯიების ტომებს შეაფარა. დევნილობის პერიოდში რივსმა პისტოლეტის ხმარება დახვეწა და ვარჯიშის შედეგად სისწრაფე და სიზუსტე გააუმჯობესა.
1863 წლის პირველ იანვარს, პრეზიდენტი ლინკოლნის ბრძანებით აშშ-ში ემანსიპაციის აქტი გამოიცა, რის შედეგადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა მონობიდან. თავისუფალი მოქალაქის სტატუსის მქონე რივსმა ინდიელთა ტერიტორია დატოვა და არკანზაში, ვან ბურენთან ახლოს მიწა შეისყიდა. ბასი ტეხასელ ნელი ჯენიზე დაქორწინდა და მასთან 10 შვილი შეეძინა.
ბასის ფერმერული ცხოვრება ცოტახანში შეიცვალა.
1875 წლის მაისში დასავლეთის ფედერალური ოლქის მოსამართლედ აიზეკ პარკერი დაინიშნა. იმ პერიოდში ინდიელთა ტერიტორია, რომელზეც შტატისა და ფედერალური იურისდიქცია არ ვრცელდებოდა, დამნაშავეების თავშესაფარად იქცა. კრიმინალთან საბრძოლველად ახალმა მოსამართლემ სასამართლოს აღმასრულებლად ანუ მარშალად ჯეიმს ფაგანი დანიშნა და მას 200 დამხმარე აღმსრულებლის დაქირავება უბრძანა.
ფაგანს ბევრი სმენოდა ბას რივსის შესახებ, რომელიც კრიმინალთა თავშესაფრად ქცეულ ტერიტორიას კარგად იცნობდა და ინდიელთა რამდენიმე ენასაც კარგად ფლობდა. დანიშვნიდან მოკლე ხანში ახალმა მარშალმა თანაშემწედ რივსიც აიყვანა და ყოფილი მონა ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი აღმსრულებელი გახდა.
წერა-კითხვის უცოდინარი რივსი კოლტის ორ რევოლვერს ატარებდა და სროლისას არასოდეს აცილებდა
ფაგანის რაზმს მოსამართლისგან ერთად ერთი დავალება ჰქონდა - გაეწმინდათ ინდიელთა ტერიტორია კრიმინალებისგან, დაეჭირათ ისინი ცოცხლად ან ადგილზე მოეკლათ.
რივსმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ვიდრე დამნაშავის დასაჭერად გაემგზავრებოდა ორდერებს ვინმეს აკითხებდა, იმახსოვრებდა რომელი ვისზე იყო გამოწერილი და როდესაც წარმოდგენას სთხოვდნენ არასდროს ეშლებოდა რომელი დამნაშავისთვის - რომელი ორდერი უნდა წარმოედგინა.
ბასმა მალევე მოიპოვა საკადრისი რეპუტაცია. ის ატარებდა კოლტის ორ რევოლვერს და არასოდეს აცილებდა სროლისას. გადმოცემის თანახმად, რივსი ზრდილობიანი და თავაზიანი ადამიანი იყო. ხშირად ინიღბებოდა, როგორც კაუბოი, კრიმინალი, ფერმერი, განსლინგერი და ა.შ.
რამდენიმე თვიანი დევნის შემდეგ ის ფორტ სმიტში ბრუნდებოდა და თან ერთდროულად რამდენიმე ძებნილი მოჰყავდა. ჯილდოებით რივსი დიდ შემოსავალს აგროვებდა, ერთ-ორ კვირას ოჯახთან ერთად ატარებდა და კვლავ დამნაშავეთა დასაკავებლად მიდიოდა.
ის ხანდახან მარტოც მოქმედებდა და დამნაშავეებს მოტყუებით აკავებდა. ერთ-ერთი ასეთი ამბავი ტეხასში რედ რივერ ველის რეგიონში გადახდა. ბასი ორი ძებნილის დასაკავებლად წამოვიდა ფორტ სმიტიდან და კრიმინალთა ადგილსამყოფელიდან 50 - 60 კმ.- ში თანმხლებ პირებთან ერთად დაბანაკდა. იმავე ღამეს გადაიცვა ტანსაცმელი, გამოეწყო როგორც მაწანწალა, ხელბორკილები, იარაღი და სხვა აღჭურვილობა ტანსაცმლის ქვეშ დამალა და გზას გაუდგა. როდესაც დამნაშავეთა საცხოვრებელ სახლს მიადგა, შინ მათი დედა დახვდა, რომელსაც მოუყვა, რომ ორი დღე შერიფს და მის რაზმს გაურბოდა დასვენება და ჭამა ესაჭიროებოდა, რათა ძალები აღედგინა.
ქალმა რივსი სახლში შეიპატიჟა და სადილზე დაპატიჟა. ჭამის დროს მასპინძელმა თავისი კრიმინალი შვილების შესახებ მოუყვა და შესთავაზა მათთან ეთანამშრომლა. რაზეც რივსი სიხარულით დათანხმდა.
საღამოს დაბრუნებული ძმები სტუმარს შეუთანხმდნენ, რომ დღეის შემდეგ ერთად გააგრძელებდნენ საქმიანობას. დაძინების შემდეგ რივსმა დამნაშავეებს ხელბორკილები დაადო ისე, რომ არც ერთს გაღვიძებია. დილას ძმები ადრიანად წამოყარა და 50 კმ. ფეხით ატარა ბანაკამდე. ამ ოპერაციის ჩატარებისთვის მან $5 ათასი მიიღო.
ფოტო: max voran/Shutterstock
მიუხედავად 3 ათასამდე დაკავებული დამნაშავისა, რივსისთვის ყველაზე მძიმე საქმე საკუთარი შვილის დაკავება იყო.
ერთ-ერთი დავალებიდან დაბრუნების შემდეგ რივსმა გაიგო, რომ მისი შვილი ცოლის მკვლელობისთვის იძებნებოდა. სხვა აღმსრულებლები ორდერისა და დავალების აღებას გაურბოდნენ, რადგან არ უნდოდათ კოლეგის ოჯახის წევრზე ნადირობა. რივსი ქალაქის შერიფთან მივიდა და ორდერის გადაცემა ითხოვა. ორ დღიანი დევნის შემდეგ მან თავისი შვილი დააპატიმრა და ქალაქის ხელისუფლებას ჩააბარა. დამნაშავეს პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გაათავისუფლეს.
1907 წლიდან დანაშაულთან ბრძოლის სამსახურები შტატების იურისდიქციაში მოექცა და ველური დასავლეთის დროინდელი მეთოდები გაუქმდა. ბას რივსმა ქალაქის პოლიციაში დაიწყო მუშაობა, ვიდრე 1909 წელს პენსიაზე არ გავიდა. ის 1910 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია მასკოჯიში, ოკლაჰომაში.
რივსმა 35 წელი იმსახურა მარშალის სამსახურში, დააკავა 3 ათასზე მეტი დამნაშავე და მხოლოდ 14 ძებნილი მოკლა. გადმოცემით, ის მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებდა იარაღს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა

კომენტარები