კრიპტოვალუტის მთელი ბაზარი ამჟამად მაკდონალდსზე იაფი ღირს
ფოტო: The next web
კრიპტოვალუტა ბოლო რამდენიმე წელია ყველაზე აქტუალური თემაა. მისი გააქტიურების თანავე ეკონომისტების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ციფრული ვალუტის ფასის მატება დროებითი იყო და ის მალე ბუშტივით გასკდებოდა. 2017 წლის ბოლოსთვის 1 ბიტკოინის ფასი $20 000-ს უტოლდებოდა, დღეს კი $3600 ღირს.
ჯერ კიდევ რთული სათქმელია კრიპტოვალუტის ბაზარი მართლა ბუშტივით გასკდება თუ განვითრების გზას დაუბრუნდება, თუმცა ტენდენცია აჩვენებს, რომ ციფრულ ფულს პრობლემები აქვს.
კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 2018 წლის იანვარში $819 მილიარდი იყო, ახლა კი მისი მთლიანი ღირებულება $139 მილიარდამდეა. ცნობისთვის, მაკდონალდსის მთლიანი ღირებულება $140 მილიარდია.
მაკდონალდსთან შედარება ამ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილია და მხოლოდ კრიპტო ვალუტის პრობლემების წარმოსაჩენად გამოდგება.
ამ წუთისთვის ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია $75 მილიარდით ბიტკოინს აქვს, მეორე ადგილზე Ripple XRP არის $16.5 მილიარდით, ხოლო მესამე ადგილზე ეთირიუმია $12 მილიარდის კაპიტალიზაციით. მათ გარდა, სიაში კიდევ 2050 ინდექსირებული კრიპტოვალუტაა, თუმცა მათი ღირებულება ბიტკოინთან, რიპლთან და ეთირიუმთან ახლოსაც ვერ მიდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეთირიუმის ყველა აპლიკაციას დღეში 15 000-ზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, რაც შესაძლოა მისდამი ინტერესის კლებითაც იყოს გამოწვეული. შედარებისთვის, Uber-ს თვეში 75 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რაც დღეში 2.5 მილიონს უდრის. ინსტაგრამს დღეში 500 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ხოლო მაკდონალდსში ყოველდღიურად 65 მილიონი ადამიანი იკვებება.
ამ შედარების მოყვანა, ეკონომისტების აზრით, მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად არასტაბილურია კრიპტოვალუტის ბაზარი.
ბოლოს კი, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ციფრული ვალუტის ფასის ზრდა, რაც მის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციას ისევ გაზრდის, თუმცა რამდენად შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, ამის დადგენა შეუძლებელია.
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა

კომენტარები