10 ფილმი, რომელსაც თბილისის კინოფესტივალზე, სექციაში ჰორიზონტები ვნახავთ
თბილისის კინოფესტივალის სექცია, ჰორიზონტები აერთიანებს ბოლო წლების საუკეთესო ფილმებს აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან.
წელს ამ სექციაში თერთმეტი საინტერესო კინოსურათია წარმოდგენილი, მათ შორის ლი ჩან-დონის კინოსურათი.
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში ჰორიზონტები წელს ვნახავთ:
10 წელი ტაილანში - ჰონგ კონგი, ტაილანდი
10 წელი ტაილანდში ფილმების ნაკრებია, სადაც ოთხი ტაილანდელი რეჟისორი თავიანთი ქვეყნის 10 წლის ისტორიას გვიყვება. თითოეული მათგანი საკუთარ ეპიზოდს გვთავაზობს, რომლებიც ერთად ტაილანდში არსებული პოლიტიკური ვითარების სურათს გვიხატავს. 2014 წლიდან ქვეყანას სამხედრო დიქტატურა მართავს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახშობდა განსხვავებულ აზრს, ხალხის თვითგამოხატვას და პლურალიზმს.
წარმოსახვითი მიწა - სინგაპური, საფრანგეთი, ნიდერლანდები
ფილმის მოქმედება ინდუსტრიულ სინგაპურში ვითარდება. გამომძიებელმა ლოკმა უნდა იპოვნოს დაკარგული ემიგრანტი მუშა, სახელად უონგი. უონგს სამუშაო ადგილზე უსიამოვნება შეემთხვევა და მას თავისი რეპუტაცია აღელვებს. ის დაძინებას ვერ ახერხებს და შუაღამის მოჩვენებასავით კიბერკაფეში დადის ხოლმე. ის ვირტუალურად უმეგობრდება იდუმალებით მოცულ გეიმერს და მათი მეგობრობა ავისმომასწავებლად შემობრუნდება. როდესაც უონგი მოულოდნელად ქრება, ლოკი მის ნაკვალევს ახლადწარმოქმნილ სამყარომდე მიყავს, სადაც მან სიმართლეს უნდა ახადოს ფარდა.
ქათქათა ფერფლი - ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია
ციაოს უყვარს ადგილობრივი ბანდის წევრი - ბინი. მტრულ ბანდასთან ჩხუბის დროს, ციაო ბინის დასაცავად გაისვრის. ამ ერთგულების გამო, გოგონას ხუთი წლით აპატიმრებენ. ციხიდან გამოსვლისას, ბინის ძებნას იწყებს, რომ დაწყებული ურთიერთობა გააგრძელონ.
ალმოდებული - სამხრეთ კორეა
ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის დროს, ჯონგ-სუ შეხვდება ბავშვობის მეგობარ ჰე-მის, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მიეჯაჭვება. ჯონგ-სუ ფიქრობს, რომ იქნებ მან იპოვა კიდეც ისეთი ადამიანი, რომელიც შეუყვარდება. ჰე-მის აფრიკაში გამგზავრება უწევს და ამიტომაც, ჯონგ-სუს თხოვს, რომ მის კატას ცოტა ხნით მიხედოს. როდესაც ჯონგ-სუ მას აეროპორტში წამოსაყვანად თავისი ძველი მანქანით მიაკითხავს, ჰე-მი სხვა კაცთან ერთად ხვდება. ეს ლირიკული, პოეტური და მისტიკური ფილმი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანს „ცეცხლმოდებული საქათმე".
ფოქსტროტი - ისრაელი, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი
მიხაელსა და დაფნასთან სახლში ჯარისკაცები მათი ვაჟის, ჯონათანის დაღუპვის საზარელი ამბით მიდიან. მიხაელს ნათესავებისა და სამხედრო ჩინოვნიკების გადაჭარბებული გლოვა აღიზიანებს. წამლებისგან გაბრუებული დაფნა ისვენებს, მიხაელი კი ბრაზისა და რისხვის მორევში ეშვება, რომელიც თავისი გაუსაძლისი ტკივილით მისი ვაჟის თავბრუდამხვევ სამხედრო გამოცდილებას დაემგვანება.
მელბურნი - ირანი
ამირი და სარა ახალგაზრდა წყვილია თეირანიდან, რომლებიც ავსტრალიაში, მელბურნში სასწავლებლად გამგზავრებას აპირებენ. მაგრამ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ისინი მოულოდნელად დრამატულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ამირის და სარას რეალური მოგზაურობა აეროპორტიდან შორს, საკუთარ სახლში იწყება.
ბალახი - სამხრეთ კორეა
სეულის ტრადიციულ უბანში არსებული კაფეს მეპატრონე არასდროს ჩნდება. მაგრამ ვიგებთ, რომ მას კლასიკური მუსიკა უყვარს. ახალგაზრდა ქალი ახალგაზრდა მამაკაცს თავისი მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. მოგვიანებით, ეს ქალი მამაკაცს კომპლიმენტს ეუბნება, რომელიციატაკს დაბნეული აშტერდება. საუბრის დროს, ვხედავთ გვერდით მაგიდას, რომელთანაც ქალი ზის ლეპტოპით. ის უნებურად ისმენს მათ დიალოგს და წარმოსახვით განავრცობს მას.
ჩვენი დრო - მექსიკა, საფრანგეთი, გერმანია, დანია, შვედეთი
ოჯახი მექსიკაში, ქალაქისპირა სოფელში ცხოვრობს. ესთერი რანჩოზე ზრუნავს, ხოლო მისი ქმარი, მსოფლიოში ცნობილი პოეტი, სახელად ხუანი, ცხოველებს ზრდის. როდესაც ესთერს სიგიჟემდე შეუყვარდება ცხენების მწვრთნელი ფილი, წყვილი ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ემოციურ კრიზისს.
გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა - ჩილე, ბრაზილია, არგენტინა, ნიდერლანდები, ყატარი
ჩილეში 1990 წლის ზაფხულია. ოჯახების მცირე ჯგუფი ანდების კალთებთან, განცალკევებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ქალაქის ექსცესებისგან შორს, ახალ სამყაროს აშენებენ დიქტატურის შემდგომ მოსული თავისუფლების შეგრძნებით. ცვლილებებისა და ანგარიშსწორების ამ ხანაში, ამ უნაყოფო მიწაზე მეზობლად მცხოვრები 16 წლის სოფია, ლუკასი და 10 წლის კლარა ებრძვიან მშობლებს, პირველ სიყვარულს, შიშს და ახალი წლის ზეიმისთვის ემზადებიან. შეიძლება ისინი ქალაქის საფრთხისგან შორს ცხოვრობენ, მაგრამ ბუნებაც არანაკლებ სახიფათოა.
ზამა - არგენტინა, ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი, მექსიკა, ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ლიბანი
ფილმი ეფუძნება ანტონიო დი ბენედეტოს 1956 წლის რომანს, რომელიც მოგვითხრობს მე-17 საუკუნის ესპანელ ოფიცერ დონ დიეგო დე ზამაზე. ის დაბანაკებული იყო ასუნსიონში და ბუენოს აირესში გადაყვანას ელოდა.
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
კომენტარები