როგორ იწყება ცვლილებები – "კაფკას ლეოპარდები"
ფოტო: PJdiploma
"ლეოპარდები ტაძარში იჭრებიან და ბოლომდე ცლიან წმინდა სასმისებს. ეს ისევ და ისევ მეორდება და მათ შეჭრას უკვე ყველა ელოდება, რის შემდეგაც ეს რიტუალის ნაწილად იქცევა" - ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფორიზმია კაფკას აფორიზმების წიგნიდან, რომელსაც ტუბერკულოზით დასუსტებული მწერალი 1917-1918 წლებში, დასავლეთ ბოჰემიაში წერდა.
ძნელია, ამაზე უკეთ გამოხატო ნგრევისა და ცვლილების ციკლური ბუნება: ლეოპარდები, ეს შეუპოვარი, არარაციონალური, მომაჯადოებელი მტაცებლები, წმინდა ტაძარში გზას ისე იკვლევენ, რომ დროში გამოცდილი წმინდა რიტუალები საერთოდ არ ანაღვლებთ. ცხოველების შემოჭრა სალოცავში რეაქციას მოითხოვს. შეუძლებელია, იმ ტაძარში იდგე, სადაც ლეოპარდები იჭრებიან და სახე არ შეგეცვალოს, მაგრამ შემოვარდნა მხოლოდ მაშინ არის შოკისმომგვრელი, როცა პირველად ხდება. მტაცებლების მიერ ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ღვინის დალევაც კი შეიძლება გახდეს რუტინული, თუ მისი პროგნოზირება შესაძლებელია. და ეს სწორედ ის მომენტია, როცა ტაძარს ახალი ლეოპარდები სჭირდება.
ეს აფორიზმი შესანიშნავად ხსნის იმასაც, თუ როგორ ხდებიან კონტრკულტურის მუსიკოსები გრემის მფლობელი მილიარდერები, ან როგორ გარდაიქმნება რევოლუციის სიმბოლო მაისურებზე დატანილ ბრენდად.
ბრაზილიელი მწერლის, მოასირ სკლიარის რომანი "კაფკას ლეოპარდები" სწორედ ამ მოცემულობის გარშემო იგება და ცვლილების დამანგრეველ ბუნებაზე მოგვითხრობს.
ნაწარმოების შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა ებრაელი, ბენიამინ (თაგუნა) კანტაროვიჩი ოდესიდან ოთხმოციოდე კილომეტრით დაშორებულ ღარიბ ებრაულ სოფელში, ჩერნოვიცკში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ აქ ახალი ამბები რამდენიმე თვის დაგვიანებით აღწევს, ცხადად გრძნობს რევოლუციის ქარს. ის ტროცკისგან "წამოსული" საიდუმლო მისიის შესასრულებლად პრაღაში ჩადის, თუმცა გზაში ინსტრუქციებს კარგავს და საკუთარი ინტუიციის ამარაღა რჩება. თაგუნამ მხოლოდ ის იცის, რომ მემარცხენე ებრაელ მწერალს უნდა შეხვდეს და მის მიერ გადაცემულ ტექსტში საიდუმლო დავალება ამოიკითხოს. ასე გადაეყრება ბენიამინი კაფკას და მისგან სწორედ ზემოთხსენებულ "ლეოპარდებს" მიიღებს - ტექსტს, რომლის ინტერპრეტაციაც ათასგვარად შეიძლება – მით უმეტეს, თუ კომუნისტური იდეებით ხარ ანთებული.
გარდა იმ ამბისა, რომელსაც სკლიარი გვიყვება, დაკვირვებული მკითხველი პარალელურად მეორე ამბავსაც ამოიკითხავს: რამდენად აღფრთოვანებულია თავად ავტორი ფრანც კაფკათი, როგორ ხლართავს სიუჟეტს სწორედ მის სტილში და როგორ მიაგებს პატივს მის უცნაურობებს.
ჯერ მარტო ის ეპიზოდი რად ღირს, რომელშიც მითითებების გარეშე დარჩენილი და თავგზააბნეული თაგუნა კაფკას სამუშაო ოთახში აკითხავს.
"კაფკა გამომცდელად მისჩერებოდა. უცებ ხველა აუტყდა - სუსტი, მშრალი. თაგუნა შეცბა, დაიძაბა. იცნობდა ასეთ ხველას. დარწმუნებული იყო, ასე მხოლოდ ჭლექიანები ახველებდნენ. სწორედ ამ სენის შიში ზაფრავდა ებრაულ სოფლებს, ზუსტად ისევე, როგორც მორიგი დარბევის ლოდინი. კაფკა სოფლად არ ცხოვრობდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ამ სენის მსხვერპლად ქცეულიყო. ამაზე მიუთითებდა მისი სიგამხდრეც, სიფერმკრთალეც, ოდნავ შეფაკლული ლოყებიც. რა თქმა უნდა, არც ამ ერთი ბეწო, გათოშილ ოთახში ჯდომა წაადგებოდა. თაგუნას გული მოეწურა. ისე შეებრალა კაფკა, როგორც, ალბათ, უახლოეს ნათესავს შეებრალებოდა... შენ ავადა ხარ, ფრანც, ძალიან ავად, ეს ხველა სახუმარო საქმე არ არის. არც მწერლის გამონაგონია - ჭლექია და შენც ისევე მოგიღებს ბოლოს, როგორც სხვა უამრავისთვის მოუღია. არ გეგონოს, რომ დიპლომი ან თანამდებობა გადაგარჩენს, ანდა შენი მწერლობა... ეს სენი არავის ინდობს, ამიტომ თავს უნდა მიხედო, ჭამითაც მეტი ჭამო! ნახე, როგორი გამხდარი ხარ. აქაურობასაც დროზე უნდა გაეცალო, ამ გაყინულ ნესტიან ბუნაგს. რა ყრია აქ ჯდომასა და მუშაობაში, თუკი ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდება? წადი, სანამ გვიან არაა" - ასე ფიქრობდა თაგუნა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს.
ეს მოქმედი გმირის სიტყვები არ გეგონოთ. ეს თავად სკლიარის სიტყვებია გარდაცვლილი მწერლისადმი და წიგნი სავსეა ასეთი "შეფარული მზრუნველობით" კაფკასა თუ სხვა პერსონაჟების მიმართ.
"კაფკას ლეოპარდები" ყველა იმ ადამიანზეა, რომელიც ცვლილების ეპიცენტრში ვერ მოხვდა, თუმცა მის მიერ გამოწვეულმა ინერციამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოისროლა. ეს წიგნი ყველა იმ გულანთებულ მეოცნებეს ეძღვნება, რომელსაც "ცხოვრებამ გვერდზე ჩაუარა" და მხოლოდ მხარი გაჰკრა. სკლიარი ყველა ხელმოცარულ რევოლუციონერს, ჩვეულებრივ მკერავსა თუ სამკაულების მაღაზიის გამყიდველს ეუბნება, რომ მათი სიცოცხლე ისედაც მნიშვნელოვანია და რომ ამისთვის დამატებითი მისიის შესრულება სავალდებულო არაა.
თავად კაფკას აფორიზმისა არ იყოს, ამ წიგნის ინტერპრეტაციაც ბევრნაირად შეიძლება და მასში ყველა იმას იპოვის, რასაც ეძებს: პოლიტიკური ცვლილებების ქრონიკას, წარუმატებელი სიყვარულის ამბავს, დამკვირვებლის თვალით მოყოლილ კაფკას ბიოგრაფიასა თუ კომიკურ ისტორიას არასწორად წაკითხულ მხატვრულ ტექსტზე.
მთავარი კი, რასაც მწერალი გვეუბნება ისაა, რომ ყველას არ უწერია ლეოპარდობა და ამაში დამაკნინებელი არაფერია. თავისუფლად შეიძლება ჩაფლავებული მისია ცხოვრების უდიდეს ისტორიად გადაიქცეს, რევოლუციამ კი უმსხვერპლოდ, უხმაუროდ ჩაიაროს შენსავე ტვინში.
ეს უსაშველოდ სევდიანი და ამავდროულად, სასაცილო წიგნი დაახლოებით ორ საათს წაგართმევთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს საინტერესოდ და აზრიანად დახარჯული ორი საათი იქნება.
აქვე, მოუსმინეთ ნენე კვინიკაძეს, რომელმაც შაბათის შუადღეში იმდენად საინტერესოდ ისაუბრა "კაფკას ლეოპარდებზე", რომ წვიმიან ამინდში გარეთ გამიყვანა, წიგნი მაყიდინა და ერთი ამოსუნთქვით წამაკითხა კიდეც.
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა

კომენტარები